გავრცელდა ჰამბურგის ლაბორატორიაში ცხოველებზე სასტიკი მოპყრობის ფარული კადრები
ფოტო: Cruelty Free International
გაფრთხილება: სტატია შეიცავს ცხოველების წამების ამსახველ ვიდეომასალას.
ცხოველების უფლებადამცველებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ჩანაწერები, რომლებშიც ერთ-ერთ გერმანულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებისთვის გამოყენებული ცხოველების მიმართ განსაკუთრებულად სასტიკი მოპყრობის კადრებია აღბეჭდილი. ისტორიის დეტალები თავდაპირველად გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ში გამოქვეყნდა.
ქალაქ ჰამბურგში მდებარე Laboratory of Phramacology and Toxicology-ში ჩატარებული ექსპერიმენტების ფარული ჩანაწერი ორგანიზაცია Cruelty Free International-ის თანამშრომელმა გადაიღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაბორატორიაა გერმანიაში და იქ 175 ადამიანია დასაქმებული.
გავრცელებულ ჩანაწერებში გარკვევით ჩანს, თუ რა პირობებში ამყოფებენ სხვადასხვა სახეობის ცხოველებს. განსაკუთრებულად ცუდ პირობებში მაიმუნები იმყოფებოდნენ, რადგან მათ რკინის ვიწრო გალიებში აცხოვრებდნენ, კვლევების ჩატარებისას კი რკინის მარწუხებით აბამდნენ.
ფარულად გადაღებულ ვიდეოში სწორედ ამ პროცესის დროს მაიმუნების მდგომარეობაა აღწერილი: ისინი ტკივილისგან მუდმივად ყვირიან.
რვაწუთიან ვიდეოში გარკვევით ჩანს, რომ არა მხოლოდ მაიმუნებზე, არამედ კატებზე, ძაღლებსა და კურდღლებზეც ატარებდნენ კვლევებს ცხოველებისთვის განსაკუთრებულად სტრესულ გარემოში.
ორგანიზაცია Cruelty Free International-ის თანახმად კვლევების ფარგლებში ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მათ სხეულებში სხვადასხვა სახის მედიკამენტებისა თუ ნივთიერებების შეყვანას მოიცავდა, რათა სამედიცინო თვალსაზრისით შეესწავლათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა მათ ორგანიზმს.
ამის შედეგად ხშირად ცხოველებს რამდენიმე სახის გართულებები ეწყებოდათ: ღებინება, შინაგანი სისხლდენა, წონის კლება, სუნთქვის უკმარისობა, ციებ-ცხელება და სხვა.
სხვადასხვა ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ცხოველებს ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. მაგალითად, ვიდეოში ჩანს ძაღლი, რომელიც მარტო, უყურადღებოდაა გამოკეტილი და სისხლისგან იცლება.
კადრების გავრცელების შემდეგ ამ ამბავს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ამჟამად მიმდინარეობს ამ ფაქტის შესწავლა, ექსპერიმენტების ხელმძღვანელი ლაბორატორია კი გამოძიების გამო დაიკეტა.
ცხოველების უფლებების დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია Soko Tierschutz-მა ეს ფაქტი "წამებისა და ბოროტების საზარელ ნაზავად" შეაფასა:
"დაუჯერებელია, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ცხოველების დაცვის მუხლი კონსტიტუციაშია შეტანილი", - აცხადებს ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი.
ჯერ კიდევ ივლისში ევროკომისიამ გაავრცელა გაცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გერმანიაში სხვადასხვა კვლევით ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებზე მოპყრობის შემთხვევები ხშირად საერთაშორისო კანონსა და თავად გერმანიაში მიღებულ რეგულაციებსაც ეწინააღმდეგებოდა.
Cruelty Free International-მა რვაწუთიანი ფარული ჩანაწერი იუთუბის ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნა:
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები