15 გრინჩული მიზეზი, რის გამოც ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დრო არაა
ფოტო: Mihail Găbrian
ნამდვილი გრინჩის გარდა, რომელიც ახალი წლის მოპარვით არის მსოფლიოში სახელგანთქმული, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თამამად შეგვიძლია მის მიმდევრებად მოვნათლოთ. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი წელი სულაც არ არის წელიწადის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი და გულწრფელები რომ ვიყოთ, შესაბამისი არგუმენტებიც აქვთ.
1. სიცივე - თუ რა თქმა უნდა, ავსტრალიაში არ ცხოვრობთ
ჯერ თხელი მაისური, მერე გრძელმკლავიანი მაისური, მერე სვიტერი, მერე ქურთუკი, მერე კაშნე და ქუდი - როგორ შეიძლება ამდენ ფენა ტანსაცმელში გამოწყობილმა თავი კომფორტულად იგრძნო?
2. ყველგან საცობებია
ახალი წლის წინა დღეებში ქალაქი მთლიანად იჭედება და ცოტა რთულია, ასეთ მდგომარეობაში საზეიმო განწყობა შეინარჩუნო.
3. ყველაფერი ძვირდება და დოლარის კურსიც მაღლა მიდის
ყველაფერი ძვირდება, შემოსავალი კი ისევ ისეთივეა.
4. სამსახურში საქმეები იმატებს
ახალი წლის მოახლოება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმეები შეცოტავდება. როგორც წესი, წლის ბოლოსთვის ყველაფერი შესაჯამებელ-დასახურია, რაც მარტივად ითარგმნება დამატებით მუშაობაში.
5. ათასგვარი ასაფეთქებელი და ფეიერვერკი
საერთოდ ვინმე ხალისობს ამით?
6. საჩუქრების შეფუთვის დაუსრულებელი და მომაბეზრებელი პროცესი
გეგონათ, საცობებს თუ გადაურჩით და მაღაზიების რიგებშიც გააღწიეთ, ამით ყველაფერი დასრულდა? ნაყიდი საჩუქრები შესაფუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ან საკუთარი ხელით უნდა გააკეთოთ ეს, ან - კიდევ ერთ უზარმაზარ რიგში ჩადგეთ.
7. დაუპატიჟებელი სტუმრები, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ქართული ფენომენია
და შესაბამისად, ამ წუხილს ყველაზე ხშირად სწორედ, ქართველი გრინჩებისგან მოისმენთ.
8. 3-მეტრიანი ნაძვის აწყობა და იმაზე ფიქრი, რომ ორ კვირაში ეს მონსტრი ისევ ჩვენი დასაშლელია
რა ძალიანაც არ უნდა გაწელოთ ნაძვის ხის დაშლა, მორთული ნაძვის ხე მარტში უკვე ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება.
9. შინაური ცხოველების ომი ნაძვის ხესთან
კატები არჩევანის წინაშე გვაყენებენ: ჩვენ მიერ მორთული ნაძვის ხე გვირჩევნია თუ მათი ბედნიერება ამ ნაძვის ხის ბრდღვნით?
10. პურის რიგი
ისევ 90-იანებში ვცხოვრობთ თუ რატომ უნდა ჩავდგეთ პურის რიგში?
11. სიქრეთ სანტა სამსახურში, სიქრეთ სანტა მეგობრებში, სიქრეთ სანტა სანათესაოში...
შენ რომ ორკაციან საგზურს ჩუქნი შენს ადრესატს და სამაგიეროდ წინდებს იღებ.
12. ერთმანეთში ახლართული ნათურები
ფოტო: chinabrands
თუ შეიძლება, ისევ ახლართულ ყურსასმენებს გავხსნი.
13. საახალწლო ფლეილისთი მაღაზიებში: სანტა ბეიბი, ჰერი დაუნ ზი ჩიმნი თუნააით
ან ახალი საახალწლო სიმღერები დაწერონ ან დაგვიბრუნონ: "თეთრი ციდან ფიფქი ცვივა, გვირილებისხელაო"
14. ამდენი ნიგოზი და ჩვენი სახის კანის რეაქცია ამდენ ნიგოზზე
რამდენს ვუძლებთ!
15. და ბოლოს, მთელი ამ ორომტრიალის ჩავლის შემდეგ 0 ლარით მიღწევა იანვრის ხელფასამდე
სადღაც 15 იანვარს აცნობიერებ, რომ პრინციპში, ამდენი ნათურა, სათამაშო, საჩუქარი და საჭმელი არ გჭირდებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ახალი წელი მაინც საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ვაგრძნობინოთ, როგორ გვიყვარს ისინი - თუნდაც ბუზღუნით და გრინჩულად.
ფოტო: Alex Krugli
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები