Gossip Girl ეკრანებზე ახალი სამსახიობო გუნდით ბრუნდება
ფოტო: Mark Seliger / Vanity Fair
ჯერ კიდევ ერთი წის წინ გავრცელდა უცხოურ მედიაში დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ HBO თანამედროვე პოპკულტურაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თინეიჯერული სერიალის, Gossip Girl-ის ეკრანებზე დაბრუნებაზე ფიქრობდა.
მას შემდეგ კი, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალ სტრიმინგ სერვისზე, HBO Max-ზე საკულტო სიტკომის, Friends-ის გმირებს კვლავ ერთად ვიხილავთ, უკვე ოფიციალურად ისიც დადასტურდა, რომ ამავე სტირიმინგ სერვისისთვის Gossip Girl-ის გაგრძელებასაც იღებენ.
Variety-ის ცნობით, ახალი სატელევიზიო შოუ ერთგვარი სიქველი იქნება და Gossip Girl-ის ფინალიდან რვა წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. სიუჟეტის ძირითადი ხაზი ნიუ-იორკის კერძო სკოლის ახალი თაობის მოსწავლეებზე იქნება ორიენტირებული, რომელთა ცხოვრებაზეც ამჯერად სოციალურ ქსელებს ექნება დიდი გავლენა.
უკვე ცნობილია ისიც, თუ ვინ შეასრულებს მთავარ როლს ახალ სერიალში: ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი, ემილი ელინ ლინდი, რომელსაც მანამდე მეორეხარისხოვანი როლები აქვს შესრულებული ისეთ ფილმებში, როგორებიცაა The Babysitter (2017) და Doctor Sleep (2019).
ემილი ელინ ლინდი ფილმში Doctor Sleep.
ფოტო: Warner Bros. Pictures
ასევე ცნობილია კიდევ რამდენიმე ახალი სახე, რომელსაც მომავალ შოუში ვიხილავთ: უიტნი პიკი, ელი ბრაუნი, ჯონათან ფერნანდესი და ჯეისონ გოტეი. დიდი ალბათობით, სერიალის სიქველში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და განსხვავებული პერსონაჟების ცხოვრებას გავეცნობით.
ფოტო: STEVEN TRUMON GRA Y / CHAD WAGNER / ROWAN DALY / TYLER PENGELLY / AWESOMENESS TV
ახალ სერიალს კვლავ მწერალ სესილი ფონ ციგეზარის წიგნის მიხედვით იღებენ: ორიგინალი შოუც სწორედ ამ ავტორის წიგნების სერიის მიხედვითაა შექმნილი.
2007-2012 წლებში ექვსი სეზონის განმავლობაში Gossip Girl-ის 121 ეპიზოდი გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს ბლეიკ ლაივლი, ლეიტონ მისტერი, პენ ბეჯლი, ჩეის კროუფორდი, ტეილორ მომსენი, ედ ვესტვიკი, კელი რაზერფორდი და მეთიუ სეტლი ასრულებდნენ.
პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამ შოუს ერთგულ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ ისტორიის გაგრძელება იხილონ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები