მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას ელემენტარული პირობები არ აქვს მოგვარებული — ბაჩო ბუჩუკური
ფოტო: რეფორმერი
რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთში, ბაჩო ბუჩუკური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამას აცნობს.
"რეგიონის მოსახლეობას ინტენსიურად ვხვდები. სოფლებში ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. აქაურებს ყველაზე მეტად სოციალური და ეკონომიკური გაჭირვება აწუხებთ. რეალურად, მცხეთა-მთიანეთის მთელ მოსახლოებას ერთი და იგივე პრობლემები აქვს — უმუშევრობა, მაღალი ფასები, ეკონომიკური სიდუხჭირე.
რეგიონის მოსახლეობას ძალიან დიდი ზარალი მიაყენა კორონაპანდემიის შედეგად ტურიზმის გაჩერებამ. ბოლო წლებში, ადგილობრივების უმეტესობა ტურიზმის სფეროში იყო დასაქმებული. მათ აიღეს სესხები, მოაწყვეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, ჰოსტელები, მაგრამ კორონაპანდემიის გამო მათი ბიზნეს-საქმიანობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა. დღეს ეს დამიანები ვერ იხდიან ბანკის გაზრდილ გადასახადებს და ხელისუფლებას საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას კვლავ სთხოვენ.
მოსახლეობას, ასევე, ძალიან აწუხებს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. 21-ე საუკუნეში არის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ არ არის გზა, კანალიზაცია, შუქი და გაზი. ეს მარტო მაღალმთიან სოფლებს არ ეხება. მაგალითად, სოფელ ჩინთის მოსახლეობას წლებია ვერ მოუგვარეს ელემენტარული პირობები. თითქოს მოხდა სოფლის გაზიფიკაცია, გაიყვანეს მილები, მაგრამ რამდენიმე თვეა სოფელში გაზის ჩართვას ელოდებიან და ადამიანები მკაცრი ზამთრის მოლოდინში, ამ პრობლემის პირისპირ არიან დარჩენილები. ჩინთელებს არ აქვთ ავტობუსის გაჩერება, წვიმასა და თოვლში საათობით უწევთ ქუჩაში ტრანსპორტის ლოდინი. ეს ხომ ძალიან მარტივი მოსაგვარებელია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?! აქაურებს ისე უჭირთ, საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ ამ პრობლემის გადაჭრას. ამასთან ერთად, სოფელი, რომელიც არაგვისპირასაა, წლებია უჩივის უწყლობას. დაყენებულია ორი რეზერვუარი, რომლებიც გამართულად ვერ მუშაობს, მოსახლეობა დარჩენილია წყლის გარეშე.
ადგილობრივები ძალიან დიდი ხანია ითხოვენ პატარა ბაზრის მოწყობას, სადაც შეძლებენ საკუთარი ხელით მოყვანილი სასოფლო პროდუქციის გაყიდვას. შეჩერებული ტურიზმის პირობებში სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობა მათთვის ელემენტარული შემოსავლის ერთადერთი წყაროა. რეგიონში ძალიან დიდი პრობლემაა ნარჩენების გატანა. კვირაობით არ გააქვთ ნაგავი იმ სოფლებიდან, სადაც დგას ურნები. ნაგვით გადავსებული ტერიტორიები ნაგავსაყრელებად არის ქცეული. რეგიონში არ ხდება ნარჩენების გადამუშავების სწორი მართვა. ნაგავი ხვდება მდინარეებში და ტერიტორიებზე, სადაც ადგილობრივების კუთვნილი საქონელი იკვებება, შესაბამისად, მათი რძე საკვებად უვარგისია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვის ამ პრობლემის მოგვარებას, შესაბამისად, ეს პრობლემა ეკოლოგიურ საფრთხესაც უქმნის მთელ რეგიონს", — ამბობს ბაჩო ბუჩუკური.
იგი ამბობს, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს ჟინვალის მოსახლეობასაც, სადაც ბევრი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი და ელემენტარული შემოსავალიც არ აქვთ.
რეფორმებში ამბობენ, რომ რეგიონის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა არის დეცენტრალიზაცია, რასაც ითვალისწინებს პარტიის საარჩევნო პროგრამა.
"დეცენტრალიზაცია საშუალებას მისცემს ყველა რეგიონს თვითონ განკარგოს თავისი ფინანსები, არ იყოს დამოკიდებული ცენტრზე, რაც დააჩქარებს პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას", — აცხადებს ბაჩო ბუჩუკური.
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები