მელიას დაკავებაზე საერთაშორისო კრიტიკის პასუხად მთავრობამ ანტიდასავლურ რიტორიკას მიმართა — ISFED-ისა და MDF-ის ანგარიში
ფოტო: კადრი ვიდეოდან/პირველი არხი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე დასავლელი პარტნიორების შეფასებამ საქართველოში ანტი-დასავლური გზავნილები გაახშირა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის კრიტიკის პასუხად, ქართული ოცნების წევრებმა ანტიდასავლურ რიტორიკას მიმართეს და დასავლელი პარტნიორები მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს. მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე კი კრემლისტურმა და ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა კაპიტალიზაცია მოახდინეს, რითაც ამ ორ ჯგუფს შორის გზავნილებისა და სამიზნეების კუთხით თანხვედრა შეინიშნებოდა.
"ამ ჯგუფებმა გამოიყენეს კრიზისი აშშ-სა და ევროკავშირზე თავდასასხმელად, რათ გაეძლიერებინათ ძველი ანტი-დასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და ბრუსელი საქართველოში პროცესებს წარმართავს. მელიას დაკავების შემდეგ, გააქტიურდნენ როგორც ხელისუფლების და ქართული ოცნების მხარდამჭერი, ასევე, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები...
ანონიმური პრო-ოპოზიციური გვერდები, ასევე, გააქტიურდა, მაგრამ მათი პოსტების რაოდენობა პრო-სახელისუფლებო გვერდებთან შედარებით ნაკლები იყო, ხოლო მათ მადისკრედიტირებელ პოსტებს კოორდინირებული ხასიათი, განსხვავებით პრო-სახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციური გვერდებისგან, არ გააჩნდათ, — ნათქვამია ანგარიშში.
ISFED-ისა და MDF-ის მთავარი მიგნებები:
- მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებებს მთავრობის წარმომადგენლების, ქართული ოცნების და მათი მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, რაც იმავე პერიოდში, კრემლისტური და ანტილიბერალური აქტორების განცხადებებთან გარკვეულწილად თანხვედრაში იყო. სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სამი საკნვაძო ანტიდასავლური გზავნილი დომინირებდა:
- აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა ტერორიზმის მაგალითია და, მოგვიანებით, სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებები მოჰყვა, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო დაკავებები ოპოზიციის დევნად მიიჩნევა;
- მთავრობის დასავლელი კრიტიკოსები მიკერძოებულნი არიან / მხარს უჭერენ ენმ-ს.
ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა პოლიტიკურად მიკერძოებულნი არიან; - ანტი-დასავლური ნარატივები აისახა ფეისბუქზეც. კრემლისტურმა და პრო-სახელისუფლებო ანონიმურმა გვერდებმა "ორმაგი სტანდარტის" გზავნილზე მოახდინეს კაპიტალიზაცია და მელიას დაკავება კაპიტოლიუმთან დაკავშირებულ მოვლენებს შეადარეს;
- გარდა ანტი-დასავლური ნარატივებისა, პრო-სახელისუფლებო და ქართული ოცნების მხარდამჭერმა ანონიმურმა გვერდებმა მელიას დაკავება "კანონის უზენაესობისა" და "სამართლებრივი სახელმწიფოს" დაცვის კონტექსტში წარმოაჩინეს;
- მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო მანიპულაციაში ჩართული ფეისბუქ ანგარიშები, როგორიცაა ფეისბუქ ჯგუფები, ანონიმური გვერდები და პირადი პროფილები, მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. ქართული ოცნების მადისკრედიტირებელმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა გვერდებმა 16-28 თებერვლის პერიოდში 30%-ით მეტი პოსტი გამოაქვეყნეს, ვიდრე 1-15 თებერვლის პერიოდში. მეორე მხრივ, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა სულ მცირედით შეიცვალა — ის იმავე პერიოდში 3%-ით შემცირდა;
- მართალია, ქართული ოცნების ინტერესებში მოქმედი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, 16-28 თებერვალს, წინა ორ კვირასთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა მათი ინტერაქციების რაოდენობა'
- ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდებისგან განსხვავებით, ოპოზიციის მხარდამჭერ გვერდებზე უფრო მცირე მასშტაბის კამპანია შეინიშნებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდების მიერ ყველაზე ხშირად გავრცელებული გზავნილი იყო ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქუჩის პროტესტისკენ მოწოდება და პარტიის მხარდამჭერების მობილიზაციის მცდელობა;
- ფეისბუქზე მოსაზრებების მობილიზაციაში, ანონიმური გვერდების გარდა, არაავთენტური/ყალბი ანგარიშებიც იყო ჩართული. ყალბი ანგარიშების მიერ დაწერილი კომენტარები ემთხვეოდა ქართული ოცნების მხარდამჭერი და ოპოზიციის მოწინააღმდეგე გვერდების, ისევე, როგორც ქართული ოცნების წევრებისა და სხვა პრო-სახელისუფლებო აქტორების გზავნილებს.
ანგარიშის თანახმად, "კრემლისტური აქტორებიდან, TV ობიექტივი და ონლაინ-მედია საშუალება საქართველო და მსოფლიო ყველაზე მეტად იყვნენ ანტიდასავლურ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულნი. ულტრანაციონალისტური, ანტილიბერალური აქტორი მოიცავდა ალტ-ინფოსა და საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელს, რომელსაც საქართველოში ოჯახთა მსოფლიო კონგრესის (WCF) წარმომადგენელ ლევან ვასაძესთან მყარი კავშირები აქვს".
MDF-ის მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ მელიას დაკავების კონტექსტში ხელისუფლების და ქართული ოცნების წარმომადგენლების, მათი მხარდამჭერების, ასევე კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფების მიერ გავრცელებული ანტი-დასავლური გზავნილები მეტწილად ერთმანეთს ემთხვეოდა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიხედვით, ანონიმური საინფორმაციო კამპანია სოციალურ მედიაში 23 თებერვალს, ანუ იმ დღეს, როდესაც პოლიცია ენმ-ის ოფისში შეიჭრა და ოპოზიციის ლიდერი დააკავა, უფრო ინტენსიური გახდა.
"საინფორმაციო მანიპულაციაში ჩართული ფეისბუქ ანგარიშები, როგორიცაა ფეისბუქ ჯგუფები, გვერდები და პირადი პროფილები, საგრძნობლად გააქტიურდა. ანონიმური და ორგანიზებული ფეისბუქ გვერდების საინფორმაციო კამპანია მიზნად 23-24 თებერვლის მოვლენების გარშემო საზოგადოების პოლარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას ისახავდა", — აღნიშნულია ანგარიშში.
ISFED-ის ცნობით, პოლიტიკურად მოტივირებულმა, ორგანიზებულმა, მადისკრედიტირებელმა და მხარდამჭერმა 78-მა გვერდმა 16-28 თებერვლის პერიოდში სულ 2 190 პოსტი გამოაქვეყნა.
"ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი პოსტების რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. თუმცა, მხარდამჭერი ჯგუფების აქტივობები განსხვავდებოდა. კერძოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდებმა ორჯერ მეტ პოსტი გამოაქვეყნა, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერმა გვერდებმა", — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ პრო-სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდებისგან განსხვავებით, ოპოზიციის მხარდამჭერ გვერდებზე უფრო მცირემასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობდა.
"პრო-ოპოზიციური გვერდების მიერ ყველაზე ხშირად გავრცელებული გზავნილი მელიას დაკავების შემდეგ ქუჩის პროტესტებს აანონსებდა და პარტიის მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდა. გამოქვეყნდა ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი და ოპოზიციის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი, მაგრამ ისინი ორგანიზებული კამპანიის ნიშნებს არ შეიცავდა.
ცალკე უნდა აღინიშნოს პრიმაკოვის ცენტრთან და ნიუს ფრონტ საქართველოსთან დაკავშირებულიანტი-დასავლური გზავნილების გამავრცელებელი ფეისბუქ-გვერდი პოლიტიკანო, რომელიც ჩართულია ღირებულებებზე დაფუძნებული გამყოფი ნარატივების გავრცელებაში. გვერდმა ასევე დაასპონსორა პოსტი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინსინგერის და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის წინააღმდეგ, რაც ნიკა მელიას დაკავების მათეულ შეფასებას უკავშირდებოდა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
"ISFED-ის მიერ გაანალიზებული პრო-სახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციური გვერდების გარდა, MDF-მა, ასევე, 41 არაავთენტური ანგარიში გამოააშკარავა, რომელთა კომენტარებიც ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართული სხვა აქტორების მიერ გავრცელებულ გზავნილებს ემთხვეოდა. ამ ანგარიშებიდან ზოგიერთი თავისი იდენტობის დამალვას ცდილობს, დანარჩენები კი სხვა მომხმარებლებისგან მოპარულ ფოტოებს იყენებენ", — ნათქვამია ანგარიშში.
MDF-ის მიხედვით, რამდენიმე პრო-სახელისუფლებო ტროლმა ხელისუფლების მხარდამჭერი გზავნილები გაავრცელა. ტროლების მეორე ჯგუფმა, წარსული მოვლენების გახსენებით, ოპოზიციის დისკრედიტაცია სცადა. მესამე ჯგუფის სამიზნე კი, აშშ იყო.
"ისინი იხსენებდნენ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას, ადარებდნენ მას საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობას და მიანიშნებდნენ ორმაგ სტანდარტებზე. ისინი ასევე აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ აშშ-ს არ აქვს დემოკრატიაზე საუბრის მორალური უფლება", — ვკითხულობთ ანგარიშში.
მათივე განცხადებით, "ნიკა მელიას დაკავება და დასავლელი პარტნიორების შეფასებამ საქართველოში ანტი-დასავლური გზავნილები გაახშირა".
"საინტერესოა, რომ მთავრობის კრიტიკის პასუხად, ქართული ოცნების წევრებმა ანტიდასავლურ რიტორიკას მიმართეს და დასავლელი პარტნიორები მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს. არაა გასაკვირი, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე კრემლისტურმა და ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა მოახდინეს კაპიტალიზაცია, რითაც ამ ორ ჯგუფს შორის გზავნილებისა და სამიზნეების კუთხით თანხვედრა შეინიშნებოდა. ამ ჯგუფებმა გამოიყენეს კრიზისი აშშ-სა და ევროკავშირზე თავდასასხმელად, რათ გაეძლიერებინათ ძველი ანტი-დასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და ბრუსელი საქართველოში პროცესებს წარმართავს", — აღნიშნავენ ისინი.
მათივე თქმით, მონიტორინგი 16 თებერვლიდან 28 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს:
საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის (GIIP) ფარგლებში ISFED-ისა და MDF-ის კოლაბორაციულ კვლევა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
-
შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ყოველ წელს ესწრებოდა პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ყოველ წელს ესწრებოდა
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
-
ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
გადახედვა
-
ზელენსკი აცხადებს, რომ ნავთობსადენ "დრუჟბას" სარემონტო სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება ზელენსკი აცხადებს, რომ ნავთობსადენ "დრუჟბას" სარემონტო სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება
გადახედვა
-
ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ უნგრეთში ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ უნგრეთში
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება
გადახედვა
-
დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე
გადახედვა
-
თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
გადახედვა
-
დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება
გადახედვა
-
"ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე "ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე
გადახედვა
-
საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
გადახედვა
-
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
-
Spider-Man: Brand New Day — CinemaCon-ზე ფილმიდან ექსკლუზიური სცენა აჩვენეს Spider-Man: Brand New Day — CinemaCon-ზე ფილმიდან ექსკლუზიური სცენა აჩვენეს
გადახედვა
-
იმისათვის, რომ EU-მა უნგრეთისთვის გამოყოფილი €35 მლრდ განბლოკოს, უნგრეთმა 27 პირობა უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ EU-მა უნგრეთისთვის გამოყოფილი €35 მლრდ განბლოკოს, უნგრეთმა 27 პირობა უნდა შეასრულოს
გადახედვა

კომენტარები