რატომ არ უნდა გადავაყოლოთ ადმინისტრაციულ ცვლილებებს პროფესიონალი კადრები
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს პროფესიული მემკვიდრეობითობის და სახელმწიფოებრივი მეხსიერების დაკარგვას და აცხადებს, რომ საჯარო სამსახურებში მესამე დონის მენეჯერებზე ადმინისტრაციის ცვლილება არ უნდა ვრცელდებოდეს.
ირაკლი როსტომაშვილის თქმით, საქართველოში ერთგვარი მანკიერი ტრადიცია ჩამოყალიბდა — ამა თუ იმ საჯარო უწყებაში, სამინისტრო იქნება ეს, თუ თვითმმართველი ორგანო, უმაღლესი თანამდებობის პირების შეცვლის დროს იცვლებიან მეორე და მესამე რგოლის მენეჯერებიც. მესამე დონის მენეჯმენტი, იგივე დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსები, ის ადამიანები არიან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სამეურნეო პროცესში და საკმაო გამოცდილებაც აქვთ დაგროვილი.
მენაშენეთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ასეთი კადრების შეცვლა უწყებებში, დიდ პრობლემებს იწვევს, რადგან კომუნალურ მეურნეობაში შეუძლებელია ახალი კადრი ერკვეოდეს იმ უამრავ პრობლემატიკაში, რომელთა მოწესრიგება და მოგვარება დედაქალაქისთვის ყოველდიღურ აუცილებლობას წარმოადგენს.
"როდესაც არჩევნების შედეგად იცვლება ხელისუფლება, იქნება ეს ცენტრალური მთავრობა თუ თვითმართველობა, ხშირად იცვლებიან ქვედა რგოლების მენეჯერებიც, რაც დაუშვებელია. მე მესმის, რომ პირველი პირი და მოადგილეები პოლიტიკური ფიგურები არიან. მაგრამ სამინისტროში, მერიაში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში, მესამე რანგის მოხელეები, დეპარტამენტის და განყოფილების უფროსები არ შეიძლება ასე იცვლებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ახალ ლიდერს, რომელიც მესამე რანგის მენეჯერებს თანამდებობებიდან გაათავისუფლებს, საჯარო განმარტებების გაკეთება მაინც უნდა დაევალოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ამით იკარგება სახელმწიფო მეხსიერება. მაგალითად, კვირიკაშვილმა და კალაძემ, როდესაც ერთი ეკონომიკის მინისტრი, ხოლო მეორე ენერგეტიკის მინისტრი იყო, არც ერთმა შეცვალა კადრები და შედეგად, შენარჩუნდა "მეხსიერება" უწყებებში, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ სხვა შემთხვევაზე, როდესაც, მაგალითად წლების წინ, მერიაში ქვედა რგოლის მენეჯმენტი პრაქტიკულად მთლიანად შეცვალეს", — აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
მისივე თქმით, შედეგად მოხდა ის, რომ ახალმა თანამშრომლებმა დღეს დაიწყეს იმაზე ფიქრი და მივიდნენ იმ გადაწყვტილებებმადე, რაც 6 წლის წინ უკვე ნაფიქრი ჰქონდა მერიის ეკონომიკური სამსახურის მაშინდელ უფროსს და დაწყებული ჰქონდა კიდეც მუშაობა. ახალი შემადგენლობა დღეს მივიდა იმ აზრამდე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი გაუშვეს და დაიკარგა ე.წ. სახელმწიფო მეხსიერება, მემკვიდრეობითობა.
"გარდა სახელმწიფო მეხსიერების დაკარგვისა და დაწყებული პროცესის დამუხრუჭებისა, სხვა პრობლემებიც იჩენს თავს — მაგალითად, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ სპეციალისტს ეკარგება ინტერესი და იწყებს ფიქრს არა საქმეზე, არამედ პოზიციის, სამსახურის შენარჩუნებაზე", — მიიჩნევს ირაკლი როსტომაშვილი.
"ერთ კონკრეტულ მაგალითსაც მოგიყვებით — როდესაც კრწანისის გამგებლად დავინიშნე, ჩემი მოადგილე შემოვიდა, ძალიან აღელვებული ჩანდა. რომ ვკითხე, რა მოხდათქო, მითხრა, ბეთლემის ქუჩაზე ქორწილია და ხვალ პურის მოედანზე კანალიზაცია გაიჭედებაო. რატომ უნდა გაიჭედოსთქო? – აი, ნახავო. თურმე, ქორწილი რომ მთავრდება, მასპინძლები საჭმლის ნარჩენებს პირდაპირ ყრიან კანალიზაციაში და ზუსტად ორშაბათს, პურის მოედანზე გაჭედილი დამხვდა კანალიზაცია. წარმოიდგინეთ, ამ სპეციალისტმა ზეპირად იცოდა კრწანისის რაიონის საკანალიზაციო სისტემა, სად რომელი კვანძი იყო, სად რა დიამეტრის მილები გადიოდა, სად იყო ჯერ კიდევ ნიკოლოზის დროინდელი მილები და სად თუჯი, — მოგვითხრობს ირაკლი როსტომაშვილი, — "სწორედ ამის გამო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არცერთი თანამშრომელი არ გამეშვა სამსახურიდან".
დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, დანერგილია ნორმატიული აქტები და სტრატეგიული დოკუმენტები, საჯარო სექტორში მაღალი კვალიფიციის მქონე კადრების შესანარჩუნებლად. საქართველოს შემთხვევაში, კერძო სექტორში გაცილებით მეტი უმაღლესი კვალიფიკაციის კადრი მუშაობს, ვიდრე სახელისუფლებო სტრუქტურებში და ამის საფუძველი საკმაოდ ბანალურია — ხელფასის ოდენობა. თუ კერძო სექტორში საშუალო ხელფასი 1316 ლარია, საჯარო სექტორში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 892 ლარს შეადგენს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები