საგანგებო მდგომარეობის გარეშე რიგი შეზღუდვების დაწესება საკონსტიტუციომ დასაშვებად სცნო
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის ფარგლებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი. აღნიშნული კანონის ფარგლებში მთავრობას უფლება აქვს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კარანტინისა და იზოლაციის წესები განსაზღვროს და რიგი კონსტიტუციური უფლებები შეზღუდოს.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ პაატა დიასამიძემ, გიორგი ჩიტიძემ, ედუარდ მარიკაშვილმა და ლიკა საჯაიამ შეიტანეს. სარჩელში საუბარია, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტატქირბეული პირის იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანაზე, ისე მთავრობისთვის აბსოლუტური უფლებამოსილების მინიჭებაზე.
მოსარჩელე მხარე განმარტავდა, სადავო ნორმების საფუძველზე კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტირებულ პირს ევალება თვითიზოლაციაში ყოფნა ან საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ პირის მოთავსება ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას. ამასთანავე, მოსარჩელეთა პოზიციით, გადაწყვეტილება კონტაქტირებული პირის განცალკევების შესახებ მიიღება არა სასამართლოს, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მიერ, რაც არღვევს კონსტიტუციური დებულების ფორმალურ მოთხოვნას, თავისუფლების შეზღუდვის პროცესში სასამართლოს სავალდებულო ჩართულობის შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირის თვითიზოლაციასა თუ საკარანტინე სივრცეში გადაყვანით იზღუდება კონკრეტული სივრცის — საცხოვრებელი სახლისა თუ კარანტინში მოთავსების ადგილის დატოვება, შესაბამისად, სახეზეა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. თუმცაღა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის კონკრეტულ ადგილზე დაყოვნება მისი ნების საწინააღმდეგოდ, და მისთვის გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა ავტომატურად არ ნიშნავს ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას და დამატებით უნდა შეფასდეს სხვა ფაქტორები.
ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ პირს შეუძლია ნებისმიერი მიზნით, შეუზღუდავად ისარგებლოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებითა და ინტერნეტით, დაკავდეს ნებისმიერი საქმით და მის ქცევას შესაბამისი სამსახური ვერ გააკონტროლებს ანნ დააკორექტირებს, განსხვავებით დაკავებული ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პირებისაგან.
მოსარჩელე ასევე, მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით მთავრობას მიენიჭა საკუთრების უფლების, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის აბსოლუტური უფლებამოსილება. მათი პოზიციით, საქართველოს პარლამენტმა ძირითად უფლებათა შეზღუდვის დელეგირებისას თავად არ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის შინაარსი, ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა, რაც, ფაქტობრივად, უთანაბრდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელებაზე უარის თქმას.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლება კონკრეტული მიზნებით — ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის. ამასთანავე, საკანონმდებლო აქტში განმარტებულია როგორც იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიებების შინაარსი, ისე ჩამოთვლილია ის ძირითადი უფლებები, რომელთა შეზღუდვის უფლებაც ენიჭება მთავრობას. ამასთან, განსაზღვრულია დამატებითი პრინციპები, რომ შეზღუდვა უნდ იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებელმა საკმარისი სიცხადით განსაზღვრა უფლებამოსილების გადაცემის მიზანი, შინაარსი და ფარგლები.
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამ დელეგირების ფარგლებში აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაზღვრული მიზნების უზრუნველსაყოფად გარკვეული, დროებითი შეზღუდვების დადგენის კომპეტენცია. ამდენად, საკონსტიტუციოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკანონმდებლო უფლებამოსილების გადაცემა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის და ამ კუთხით, სადავო ნორმები არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.
მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს შრომითი უფლებების ორგანული კანონის საფუძველზე მოწესრიგების ვალდებულებას და, ამიტომ, სწორედ ამავე გზით უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლების შეზღუდვის დელეგირება სხვა ორგანოზე. მოსარჩელეთა პოზიციით, საქართველოს მთავრობას, ნაცვლად ორგანულ კანონისა, ორდინარული კანონის საფუძველზე გადაეცა შრომით უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ამა თუ იმ საკითხის ორგანული კანონით ან კანონით მოწესრიგებაზე მითითება, თავისთავად, არ გამორიცხავს პარლამენტის შესაძლებლობას, მოახდინოს საკითხის რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოზე, თუმცა, ეს უნდა განხორციელდეს უშუალოდ ანალოგიური ლეგიტიმაციის მქონე საკანონმდებლო აქტით, ამ შემთხვევაში კი, ორგანული კანონით. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, შრომის კოდექსი მიუთითებდა შრომითი უფლებების სპეციალური კანონმდებლობით — ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით მოწესრიგების შესაძლებლობაზე და ამ მხრივ, უფლებამოსილების დელეგირება ორგანული კანონის საფუძველზე განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ასეთი მოწესრიგება ფაქტობრივად ნიშნავს უფლებამოსილების საკუთარ თავზე დელეგირებას, რაც შეუთავსებელია როგორც უფლებამოსილების დელეგირების ზოგად ფუნქციასა და მიზნებთან, ისე შესაბამისი კონკრეტული საკითხის ორგანული კანონმდებლობით მოწესრიგების კონსტიტუციურ ლოგიკასთან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ განხორციელებულა სათანადო ფორმით, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს? მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
-
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
გადახედვა
კომენტარები