პანდემიის ეკონომიკური ეფექტი საქართველოზე მძიმედ აისახება — რეფორმერის გენერალური მდივანი
ფოტო: რეფორმერი
პარტია რეფორმერის გენერალური მდივანი, მთაწმინდის მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატი ანი ჯაფარიძე საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვალაზე კორონაპანდემიის ნეგატიურ გავლენებზე ეკონომიკურ ანალიზს აქვეყნებს. როგორც ანი ჯაფარიძე აცხადებს, ინვესტიციების შემცირების ტენდენცია უკანასკნელ წლებში ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის, კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
"კორონაპანდემიის ეკონომიკური ეფექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე. იმის მიუხედავად, რომ შეზღუდვები არ დაწესებულა საერთაშორისო ვაჭრობაზე, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ იქონიებს გავლენას მათ პარტნიორებზეც.
საქართველოს ახლო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს ევროკავშირთან, რომელიც საექსპორტო ბაზრის 1/3-ს წარმოადგენს. ექსპორტში აზერბაიჯანის წილი, იმის მიუხეადავად, რომ გადაადგილება შეიზღუდა, თუმცა სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა არ შეწყვეტილა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში 17,2% -ია, იანვარ-თებერვალში ჩინეთში დაწყებული კორონაპანდემიის მიუხედავადა, ჩინეთის წილი ექსპორტში 12,4%-ია, დროის იგივე მონაკვეთში რუსეთის წილი 11,5%, რუსეთი მაჩვენებლით მესამე ადგილზეა.
ინვესტიციების შემცირების ტენდენცია უკანასკნელ წლებში ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმნიშვნელოვანესი წილი ევროკავშირზე მოდის. საქსტატის მონაცამებით, ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციები სრული ინვესტეციების 47,2%-ია, ჩინეთიდან — 3,2%, ამერიკიდან 7,8%. გასული წლის თხუთმეტ ყველაზე დიდ ინვესტორს შორისაა აშშ, ჩინეთი, იაპონია. ამ ქვეყნებში ვირუსის აფეთქების ეფექტი შეიძლება პირდაპირ გავრცელდეს საქართველოზეც.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება და კოვიდ 19-ის ზემოქმედება ზღუდავს მოხმარებას, ტურიზმისა და ვაჭრობის ზრდას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს შესაძლებელი იქნება ამ მაჩვენებლის 4,5%-მდე გაუმჯობესება. შიდა მოთხოვნის ზრდას ხელს შეუწყობს შინამეურნეობებზე გაცემული საბანკო კრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და გზავნილების საწყის დონეზე დაბრუნება. პროგნოზებით, ამონაგები საცალო ვაჭრობიდან და განათლების სექტორში მთავრობის დანახარჯების ზრდა 2020 წელს 1,1%-ით, ხოლო 2021 წელს 6,3%-ით გაზრდის მომსახურებას. აქედან 2021 წლის მონაცემები ტურიზმის სფეროში მოსალოდნელ გაუმჯობესებას ასახავს.
კორონაპანდემიის მიუხედავად, 2020 წელს პროგნოზირებულია მრეწველობის ზრდის 3,1%-იან ნიშნულზე შეჩერება მშენებლობისა და წარმოების ტემპის შენელების ფონზე, თუმცა 2021 წელს მოსალოდნელია 2,1%-ით ზრდა, მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში. 2020 წელს პროგნოზირებულია სოფლის მეურნეობის დარგის მცირე კლება 0,7%-ით, ხოლო 2021 წელს 0,4%-ით ზრდა, დარგში განხორციელებული ინვესტიციების ზრდასთან ერთად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვის (WEO) ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება; გრძელვადიან პერსპექტივაში IMF-ის პროგნოზი ოპტიმისტურია — 2022 წლისთვის ის 6%-იან ზრდას შეადგენს. 2020 წლის რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა, შესაბამისად, იმისთვის, რომ IMF-ის პროგნოზი გამართლდეს, წლის ბოლო კვარტალში რეცესია 4%-ზე მეტი არ უნდა იყოს.
საქართველოს მთავრობამ სწორედ ამ მაჩვენებელზე დაგეგმა მომდევენო წლის ბიუჯეტი IMF-ის მსგავსად და 2021 წელს 5%-იან აღდგენას მოელის. ეს შედარებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზია, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს 4%-იან აღდგენას ელის", — აცხადებს პარტია რეფორმერის გენერალური მდივანი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი ჯაფარიძე.
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები