ისევ ყოყმანობ პროფესიის არჩევაზე? — დაიწყე კარიერა ფინანსების მიმართულებით
ფოტო: BDO Academy
სკოლის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ, ან თუნდაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მომავლის დაგეგმვა შეიძლება ყველაზე რთულ და მოსაწყენ საქმედ მოგეჩვენოს. თუ ნახევარი სანათესაო ექიმები არ გყავს, მაშინ გეცოდინება რა რთულია პროფესიის არჩევა. არც შენს კარიერულ გეგმებზე მშობლებთან საუბარია მარტივი.
თუმცა არის ერთი პროფესია, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას და რაც მთავარია, იცი, რომ არსებობს გამზადებული რეცეპტი იმისა, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ამ სფეროში და სად უნდა მოხვდე საჭირო ცოდნის მისაღებად.
კარიერის დაგეგმვის რომელ საფეხურზეც არ უნდა იყო, ACCA-ის შეუძლია შენი დახმარება, რადგან ACCA-ის კვალიფიკაცია დაგეხმარება მიაღწიო შენს კარიერულ დანიშნულებას.
რაც დრო გადის, ბუღალტრისა და ფინანსისტის როლი ბიზნესის სამყაროში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ კუთხით ცოდნის დაგროვების ყველაზე ზუსტი და მოკლე გზა კი - ACCA-ის სერტიფიცირებაა, რომლის გამოცდებისთვის მომზადება და ჩაბარებაც ACCA-ის ოქროს პარტნიორთან - BDO აკადემიაში შეგიძლია.
რა არის ACCA?
ACCA (The Association of Chartered Certified Accountants), იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი არის გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია, რომელსაც 188 ქვეყნის მასშტაბით 208 000 წევრი და 503 000 სტუდენტი ჰყავს. ამ პროფესიული კვალიფიკაციის მიღება გიხსნის დასაქმების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ACCA-ის სერტიფიცირებული წევრები მუდმივი ყურადღების ცენტრში არიან საბანკო, მენეჯმენტისა და კონსულტაციების სფეროებში. ეს კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც არსებითია ყველასთვის ვისაც ფინანსების, ბიზნესისა და ზოგადად მენეჯმენტის მიმართულებით სურს განვითარება.
ACCA-ის გამოცდებისთვის მომზადება და გამოცდების ჩაბარება BDO აკადემიაში შეგიძლია. თუ დაინტერესდი, ინფორმაციის მისაღებად გადადი მითითებულ ბმულზე. თან გაითვალისწინე, რომ BDO Academy ACCA-ის ოქროს პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ACCA აღიარებს აკადემიის სწავლების მაღალ სტანდარტებს.
სანამ კურსის არჩევაზე იფიქრებ, 3 მნიშვნელოვანი სასარგებლო ფაქტი ACCA-ის კვალიფიკაციის შესახებ
დაწინაურდი შრომით ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით
დამსაქმებლები მთელი მსოფლიოს გარშემო ეძებენ პროფესიონალებს, რომლებიც ფლობენ ACCA-ის კვალიფიკაციას, რადგან იციან, რომ სწორედ მათ აქვთ ტექნიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარები. თუ შენს მომავალს ბუღალტერიასა და აუდიტში ხედავ, ACCA-ის კვალიფიკაცია შენთვისაა.
გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია ონლაინ ACCA-ის ავტომატიზირებულ საგამოცდო ცენტრებში, მათ შორის პირველი ოთხი გამოცდის - AB, MA, FA და LW BDO აკადემიაში.
გახდი პროფესიონალი ფინანსების სფეროში სულ რაღაც 2 წელში
ACCA-ის სერტიფიცირება 14 გამოცდისგან შედგება. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გამოცდები ჩააბარონ ყოველ 3 თვეში ერთხელ. ACCA სერტიფიცირების საუკეთესო ნაწილია ის, რომ მის ფარგლებში შეგიძლია ფინანსების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით განვითარდე, იქნება ეს საბანკო მიმართულება, საბუღალტრო თუ აუდიტი.
ACCA-ის გამოცდები რთულია, მაგრამ თუ ტრენინგ ცენტრი სწორად აარჩიე მარტივად შეძლებ მის დაძლევას. BDO აკადემიაში შექმნილია სწავლებისთვის საუკეთესო გარემო, სადაც სასწავლო პროგრამებს პრაქტიკოსი ლექტორები უძღვებიან, რომელთაც თავად აქვთ მიღებული ACCA-ის უმაღლესი ქულები.
გაწევრიანდი კონკურენტულ გლობალურ ქსელში და დააგროვე კვალიფიკაცია
ფაქტია, რომ ACCA აღიარებულია 188 ქვეყანაში, რაც მის სტუდენტებს პრივილეგიებს ანიჭებს ბიზნესის სფეროში. ACCA-ის სერტიფიკატის მეშვეობით შესაძლებლობა გაქვს სწრაფად გაიკვლიო გზა მენეჯერული რგოლებისკენ.
ACCA-ის კვალიფიკაციისთვის სწავლების პროცესში შენ გაქვს შანსი მიიღო რამდენიმე ხარისხი, სანამ ACCA-ის სრულყოფილი წევრი გახდები:
- დიპლომი ბუღალტერიასა და ბიზნესში;
- Advanced დიპლომი ბუღალტერიასა და ბიზნესში;
- ბაკალავრიატის ხარისხი გამოყენებით ბუღალტერიაში Oxford Brookes University-სგან.
თანამედროვე სამყაროში წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტი უწყვეტი სწავლაა, ამიტომაც ხდის BDO აკადემია ACCA-ის კვალიფიკაციას ხელმისაწვდომს ქართულ ბაზარზე: აკადემიაში, ACCA Global-ზე პირველად რეგისტრაციაზე ღირებულება 89£-ის ნაცვლად - 40£-ია.
ზემოთ კი გითხარით, რომ ACCA-ის სერტიფიცირება ნამდვილ პროფესიონალად გაქცევს.
"BDO აკადემიაში გვჯერა, რომ სწავლაში #კენწეროარარსებობს და თუ გინდა, რომ კონკურენტული დარჩე შრომით ბაზარზე, სულ უნდა ეცადო ცოდნისა და უნარების განახლებას. ამისთვის კი, შეგიძლია მუდმივ თანამგზავრად გვიგულო", — ამბობს თინათინ იზორია, BDO აკადემიის მენეჯერი.
BDO Academy
#სწავლამწყურია #კენწეროარარსებობს
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები