ზურაბ ჯაფარიძე

30 Oct. 2021, 11:48

არჩევნებია დღეს. ერთ მხარეს არის სტაგნაცია, ჭაობი, წუმპე.

მეორე მხარეს არის შანსი.

ერთ მხარეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი.

მეორე მხარეს არის შანსი.

ერთ მხარეს არის უიმედობა, უპერსპექტივობა, ნიჰილიზმი.

მეორე მხარეს არის შანსი.

ერთ მხარეს არის შეჩერებული ინვესტიციები, მილიარდობით ვალები, კატასტროფულად გაზრდილი ფასები, გაზრდილი გადასახადები.

მეორე მხარეს არის შანსი.

ერთ მხარეს არის ტყუილი, უტიფრობა, თავხედობა, ცინიზმი, ვირეშმაკობა, გადაგდება, ზიზღი.

მეორე მხარეს არის შანსი.

ერთ მხარეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე მოხტუნავე მონათა გუნდი.

მეორე მხარეს არის შანსი.

ერთ მხარეს არის საბჭოთა საქართველო თავისი პარტიული ლიდერებით, სუსით, ქურდებით, ინწილიგენციით და ვითომ სასულიერო პირებით.

მეორე მხარეს არის შანსი.

ერთ მხარეს არის ბედნიერი რუსეთი.

მეორე მხარეს არის შანსი.

პირველ მხარეს დგანან მეტწილად სხვადასხვა ჯურის წურბელები, რომლებიც ამ ქვეყნის გაღატაკებული ადამიანების მიერ შექმნილ დოვლათს ჭამენ სხვადასხვა გზით.

მეორე მხარეს დგანან ეს ღატაკი ადამიანები, როლებიც ყოველდღიურად წვალობენ, შრომობენ, რომ საკუთარი თავი და ოჯახი შეინახონ.

ერთ მხარეს არის სასოწარკვეთილი, სუსტი, ღარიბი, საუკეთესო ახალგაზრდებისგან დაცლილი საქართველო, სადაც სადღეგრძელოებში იფხანენ გაუპატიურებულ ეგოს.

მეორე მხარეს არის შრომა, ბრძოლა და შანსი.

თავისუფლების შანსი.

დღეს თუ ამას ვერ ხედავ, ან სათვალე გჭირდება, ან სინდისი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…