წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უკვე ხმების 85,63 პროცენტი. ამ ეტაპისთვის ხმების 48,29 პროცენტით ქართული ოცნება ლიდერობს. ნაციონალურმა მოძრაობამ კი 26,61 პროცენტი აიღო.

დანარჩენ პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ევროპული საქართველო — 3,78 პროცენტი;
  • ლელო — 3,24 პროცენტი;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,17 პროცენტი;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,16 პროცენტი;
  • გირჩი — 3,03 პროცენტი;
  • მოქალაქე — 1,38 პროცენტი;
  • ლეიბორისტული პარტია — 1 პროცენტი.