ჭიაბერაშვილი: კანონმდებლობით, სააკაშვილი საქართველოში პარტიის თავჯდომარე ვერ იქნება
დღეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის სამომავლო გეგმებსა და გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი წერს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად სხვა პირის არჩევაზე მსჯელობა აუცილებელია. ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომა 19:30 საათზეა ჩანიშნული.
ენმ-ს ლიდერები გიგი უგულავას წერილს ეხმაურებიან და მათი ნაწილი აცხადებს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და ის ვერ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. თუმცა, ენმ-ს წევრთა ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ოთო კახიძემ განაცხადა, პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აფერხებს ის, რომ პარტიის ლიდერთა ნაწილი არის საზღვარგარეთ და მეორე ნაწილი არის ციხეში:
"შესაბამისად, პარტიამ ეს მკვდარი წერტილი უნდა დაძლიოს და აირჩიოს ახალი ლიდერები. მიხეილ სააკაშვილი იმის გამო, რომ მიმდინარეობს მასზე სისხლის სამართლის დევნა, არ იმყოფება საქართველში, გაცემულია დაპატიმრების ორდერი და არის უკრაინის მოქალაქე. ის აიძულეს, რომ ჩამოეშორებინათ პოლიტიკური პროცესისთვის, ამიტომ პარტიამ კი არ უნდა გადაირჩიოს მიხეილ სააკაშვილი, არამედ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე, რომელიც მას ამ მომენტისთვის არ ჰყავს".
ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის დევნილობაში ყოფნა პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული და აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილია:
"ამიტომ მიხეილ სააკაშვილი იმის გამო, რომ მას ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავჯდომარე და ის ფორმალურად არც არის ახლა პარტიის თავჯდომარე".
განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის კიდევ ერთ წევრს, აკაკი მინაშვილს განსხვავებული პოზიცია აქვს და თავისი მოსაზრებას Facebook-ის მეშვეობით ავრცელებს:
"არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის როლის და ჩართულობის ხაზგასმის მიზნით სიმბოლურად ღიად დავტოვეთ (სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო, ვინაიდან მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს), უნდა იქნას არჩეულ ენმ-ის სხვა ლიდერი".
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები