საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობა "დამთავრდა". მისი თქმით, არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეს, რომ ციფრები მაქსიმალურად დიდი იყოს ოპოზიციისთვის. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

"მეგობრებო, ეს არის ჩემი საგანგებო მიმართვა. ახლა ვუყურებ ციფრებს, მომდის საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები, ეგზიტპოლები და მინდა გამოგიცხადოთ, რომ ოცნება და ივანიშვილი დამთავრდა! დამთავრდა! ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად დიდი ოპოზიციისთვის", — განაცხადა სააკაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: