ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ბერას ლანძღვის გამო ახალგაზრდებს ხვდებოდა, თუმცა მათზე მუქარას უარყოფს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/იმედი
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ბერა ივანიშვილის ლანძღვის გამო რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა და მათ მშობლებს ელაპარაკა. იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ადასტურებს ფარული ჩანაწერების იმ ეპიზოდსაც, სადაც არასრულწლოვანთან მეზობლების თანდასწრებით შეხვედრაზეა ლაპარაკი.
თუმცა, ჩუბინიძე აცხადებს, რომ ამ შეხვედრებზე იყო არა მუქარა, როგორც ეს ჩანაწერებში ჩანს, არამედ "პოზიტიური" საუბრები უფროსებთან ერთად. რაც შეეხება თავად ჩანაწერებს ის ამბობს, რომ 2010-2011 წლებშია ჩაწერილი და დანაშაულებრივი საუბრები კი არა "ჭორაობაა". მისივე თქმით, დანაშაული ამ ჩანაწერის გაკეთება, შენახვა, "მოდელირება" და გავრცელებაა.
ქრონიკასთან ინტერვიუში ჩუბინიძე აცხადებს, რომ იმ პერიოდში ბერას მიმართ "მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები" ვრცელდებოდა და მისი, როგორც დაცვის უფროსის მოვალეობა იყო გაერკვია, რაც გააკეთა და ახალგაზრდებს შეხვდა.
"ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს გაკეთებული განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართულებით გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. გავაკეთ იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად, ძალიან დაგვეხმარა და მედიატორის როლიც კი იკისრა მან ახალგაზრდებთან", — განაცხადა მან.
ჩუბინიძე ამტკიცებს, რომ იგივე მშობელი მათ დაეხმარა და გაიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც მისი თქმით, ავრცელებდა პოსტებს ბერაზე. მისი განმარტებით, ბავშვს მეზობლების თანდასწრებით იმიტომ ელაპარაკა, რომ "კეთილსაიმედო" გარემო შეექმნა და ნდობა მოეპოვებინა, რადგან ამ დროს მისი მშობლები ადგილზე არ იყვნენ.
"ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო, რომ მომეპოვებინა მისი ნდობა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ჩემს მიერ აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე ის კონტაქტში. კარგად განეწყო ჩემს მიმართ ნდობით. მე დავუსვი მას ჩემთვის სასურველი ყველა კითხვა და მივიღე ამაზე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ არანაირ მუქარას, მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტიურად ამით დავასრულეთ საუბარი. საუბრის დასრულება კიდევ უფრო კეთილსაიმედო იყო. მშობელი წუხდა, რომ ახალგაზრდები ძალიან ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან და ეს ცუდად მოქმედებდა მასზე. მე ვურჩიე კიდევაც, რომ იქნებ რაიმე ტიპის სპორტულ ღონისძიებებში ჩართულიყვნენ. ეს იყო და ეს", — განაცხადა მან.
თუმცა, TV პირველის გავრცელებულ ჩანაწერებში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, ამ თემებზე მსგავსი შინაარსის საუბარს ვისმენთ:
ბერა ივანიშვილი: ანზორა მაგარი კაცია [იცინის]
ირაკლი ღარიბაშვილი: რაო, რაო?
ბერა ივანიშვილი: ხალხი ხომ იყო, მეზობლები ხო მოიყვანეს და რაღაცა მაგ ბავშვის. მოგიყვა ეგ თუ არა? მაგ ბავშვის ხმამაღლა ნათქვამი არავის არ გაუგიაო [...]
ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
ბერა ივანიშვილი: იქნებ რამე სპორტზე შეიყვანოთო სადმე ან სადმე კაცად დააყენოთო ეგ ყ**.
ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის]
ბერა ივანიშვილი: მერე ვახოს დაუ*ვამს მაგარი, დაჯექი შე ყ**ო, შე ნაბი**არო შენო. კაროჩეო, თუ გინდა სხვა სახელით შედი, რაც გინდა ის ქენიო 1 საათში გიპოვით და შენ და შენ ძმაკაცებსო და გაგაქრობთ ყველასო.
ირაკლი ღარიბაშვილი: [იცინის] კი, კი.
ბერა ივანიშვილი: გაგაქრობთო.
ჩუბინიძე ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი მსგავს შეხვედრებში ჩართული არასდროს ყოფილა და ამ დროს ის არა პრემიერმინისტრი, არამედ ქართუ ფონდის პრეზიდენტი იყო. რაც შეეხება მას, ამტკიცებს, რომ "ამაყად შეუძლია თქვას", რომ არასდროს არავიზე არ განუხორციელებია ზემოქმედება.
"2010-2011 წელს განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, რომელიც იყო დამძიმებული უხვად ძალმომრეობითი ქმედებით ფოტო და ვიდეო მასალით. იყო ძალიან დიდი მცდელობა იმისა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-11 წლებიდან 2016-17 წლისთვის. ძალიან დიდი მცდელობა იყო, რომ უკვე მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე გამოეყვანათ და დაედანაშაულებინათ, როგორც პირველ ინტერვიუში ვთქვი, აბსურდულ ბრალდებაში, რომ დასდევენ და ავიწროებენ ახალგაზრდებს. რეალობაში რა ხდება?! ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში, როდესაც ის ქართუ ფონდის თავმჯდომარე იყო, არასდროს ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში მსგავსი ტიპის მონაწილეობა არასდროს მიუღია. დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია თქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგაზრდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება, რაიმე ტიპის ქმედება აქვს განხორციელებული".
ინტერვიუს დასასრულს ჩუბინიძე ამბობს, რომ ჩანაწერი მოდელირებულია და მისი გავრცელება დანაშაულია.
"ჩანაწერები, რომელიც სრულიად უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრწულვოვანის და რაზეა ლაპარაკი, რაც გინდათ ის დაარქვით ამ საუბრებს, გნებავთ ჭორაობა ვუწოდოთ ხომ და ეს არის დანაშაული? მე ვფიქრობ, რომ დანაშაული არის ზუსტად აი ეს მისი უკანონო მოპოვება, მისი შენახვა, შემდეგ მისი მოდელირება და გავრცელება.
ეს არის ის, რაზეც მინდოდა უფრო დეტალურად მესაუბრა. ვფიქრობ, დანარჩენზე საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნებს", — აცხადებს ის.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".
ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები