კანადაში ხალხი კანადაზე უფრო ძველი ხის გადარჩენისთვის იბრძვის
ფოტო: AFP
კანადის ქალაქ ტორონტოში ხალხი საუკუნეების სიძველის დიდებული მუხის გადარჩენას ცდილობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ეს ბრძოლა უფრო გართულდა.
24 მეტრის სიმაღლის ჩრდილოური წითელი მუხა ამ მიწებზე ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ხეა, დაახლოებით 300 წლის — ჯერ კიდევ იმდროინდელი, როდესაც ონტარიოს ტბის ახლომდებარე ნაპირებზე ფრანგმა მოგზაურებმა სავაჭრო პუნქტი დააარსეს.
ხე ამჟამად ნორთ-იორკის საცხოვრებელი რაიონის ცენტრალური ქუჩის ერთი ჩვეულებრივი ბუნგალოს უკანა ეზოშია.
ხის უზარმაზარი ტანის გარშემოწერილობა ხუთ მეტრს აღწევს და ის 1960-იანი წლების სახლის უკანა ნაწილს ებჯინება.
ფოტო: AFP
ზაფხულში მისი გრძელი, ფოთლოვანი ტოტები მზის სხივებისგან მთელ ტერიტორიას ჩრდილავს.
თუმცა ბოლო წლებში სახლის ახალმა მფლობელმა დარდი გამოხატა იმაზე, რომ მას ხის შესაფერისად მოვლა არ შეუძლია, მისი ფესვები კი სახლის ფუნდამენტს შლის.
მეზობლებს ისიც ადარდებთ, რომ ეს ჩინებული ხე, შესაძლოა, ერთ დღესაც ძლიერმა ქარმა ან ქარიშხალმა წააქციოს.
ხის დასაცავად და იმისთვის, რომ 6-მილიონიან ქალაქში ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ტორონტოს მერიამ 2018 წელს ამ მიწის ყიდვა გადაწყვიტა, რათა სახლი დაანგრიოს და მიმდებარე ტერიტორია პატარა საჯარო პარკად აქციოს.
ისეთია, რომ სუნთქვას შეგიკრავთ
წინა წელს სახლის მფლობელსა და ქალაქს შორის საკუთრების გაყიდვის შეთანხმება შედგა.
ამ შეთანხმებად ძალიან გაახარა ადგილობრივი მცხოვრები ედით ჯორჯი, რომელიც 14 წელი ლობირებდა მუხის დაცვას, რომლის სილამაზეც, მისი თქმით, "სუნთქვას შეგიკრავთ".
"ეს ძველი ხეების როლს-როისია. კანადის არცერთ სხვა ხეს არ აქვს ისეთი მემკვიდრული ღირებულება, როგორიც ამას", — თქვა 68 წლის პენსიონერმა.
ექსპერტების თქმით, მოვლითა და სწორი პირობების შექმნით ხე კიდევ 200 ან მეტ წელიწადსაც კი იცოცხლებს.
"ასეთი ხის მოვლა ძვირი ჯდება. თუკი ეს ადგილი საჯარო სივრცე გახდება, ქალაქი მას ჩემზე უკეთ მოუვლის. არც ის მინდა, რომ ეგოისტი ვიყო და ხე ჩემთვის დავიტოვო", — ამბობს ალი სიმაგა, რომელმაც სახლი 2015 წელს შეიძინა.
მიუხედავად ამისა, შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. ქალაქის შემოთავაზება კერძო შემოწირულობებზეა დამოკიდებული, რომლებმაც საკუთრების საფასურის ნახევარი უნდა დაფაროს.
შემოწირულობები 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და მიზანი ამ წლის ბოლომდე $325 000-ის შეგროვებაა. იმედისმომცემი დასაწყისის, მათ შორის რამდენიმე ადგილობრივი ფილანტროპის მიერ $75 000-ის შეწირვის, შემდეგ შემოწირულობები პანდემიის დროს შენელდა.
ივლისის შუა რიცხვებისთვის სამიზნე რიცხვის დაახლოებით 30 პროცენტი, $95 000, შეგროვდა. თუკი დროის ამოწურვისთვის საკმარისი თანხის შეგროვება ვერ მოხერხდება, გახანგრძლივების გარეშე, თანხა მთელი ქალაქის მასშტაბით ხეების დარგვას მოხმარდება, თუმცა ისტორიული მუხის სამომავლო ბედი გაურკვეველი იქნება.
კანადური მემკვიდრეობა
ისტორიკოს მადლენ მაკდაუელის ცნობით, ხე ყოფილი ჰამბერის ველის ბილიკზე მდებარეობს, რომელსაც ადგილობრივები, მოგვიანებით კი ევროპელი ბეწვით მოვაჭრეები ონტარიოსა და სიმკოს ტბებს შორის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ — ეს იმ სავაჭრო გზის ნაწილია, რომელიც მთელ კონტინენტზე იყო გადაჭიმული, მექსიკის ყურიდან ზემო ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე.
ისტორიკოსი ამბობს, რომ მოგზაურები დიდ ხეებს ორიენტირებად იყენებდნენ. ეს ხე, სავარაუდოდ, უკვე საკმაოდ დიდი იყო, როდესაც ფრანგებმა ეს ტერიტორია ბრიტანელებთან წააგეს, რომლებმაც 1793 წელს იორკი (მოგვიანებით ტორონტო) დააარსეს.
"ეს შესანიშნავი ხე ტორონტოსა და კანადის მემკვიდრეობის ნაწილია და ის ჩვენი ქვეყნის ამბავს მოგვითხრობს", — თქვა ქალაქ ტორონტოს პარტნიორობის ოფისის ხელმძღვანელმა მანჯიტ ჯიტამ.
წინა წელს ქალაქმა მის პატივსაცემად მემორიალური დაფა გახსნა, რომელიც ქვეყნის უდიდეს მეტროპოლისში ცალკეული ხისთვის გახსნილი პირველი დაფაა.
ხის ეკოლოგიური ღირებულებაც არანაკლებია: მუხამ ატმოსფეროდან 11 ტონაზე მეტი ნახშირბადი შეიწოვა და შეინახა.
"ცუდი რამ როცა ხდება, ეკლესიაში კი არა, აქ მოვდივარ, რადგან ეს ჩემი ტაძარივითაა. ხემ გადარჩენა მოახერხა და ის იმედს გვაძლევს იმ პლანეტისთვის, რომელიც ახლა საფრთხის ქვეშაა", — თქვა ედით ჯორჯმა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები