"გადაწყდა, რომ უკან დავბრუნებულიყავით: უკან, ბავშვობაში!"
კლიპარტში 3 მარტის აღნიშვნა უკვე ტრადიციად ვაქციეთ: ყოველ წელს შეხვედრების ოთახში ვიკრიბებით და ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს შემდეგი წლის დედის დღე ჩვენი პარტნიორი კომპანიების თანამშრომელი დედებისთვის.
წლევანდელი 3 მარტის აღნიშვნაზე ფიქრიც გასული წლის მარტიდანვე დავიწყეთ. შევიკრიბეთ და ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა, როგორ გადაგვექცია დედაშვილობა ჯადოსნურ ამბად, გადაწყდა, რომ უკან დავბრუნებულიყავით: უკან, ბავშვობაში!
უკან, ბავშვობაში, დედები და შვილები ერთად — პატარები, უზრუნველები, ლაღები და მხიარულები: თუკი სინამდვილეში ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, ფოტოს ხომ შეუძლია, ეს ჯადოსნური წამი სამუდამოდ შეაჩეროს?
ციფრული და მედია მარკეტინგული სააგენტო კლიპარტის ჩანაფიქრს სადაზღვევო კომპანია ბენეფიტსმა და მისმა გენერალურმა დირექტორმა ნინა კობახიძემ დაუჭირეს მხარი.
"ჩვენ ვიცით, რა არის ყველაზე ძვირფასი და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას. ეს არის ის, სადაც უპირობო სიყვარული და ზრუნვა საზღვრებს გარეშეა. ეს არის დედაშვილობა. სადაზღვევო კომპანია ბენეფიტსი მუდმივად მხარს უჭერს ქალის როლის გაძლიერებას საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ 3 მარტი გაგვეხალისებინა და ერთგვარი მადლობა გვეთქვა ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი ქალბატონისთვის. დედობა ხომ განუზომელი ბენეფიტია", — ამბობს სადაზღვევო კომპანია ბენეფიტსის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ანა ტრაპაიძე.
მთავარი სირთულე 200-ზე მეტი ქალის ბავშვობის ფოტოების შეგროვება გახლდათ. საჭირო იყო ბოლო წამამდე ყველაფრის საიდუმლოდ დატოვება. კლიპარტი კი უკვე არის მთავარი "ეჭვმიტანილი" დედის დღის აღნიშვნაში! ჰოდა, შემდეგნაირად მოვიქეცით: დავურეკეთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენელ ყველა წარმატებულ, ყოჩაღ, საქმიან და რეალიზებულ დედას ჟურნალისტის სახელით და ვთხოვეთ ინტერვიუ ბავშვობის შესახებ. ინტერვიუ ხომ ყველაზე უწყინარი მიზეზია ბავშვობის ფოტოების შესაგროვებლად?!
ამ დიდი სიურპრიზის გაკეთებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენმა პარტნიორმა მედიასააგენტო www.kvira.ge-მ. ჩვენ სწორედ მათი სახელით დავურეკეთ დედებს და ინტერვიუებიც მათ ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ.
ფოტოების შეგროვებამ დიდი დრო წაიღო. რაც მართალია, მართალია, ჩვენს და ჩვენზე უფროს თაობას ნამდვილად არ აქვს ბევრი ფოტო, მით უმეტეს, ციფრული. რამდენიმე დედაზე განსაკუთრებით დაგვწყდა გული, რადგან დიდი სურვილის მიუხედავად, თავიანთი ბავშვობის ფოტოები ვერ იპოვეს.
პატარების ფოტოები კი თავად მოვიპოვეთ: სოციალური ქსელებით, ნაცნობ-მეგობრების ჩარევით, ვინაობის ათასჯერ გადამოწმებით (ხომ მართლა მისი შვილია? იქნებ, დისშვილი ან ძმისშვილია?) — საბოლოოდ კი 209 დედისა და შვილის ფოტოებმა ჩვენი დიზაინერების კომპიუტერებში მოიყარა თავი.
და აქ დაიწყო მთავარი ჯადოქრობაც: დედები და ბავშვები ერთ სივრცესა და დროში; ყველანი — პატარები, ლაღები და მხიარულები — შევახვედრეთ ერთმანეთს უკან, ბავშვობაში.
ზამთრის ოფიციალურ დასრულებამდე 2 დღით ადრე სარეკლამო კომპანია კლიპარტი დაბეჭდილი და უკვე ჩარჩოში ჩასმული ფოტოებით აივსო. შაბათ-კვირა საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებს დავუთმეთ: როგორ დავარიგებდით, რომელ ჯგუფს რამდენი საჩუქარი უნდა წაეღო. ალბათ შობამდე რამდენიმე საათით ადრე ლაპლანდიაშიც ისეთივე მზადყოფნაა გამოცხადებული, როგორიც "კლიპარტის" ოფისში იყო.
2 და 3 მარტი კი საჩუქრების დასარიგებლად გამოვიყენეთ. დაახლოებით 1 თვის შემდეგ, ჩვენ ყველას კვლავ მოგვივა გამაფრთხილებელი წერილები ელფოსტაზე, რომ კვლავ შეხვედრების ოთახში ვიკრიბებით, ახლა უკვე ახალი და უფრო საინტერესო სიურპრიზის დასაგეგმად მომავალი წლის 3 მარტისთვის.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები