ზურაბ ჯაფარიძე

20 Sep. 2021, 15:15

[ქართულ ოცნებას] დაპირებების გაცემის რესურსიც აღარ აქვს, ძაან ზღაპრებში არიან გადასული. გუშინ რომ თქვეს, კუნძულს ვაშენებთო შავ ზღვაში, რაღაც პალმის კუნძულსო, სიგიჟე იყო ეს განცხადება. სხვაგან რომ ჩადიან, სალაპარაკო არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ეს ადგილი გახდება ტურისტული ცენტრი.

ერთადერთი რაც დარჩათ, არის ფული და ისევ პოლარიზაცია. ძაან დიდ რესურს, ფულს ხარჯავენ, რაც იგრძნობა განსაკუთრებით რეგიონებში რომ გადიხარ. და მეორე არის პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის მცდელობა, რომ რაღაცნაირად ხმები ისევ გაიყოს და მიშას ჩამოსვლით შეშინებული ხალხი ისევ წამოვიდეს ოცნებისკენ. ეგენი რომ გამოვიდნენ და რაღაც სერიოზული დაპირებების გაცემა დაიწყონ, არავის აღარ სჯერა, მაგას შინაარსი დაკარგული აქვს. მეტი სვლები არ აქვთ და ამის გამო არიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან.

განაცხადა გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურან ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში. გუშინ, 19 სექტემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ბათუმში ახალი ხელოვნური კუნძული აშენდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…