მარნეულში მეხუთე უბანზე დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რამაც უბანზე ხმაური გამოიწვია. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ერთ-ერთი დამკვირვებელი მიუთითებდა სამოქალაქო მოძრაობა 2020-ის წარმომადგენელს, სად დამდგარიყო და როგორ მოქცეულიყო, რასაც მისი მხრიდან პროტესტი მოყვა. მისი თქმით, ეს არ არის კონკრეტული დამკვირვებლის პრეროგატივა.

ამ დროისთვის კომოსიის წევრები ცდილობენ, სიტუაცია განმუხტონ, რომ ამომრჩევლების უბანზე მისვლა არ შეფერხდეს. თვალი ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს აქციიდან.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ილურიძემ On.ge-ს განუცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია დაიწერა თუ არა საჩივარი ამასთან დაკავშირებით.