მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ გვაღიზიანებს სხვების ხმაურიანი ჭამა
ფოტო: Authoritynutrition.com
თეფშზე ჩანგლის გასმის, ან დაფაზე ფრჩხილის ჩამოსმის ხმები არავის უყვარს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც უბრალოდ აცოფებთ გარშემომყოფების ჭამის ან სუნთქვის ხმები. ამ მდგომარეობას მიზოფონია ეწოდება და მისი საფუძველი ტვინში უნდა ვეძებოთ.
"მაშინვე შებრძოლების სურვილი მიჩნდება, თითქოს რაიმე საფრთხე მემუქრებოდეს", - ამბობს 29 წლის ოლანა ჰენკოკი. ის იხსენებს, რომ ასეთი რეაქცია პირველად 8 წლის ასაკში გაუჩნდა. მისთვის მთავარი გამაღიზიანებლებია: სუნთქვა, ჭამა და ჭრაჭუნი. ასე რომ, ყველაზე ცუდი, რაც მისი თანდასწრებით შეგიძლიათ ქნათ, ჩიფსების ჭამაა. გაღიზიანება შეფუთვის გახსნისთანავე იწყება (ჭრაჭუნი), რასაც გარდაუვალი ხრამუნი ემატება. ამის გამო ოლანა უკვე წლებია, რაც კინოთეატრებსა და საჯარო ადგილებს თავს არიდებს. სამსახურებსაც ხშირად იცვლის.
მეცნიერებმა ოლანას და მისი მსგავსი 22 ადამიანის ტვინი შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ მიზოფონიით დაავადებული ადამიანები ბევრად უფრო მძაფრად რეაგირებენ ხმაურიან ჭამაზე, ვიდრე ისეთ გავრცელებულ გამაღიზიანებელზე, როგორიც კივილია.
შედეგები ჟურნალ Current Biology-ში დაიბეჭდა. პრობლემა ტვინის იმ ნაწილში აღმოჩნდა, რომელიც შეგრძნებებს ემოციებთან აკავშირებს. მიზოფონიის მქონე ადამიანებში ეს უბანი განსაკუთრებით აქტიურია.
სუხბინდერ კუმარი, მეცნიერი ნიუკასლის უნივერსიტეტიდან, აღნიშნავს, რომ სხვების გამაღიზიანებელი ჭამა პასიურ ემოციას, ზიზღს კი არა, აქტიურ რეაქციას, გაბრაზებას იწვევს. თავდაპირველად ეს ბუნებრივი პასუხია, მაგრამ შემდეგ უკონტროლო ხდება.
ოლანა ამბობს, რომ მას გაუმართლა და მიზოფონიის შედარებით მსუბუქი ფორმა აქვს. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამის გამო სოციალიზაციაც არ შეუძლიათ.
ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი ადამიანი იტანჯება მიზოფონიით და წამალიც არ არსებობს, ყურის საცობების გარდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ დარღვევის გამოკვლევის პარალელურად, ისინი გამოსავალსაც მიაგნებენ.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები