ავადმყოფი პინგვინი სხვა პინგვინებზე ანიმაციას უყურებს, მარტოობა რომ არ იგრძნოს
როცა თავს შეუძლოდ გრძნობთ, ყველაზე კარგი გამოსავალი სახლში დარჩენა და ტელევიზორის ყურებაა.
ასე იქცევა ერთ-ერთი ავსტრალიელი პინგვინიც.
პიერი, რომელიც პერთის ზოოპარკში გადის რეაბილიტაციის კურსს, სამხრეთდასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე იპოვეს. მისი მომვლელის, ჯორდენ ტეოს, განცხადებით, მან რეკორდულად დიდი მანძილი დაფარა ინდოეთის ან სამხრეთ ოკეანის გავლით, რათა ავსტრალიაში ჩასულიყო.
ზოოპარკში მიყვანისას, აღმოჩნდა, რომ პიერის ქურქი დაზიანებულიყო და ბუმბულის გაცვენის გამო წყალგაუმტარი აღარ იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგი ველურ ბუნებაში მაშინვე ვერ დაბრუნდებოდა.
პიერი ზოოპარკში უკვე ერთი თვეა, რაც იმყოფება და ამ დროის განმავლობაში, სანამ პატარა პინგვინი მკურნალობდა, ზოოპარკის ვეტერინარების გუნდმა მისი გახალისება გადაწყვიტა. ამიტომ მათ პიერს iPad-ის საშუალებით ანახეს დოკუმენტური ფილმები კანზასის, აშშ-ის და ედინბურგის ზოოპარკებში მცხოვრებ პინგვინებზე.
ფოტო: Perth Zoo
გარდა ეკრანზე ნანახი ფილმებისა, ტეოს თქმით, პიერს საკუთარი თავის სარკეში დანახვაც მოსწონს.
იგი ასევე დიდი ფანია ანიმაციურ სერიალ პინგუსი, რომელიც პინგვინების ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
"როგორც ვიდეოებში ხედავთ, პიერს მართლა მოსწონს iPad-ში სხვადასხვა ფილმების ყურება", — ამბობს ტეო, — "ძალიან ცნობისმოყვარეა და მკურნალობის პერიოდში შეთავაზებული გასართობი აქტივობებითაცაა დაინტერესებული".
ტეოს თქმით, პინგუ პიერის ერთ-ერთი საყვარელი საყურებელია, მიუხედავად იმისა, რომ, დიდი ალბათობით, იგი ვერ აცნობიერებს, თავისნაირებს რომ უყურებს.
"პინგვის ყურებისას იგი უფრო ფერსა და მოძრაობას აკვირდება და ალბათ ნაკლებად აიგივებს თავს თიხისგან გამოძერწილ პერსონაჟებთან", — დასძენს ტეო, — "ჩვენ დიდ დროს ვატარებთ, რათა გამოჯანმრთელების პროცესში მრავალფეროვანი გართობის საშუალება ჰქონდეს. გართობა ყველა ცხოველისთვის მნიშვნელოვანია, მისი საშუალებით ხდება წახალისება და გრძნობების სტიმულირება. ამასთან, ამ გზით ყველაზე უკეთ ვზრუნავთ მათზე.
ფოტო: Perth Zoo
პიერი ავსტრალაზიის ზოოპარკებში თავისი სახეობის ერთადერთი წარმომადგენელია.
როგორც ტეო აცხადებს, ამჟამად იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ კოლეგებთან მუშაობს, რათა, როცა მკურნალობის კურსს მორჩება, პიერმა თავისი სახეობის პინგვინებთან ერთად იცხოვროს.
მანამდე კი, პინგუს ბევრი სერია კვლავ საყურებელი აქვს.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები