Jean Louis David — რას გვთავაზობს თბილისის პირველი ფრანჩიზული სილამაზის ცენტრი
ფრანგული სილამაზის ინდუსტრია არაორდინალური იდეებით, ხელოვნების დონეზე აყვანილი სალონური თავის მოვლით , პროფესიონალიზმით და ხარისხით ხასიათდება. სწორედ ასეთივე ღირებულებებზე დგას ფრანგული ბრენდი Jean Louis David, რომელიც მსოფლიო და ფრანგულ სილამაზის ინდუსტრიაში თავის უნიკალურ ნიშას იკავებს.
მნიშვნელოვანი სიახლე კი ისაა, რომ ბრენდი უკვე საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი. Jean Louis David-ის პირველი სილამაზის ცენტრი თბილისში 19 თებერვალს ვაკეში, აბაშიძის 41-ში გაიხსნა. ღონისძიებისთვის დედაქალაქს ეწვია PROVALLINCE ჯგუფის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი ჯილი ბონიე, რომელმაც სიახლე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავად წარუდგინა. ივენთზე ასევე იმყოფებოდნენ საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ელჩები, საფრანგეთის კონსული და საფრნგეთის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და სხვა უცხოელი სტუმრები.
მსოფლიო მასშტაბით, Jean Louis David ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია სილამაზის ინდუსტრიაში. საუკუნოვანი ისტორიის ქსელი 1961 წელს საფრანგეთში, ფრანგმა სტილისტმა, ჟან ლუი დავიდმა შექმნა. ის თმის მოვლის ნაწილში მოდის ფუძემდებლადაც ითვლება.
Jean Louis David დღეს მსოფლიოს 30 ქვეყანაში 3 ათასზე მეტი სალონით არის წარმოდგენილი. PROVALLINCE-ჯგუფში შემავალი ბრენდი ყოველწლიურად ხსნის 50-ზე მეტ ახალ ფილიალს და ემსახურება 30 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ახლა უკვე ბრენდით სარგებლობა თბილისელებსაც შეუძლიათ.
სილამაზის ცენტრი მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: თმის მოვლა, მანიკური, პედიკური, ვიზაჟი და ესთეტიკური კოსმეტოლოგია. როგორც საქართველოში ბრენდის წარმომადგენლობა ამბობს, პროცედურების დროს თანამედროვე, უსაფრთხო ტექნოლოგიები და პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქცია გამოიყენება.
"საქართველოში მსოფლიო ბრენდის Jean Louis David-ის შემოყვანა განაპირობა თავად მომხმარებლის მოთხოვნამ, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება და შეიძინოს მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქცია", — ამბობს ფრანგული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, ნონა მაჭავარიანი.
სილამაზის ცენტრში ასევე გელოდებათ სკულპტურული მოდელირების სახელოსნო, რომელიც მომხმარებლებს კანის გაახალგაზრდავებას, სხეულისთვის სასურველი ფორმების მიცემას, წონაში კლებას, ცელულიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. ჩამოთვლილი პროცედურები ღრმა მანუალური მასაჟის ექსკლუზიური ტექნიკებისა და თანამედროვე უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით სრულდება და რაც მთავარია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.
Jean Louis David-ის წარმატებას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:
- პროფესიონალიზმი;
- ინდივიდუალური მიდგომა;
- წამყვანი ევროპელი მწარმოებლების, მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები;
- ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე აპარატურა.
Jean Louis David-ის პროფესიონალებისგან შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფი წელიწადში ორჯერ მიემგზავრება პარიზში, JLD-ის აკადემიაში, რათა აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაეცნოს მოდისა და სილამაზის ახალ ტენდეციებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის სალონის სტილისტები ჟან ლუი დავიდის თმის შეჭრისა და ღებვის ექსკლკუზიურ ტექნიკას ფლობენ, რომელიც მხოლოდ JLD-ის სალონებაში არის ხელმისაწვდომი. ამ ბრენდის ქვეშ მყოფი სალონების ქსელის თავისებურება, სილამაზის ინდუსტრიის მრავალი სხვა ბრენდისგან განსხვავებით, ისაა, რომ ის შექმნილია არა მხოლოდ როგორც ბიზნესი. წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ დანერგონ ინოვაციური ტექნოლოგიები და ახალი ტენდეციები ამ ინდუსტრიაში
Jean Louis David-ის დაპირება თავის მომხმარებელს
არ მოუსმინო არავის, თუკი გეტყვიან, რომ შენ საკმარისად კარგი არ ხარ, არავის მისცე უფლება დაგიწესოს სილამაზის სტანდარტი. გაარღვიე ჩარჩოები და შექმენი შენი თავის იდეალური ვერსია ჩვენთან ერთად. შენი სილამაზის წესებსა და მიმართულებას თავად განსაზღვრავ, ჩვენ კი ყოველთვის ყველაზე ინოვაციურ, ჯანსაღ და ხარისხიან ტექნიკებს შემოგთავაზებთ მიზნის მისაღწევად.
ყოველთვის დაგეხმარებით გაიუმჯობესო და შეინარჩნო შენი სილამაზე, შენი აღქმის, მოთხოვნების და წესების მიხედვით.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა





კომენტარები