საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა — ვენეციის კომისია და ODIHR საქართველოს საარჩევნო სისტემაზე
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ვენეციის კომისისა და ODIHR-ის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გაკეთებული პოზიტიური წინადადებების მიუხედავად, საქართველოში საარჩევნო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის გასაზრდელად უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმაა საჭირო.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები პოზიტიურ ცვლილებებს შეიცავს, მაგრამ ახალ შეშფოთებას იწვევს ძველი ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც დღემდე გადაუჭრელია", — ნათქვამია ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 2021 წლის 30 აპრილს გამოქვეყნებულ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ეხება.
ვენეციის კომისია და ODIHR საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, რაც საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით მისი ფუნდამენტური ელემენტები მომდევნო არჩევნებამდე უნდა შეიცვალოს. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირად შეტანილი ცვლილებები საარჩევნო პროცესის მთლიანობის დარღევასა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევას საფრთხეს უქმნის.
"უფრო მეტიც, ამჟამად შემოთავაზებული ცვლილებების ვადები, 2021 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, შეშფოთებას იწვევს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით პოზიტიური ცვლილებები შევიდა. მაგალითად, გაფართოვდა ჩამონათვალი, ვისაც ჩვეულებრივ სამუშაო საათებში აგიტაციის ჩატარება აკრძალული აქვს, საჯარო მოსამსახურის ჩათვლით.
"აგრეთვე, განმარტებულია "საჯარო სკოლის პედაგოგები", რომლებიც მოიცავს დირექტორებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს. საჭიროა ამ "მნიშვნელოვანი ინიციატივის" შემდგომი გაღრმავება, რადგან კანონპროექტი არ გულისხმობს, მაგალითად, სოციალურ ქსელებში კამპანიის ჩატარებას საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში და ოფიციალური მთავრობის ვებგვერდების გამოყენებას კამპანიის მიზნებისთვის", — ნათქვამია დასკვნაში.
ასევე, აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგების დადგენისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესი გაძლიერდა. მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთ შემოთავაზებულ ცვლილებასთან დაკავშირებით გამოთქმულია შეშფოთება. მაგალითად, საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან და "ბევრ ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ გადაუჭრელი რჩება".
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ODIHR და ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები შემდეგია:
- რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრთა არჩევას, რეკომენდებულია კვალიფიციური საპარლამენტო უმრავლესობის 2/3 ხმები ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნები (რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად დეპუტატთა უმრავლესობას მოითხოვს) ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევისთვის, საბოლოო ანტი-ჩიხის მექანიზმით;
- ამასთან, ცესკოს არაპარტიული წევრებისთვის საჭიროა უფრო მაღალი უფლებამოსილებები და ასევე, შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში მრავალფეროვანი წევრობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომელიც გამჭვირვალობაზე დაფუძნებულ დამსახურებულად დადგენილ ნომინაციების პროცესს ატარებს;
- აგრეთვე, რეკომენდებულია პარტიის მიერ ცესკოში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვების მოხსნა.
"ცალკეულ პარტიებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში მონაწილეობის დადგენილი უფლების ჩამორთმევა არ არის სწორი ან პროპორციული გზა პარლამენტის ფუნქციონირებისთვის", — ნათქვამია დასკვნაში.
მსგავსი რეკომენდაციები გაცემული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებითაც.
ვენეციის კომისია და OSCE/ODIHR-ის წარმომადგენლები იმეორებენ თავიანთ ძველ რეკომენდაციას, რომ კანონით ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების გადაყენებას, რადგან შემოთავაზებული ცვლილებები ტოვებს დებულებებს, რაც პარტიებს მათი კომისიის წევრების გათავისუფლების სრულ დისკრეციას აძლევს.
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
კომენტარები