საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას — ლომჯარია
ფოტო: Ombudsman
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ლგბტ+ თემის ხილვადობის გაზრდასთან ერთად, თემის წარმომადგენელთა მიმართ უფლებადარღვევის ფაქტები იმატებს, რასაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება ახლავს თან. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ლგბტ+ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის და ხედვის არარსებობა ახალისებს მათ მიმართ ჩადენილ უფლებადარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციულ დანაშაულებს.
"საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც ბოლო დროინდელი თავდასხმებიც ცხადყოფს. ლამის ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოფისების დაზიანება და სხვა სამართალდარღვევები.
კვლავ პრობლემურია ლგბტ+ ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. აქტივისტები, წლებია, 17 მაისს უსაფრთხოდ შეკრებისთვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად იბრძვიან. ვინაიდან სახელმწიფო ულტრა მემარჯვენე ჯგუფებისგან მათ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს, აქტივისტებს ყოველ ჯერზე უწევთ შეკრების ადგილის, დროის და ფორმატის ცვლილება, რაც პროტესტს ძირითად არსს აცლის და რისკის ქვეშ აყენებს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას", — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომუდსმენი, ასევე, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სამართლებრივმა და პოლიტიკურმა უმოქმედობამ, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თემის (ისედაც მძიმე) სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
"ჯანდაცვასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა თუ სხვა საჭიროებები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩა. შედეგად, თემის ნაწილი უსახლკარობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ნაწილს კი ჰომოფობიურად განწყობილ ოჯახებში მოუწია დაბრუნება, რამაც ისინი ოჯახში ძალადობის საფრთხის წინაშე დააყენა. განსაკუთრებით რთულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. სოციალურ ცხოვრებაში არსებით სიძნელეებს ქმნის კანონმდებლობის ჩანაწერი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის ტრანსგენდერი ადამიანებისგან სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას მოითხოვს. დასაქმებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები განსაკუთრებით მძიმედ სწორედ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება", — წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და თანამდებობის პირებს მოუწოდებს.
- ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებსა თუ სამართალდარღვევებზე;
- დაგეგმონ ღონისძიებები საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით;
- გააკეთონ დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტ+ თემის მხარდამჭერი საჯარო განცხადებები.
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ლგბტ+ ადამიანები, თემის აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები