სექსუალური შევიწროება სამსახურსა და სამედიცინო მომსახურების მიღებისას — ომბუდსმენის ანგარიში
ფოტო: yourstory.com
სახალხო დამცველის განცხადებით, 2020 წელს სექსუალური შევიწროების პრობლემა კვლავ აქტუალური იყო. ახალი ანგარიშის თანახმად, სადაც ომბუდსმენი თანასწორობის მდგომარეობას აფასებს, ეს პრობლემა ძირითადად, დასაქმების ადგილასა და სამედიცინო მომსახურების მიღებისას ვლინდებოდა.
ანგარიშში საუბარია, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები კვლავ საკანონმდებლო დაბრკოლებას აწყდებიან დადგენილი ვადის მიღმა ორსულობის შეწყვეტისას; ამასთან, გამოიკვეთა დისკრიმინაციული პრაქტიკა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას.
სექსუალური შევიწროება
ომბუდსმენი მიუთითებს, რომ სექსუალური შევიწროების კანონით პირდაპირ აკრძალვის შემდეგ, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა გაიზარდა. ანგარიშში საუბარია, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ერთ-ერთ შემთხვევას საკარანტინე სასტუმროში ჰქონდა ადგილი, ხოლო 17 სხვა საქმეში, გასტროენტეროლოგიური პრობლემების გამოკვლევის მიზნით, ვიზიტის დროს, ექიმმა განმცხადებლებს სარძევე ჯირკვლები შეუმოწმა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამედიცინო საქმიანობის გაწევისას სექსუალური შევიწროების შემთხვევების დროს, როგორც წესი, შემავიწროებელი პროფესიული მდგომარეობით სარგებლობს და შეცდომაში შეჰყავს პაციენტი — მას განუმარტავს, რომ კონკრეტული ფიზიკური შეხება თუ პირადი ხასიათის კითხვის დასმა მის სათანადოდ მკურნალობას ემსახურება.
"ამ მხრივ, მსხვერპლის დარწმუნება საკმაოდ მარტივია, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლს არ აქვს სამედიცინო განათლება, არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ექიმების კომპეტენციის საზღვრებისა და პროცედურების საჭიროების შესახებ, რაც მას კიდევ უფრო დაუცველს ხდის", — აღნიშნულია ანგარიშში.
საანგარიშო პერიოდში მსხვერპლი ქალები სექსუალური შევიწროების ყველაზე მეტ შემთხვევაზე შრომით ურთიერთობებში მიუთითებდნენ. ანგარიშის თანახმად, შევიწროება ძირითადად ვლინდებოდა შემავიწროებლის მიერ ვერბალურ, არავერბალურ და ფიზიკური სახის ქმედებაში. კერძოდ:
- არასასურველი პირადი ხასიათის კითხვებში/კომენტარებში;
- სამუშაოს შესრულების საბაბით, საცურაო კოსტიუმის ჩაცმის მოთხოვნაში;
- სექსუალური კავშირის შეთავაზებაში;
- მსხვერპლის სხეულის ინტიმურ ადგილებზე შეხებასა და სხვ.
ომბუდსმენის განცხადებით, ყველა შემთხვევაში, მსხვერპლებმა მხოლოდ სამსახურის დატოვების შემდეგ მიიღეს სამართლებრივი რეაგირების გადაწყვეტილება.
სახალხო დამცველი მიუთითებს იმაზე, რომ წინა წლებისგან განსხვავებით დამსაქმებლები სექსუალური შევიწროების დადგენის შემთხვევაში რეაგირებას ახდენდნენ — შემავიწროებელს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ ან სექსუალური შევიწროების ამკრძალავ დებულებებს შიდა რეგულაციებში ასახავდნენ. დადებითი ტენდენციად არის გამოყოფილი ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში არაერთმა კერძო კომპანიამ სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა ორგანიზაციული მექანიზმის დანერგვის სურვილი გამოხატა.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები
ომბუდსმენის განცხადებით, ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან.
ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემურია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის შესაძლებელი. სახალხო დამცველის განცხადებით, ამ ვითარებაში მყოფი ქალისთვის ორსულობის შეწყვეტაზე უარი, შესაძლოა, ფსიქოემოციური სტრესის და სოციალური სტიგმის წყარო გახდეს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ომბუდსმენი მიუთითებს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქალი ექსპერტების არასაკმარისი რაოდენობაა.
"იმის მიუხედავად, რომ შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ბიუროს სხვა ფილიალში გადაყვანის ან იმავე სქესის მოწვევის აუცილებლობას ეს წესი პრაქტიკაში არ სრულდება", — აღნიშნულია დოკუმენტში.
სახალხო დამცველის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რიგ შემთხვევაში, აწყდებიან არასენსიტიურ, ღირსების შემლახველ და გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებულ მიდგომას, რაც აზიანებს მათ მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში და ახდენს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას.
"სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, ხშირად, ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტების სქესის გამო. დაზარალებულებს არ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ექსპერტის სქესი, შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი ტიპის ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი სტრესის მომტანია", — აცხადებს ომბუდსმენი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბიუროში საქართველოს მასშტაბით ჯამში 39 სამედიცინო ექსპერტია დასაქმებული, რომელთაგან მხოლოდ 9 არის ქალი. ამასთან, თბილისში სულ დასაქმებულია 20 ექსპერტი, აქედან 8 ქალი. რაც შეეხება რეგიონებში არსებული 19 ექსპერტიდან, მხოლოდ ერთია ქალი.
შვებულება ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო
ანგარიშის თანახმად, საქართველოში უახლესი (2020 წლის III კვარტალი) ოფიციალური მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 240 ლარს შეადგენს, რაც ომბუდსმენის განცხადებით, შრომის კოდექსით დადგენილი მოწესრიგებით, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდზე (რაც ჯამურად დაახლოებით 6 თვეს შეადგენს) გასაცემი თანხის ოდენობა საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
"შედეგად, დახმარების მცირე ოდენობისა და კერძო დამსაქმებლების მიერ ხელფასის შენარჩუნების მზაობის არარსებობის პირობებში, ქალები, ხშირად, იძულებულნი ხდებიან, მხოლოდ მცირე პერიოდით ისარგებლონ ორსულობისა და მშობიარობისა თუ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით", — აღნიშნულია დოკუმენტში.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კერძო სექტორში დასაქმებული ქალები დაცვის გაცილებით უფრო დაბალი სტანდარტით სარგებლობენ, ვიდრე საჯარო მოსამსახურეები. ამიტომ, ომბუდსმენის მიუთითებს, რომ აუცილებელია, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების ახალი სისტემა დაინერგოს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ არაერთი სფერო რჩება, რომელიც ვერ ხედავს ქალების საჭიროებებს და უთანასწორო გარემოს უქმნის მათ.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები