როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა
ფოტო: CIU
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი ფინალურ ეტაპს უახლოვდება —აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად და სასურველი უნივერსიტეტების ასარჩევად.
როგორ ირჩევდნენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალობებს ადრე და რა შეიცვალა დღემდე? როგორ იღებენ გადაწყვეტილებას თანამედროვე აბიტურიენტები და როგორ შეცვალეს დღემდე მიდგომა უნივერსიტეტებმა?
ღია კარის დღეები
სხვადასხვა უნივერსიტეტები ყოველწლიურად აცხადებენ ღია კარის დღეებს აბიტურიენტებისთვის. როგორც წესი, ასეთ დროს, აბიტურიენტები ადგილზე ეცნობიან უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებებს, სპეციალობებსა და პროგრამებს; სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს.
ეს მიდგომა დღემდე შეუცვლელი და პოპულარულია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: აბიტურიენტი ადგილზე უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე დისტანციურად მიიღებდა. ამიტომაც, თუკი აბიტურიენტი ხარ, აუცილებლად ეწვიე სასურველ უნივერსიტეტს; ნახე შენობა და ინფრასტრუქტურა; გაეცანი პროგრამების ხელმძღვანელებს და დასვი ყველა კითხვა, რაც გაქვს. დღესდღეობით პანდემიის გამო უამრავმა უნივერსიტეტმა ღია კარის დღე ონლაინ-რეჟიმში გადაიტანა, რითაც კიდევ უფრო გამარტივდა ინფორმაციის მოძიება.
გამოცდილთა რჩევები
თუკი ადრე აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა მშობლების ან ოჯახის ახლობლების რჩევებით ან, უბრალოდ, მარტივი გზა აერჩია და გაჰყოლოდა მშობლების კვალს, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს მეთოდი კიდევ უფრო მასშტაბური გახადა: სოციალურ ქსელებში აბიტურიენტთა ჯგუფებში უამრავ აბიტურიენტთან ერთად შეხვდებით უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც სიამოვნებით აგიხსნიან და დაგაკვალიანებენ სასურველი პროგრამების შესახებ; აქვე შეხვდებით უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ, შედეგად, შენი არჩევანი კიდევ უფრო გაცნობიერებული გახდება.
ვებგვერდი და სოციალური ქსელების ანგარიშები
ერთია, თუ რას ამბობს უნივერსიტეტის წარმომადგენელი საკუთარი თავის შესახებ ღია კარის დღეზე, მაგრამ მეორეა, თუ რას ამბობს უმაღლეს სასწავლებელზე ფეისბუქ-გვერდი. განსაკუთრებით აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და გართობის შესახებ ინფორმაცია აქ ყველაზე კარგად ჩანს: სპორტული კლუბები, ხელოვნების წრეები და სტუდიები; საინტერესო ექსპედიციები და შეჯიბრებები; წვეულებები და, უბრალოდ, კარგი გართობა კარგი სწავლის პარალელურად - ესაა ის, რაზეც ყველა მომავალი სტუდენტი ოცნებობს.
საბოლოო ჯამში აუცილებლად ისარგებლე თითოეული ზემოთდასახელებული წყაროთი; გამოიყენე ყველა გზა იმისთვის, რომ შენი არჩევანი ინფორმირებული იყოს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თითოეულ აბიტურიენტს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს: ხუთი ფაკულტეტი და 12 საგანმანათლებლო პროგრამა; სტუდენტზე მორგებული დაფინანსების მოდელები; ხალისიანი და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება; წარმატებული და პროფესიონალი ლექტორები — როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ამ და კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი კომპონენტით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტობა 100%-ით დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი გახდება თითოეული სტუდენტისთვის!
"ამიტომაც გააკეთე ინფორმირებული არჩევანი და აირჩიე 115!" — ამბობენ უნივერსიტეტში.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები