ალეკო ელისაშვილი

9 Sep. 2021, 00:57

ჩემი ტელეფონი ისევ ჩართულია. ზუსტად ის ნომერი არის. სამუშაო დღეებში, სამუშაო საათებში ყოველთვის ჩართული მაქვს, ან ვპასუხობ მე, ან პასუხობს ჩემი თანაშემწე. ის ნომერი იმ ნომრად დარჩა [...] რომ გითხრათ, არ დავიღალე-თქო მოგატყუებთ, ადამიანი ვარ, არ ვარ რობოტი. თან ერთი ვარ, მეც ერთი ვარ და ჩემი თანაშემწეც. მაგრამ ის ტელეფონი არ გაჩერებულა, ის ტელეფონი არ გამორთულა. ერთადერთი შაბათ-კვირა ვერ ვპასუხობ, იმიტომ, რომ ვცდილობ ხოლმე სადღაც სალაშქროდ წავიდე და ისეთ ადგილებში დავდივარ, უბრალოდ არც იჭერს ის ტელეფონი. დანარჩენი მეც ვპასუხობ და ჩვენი გუნდიც პასუხობს უკვე.

განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში და ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: "[ბანერებზე] თქვენი პირადი ნომერი შეიცვალა ქალაქის ნომრით, რატომ? პირადად უნდა დაერეკათ თქვენთვის საპარლამენტო არჩევნების წინ და ახლა გაქვთ ქალაქის ნომერი, სადაც, ალბათ, სხვები პასუხობენ იმ ზარებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…