Ball State University საერთაშორისო განათლების ვირტუალურ გამოფენაზე
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და ესპანურ IE University-სა და რუმინულ Babeş-Bolyai University-სთან თანამშრომლობით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com
Ball State University (BSU) არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი ინდიანას შტატში, ქალაქ მანსიში. უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა ძმები ბოლების მიერ. ძმები ბოლები იყვნენ ამერიკელი მეწარმეები, Ball Corporation-ის დამფუძნებლები.
1960-იან წლებამდე უნივერსიტეტი სასწავლო კოლეჯის სახით არსებობდა. 1965 წელს ძმები ბოლების საპატივსაცემოდ კოლეჯს ბოლ სთეით უნივერსიტეტი ეწოდა.
უნივერსიტეტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.
BSU-ში წარმოებს 120-მდე საბაკალავრო და 80-მდე სამაგისტრო პროგრამა. ასევე 16 სადოქტორო პროგრამა. უნივერსიტეტში ასევე ხელმისაწვდომია სასერტიფიკატო კურსები და ორმაგი დიპლომის პროგრამები.
BSU შედგება რამდენიმე კოლეჯისაგან.
R. Wayne Estopinal College of Architecture and Planning - სადაც ისწავლება ურბანული დიზაინი, არქიტექტურა, მშენებლობის მენეჯმენტი და ინტერიერის დიზაინი.
Miller College of Business - სადაც ისწავლება ბიზნესთან და მეწარმეობასთან დაკავშირებული სპეციალობები, როგორიცაა ფინანსები, ფინანსური აღრიცხვა, მენეჯმენტი, მარკეტინგი და სხვა.
College of Communication, Information, and Media - აღნიშნული კოლეჯი კონცენტრირებულია ჟურნალისტიკასა და ტელეკომუნიკაციებზე.
College of Fine Arts - ხელოვნება, მუსიკა, თეატრი და ცეკვა.
College of Health - კოლეჯში ისწავლება ფსიქოლოგია, სამხედრო მეცნიერებები, ჯანდაცვა და ა.შ.
College of Sciences and Humanities - კოლეჯი კონცენტრირებულია საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებზე. აქ ისწავლება ისეთი სპეციალობები, როგორიცაა ქიმია, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები, გეოგრაფია, ისტორია, კრიმინოლოგია, ფილოსოფია, ფიზიკა, სოციოლოგია და სხვა.
Teachers College - საგანამანათლებლო ფსიქოლოგია, დაწყებითი კლასების განათლება, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლება და ა.შ.
უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს დისტანციური სასწავლო პროგრამების კუთხით და 100-ზე მეტ პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს დისტანციურ რეჟიმში.
საერთაშორისო სტუდენტებისთვის ბაკალავრიატის დონეზე, 12-18 კრედიტამდე სწავლის საფასური წელიწადში გახლავთ $25 126. ყველა საუნივერსიტეტო გადასახადთან ერთად, მათ შორის ცხოვრებასთან და კვებასთან ერთად წელიწადში BSU-ს ღირებულება გახლავთ $37 928.
მაგისტრატურაზე, წელიწადში 18 კრედიტის აღების შემთხვევაში სწავლის საფასური არის თითქმის $21 000 წელიწადში. ყველა საუნივერსიტეტო გადასახადთან ერთად, მათ შორის ცხოვრებასთან და კვებასთან ერთად წელიწადში BSU-ს ღირებულება მაგისტრანტი სტუდენტებისათვის გახლავთ $33 700.
უნივერსიტეტი ფინანსური საჭიროების მქონე ან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სწავლის დაფინანსების რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს, როგორც გრანტებითა და სტიპენდიებით, ასევე სტუდენტური სესხით.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ბოლ სთეით უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 10 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე. შემოგვიერთდით: leafonlinefair.com
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები