საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ტვიტერზე წერს, რომ აფასებს საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე.

"საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, არჩევნები კონკურენტული იყო და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები დაცული. ვაფასებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს. ჩვენ გავაგრძელებთ მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას", — წერს გახარია.

ამ წუთებში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გუშინ, 31 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტის არჩევნები წელს პირველად პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართა.