მსოფლიოში უძველესი რომანის დაკარგული ნაწილი იაპონიაში იპოვეს
ფოტო: British Library
ამბავი უფლისწული გენჯისა იაპონური ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოებია, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში შეიქმნა. ეს წიგნი არა მხოლოდ იაპონური კულტურის, არამედ მთელი კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს ტექსტად ითვლება, რადგან ეს რომანის სტილის პირველი ნაწარმოებია, რომელმაც დღევანდელობამდე მოაღწია. შესაბამისად, ის მსოფლიოში პირველ რომანად ითვლება.
წიგნის ავტორი მურასაკი შიკიბუა, წარჩინებული წარმოშობის სეფექალი, რომელიც იმპერატორის კარზე მუშაობდა. მის მიერ დაწერილი საკმაოდ სქელტანიანი ნაწარმოების აქამდე მხოლოდ 54 თავი იყო აღმოჩენილი, რომელიც უფლისწული გენჯისა და მურასაკის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ამ საკმაოდ ემოციურ და ვნებით სავსე სიუჟეტთან ერთად მურასაკი შიკუბუმ თავის წიგნში იმდროინდელი იაპონიის კულტურული და პოლიტიკური მდგომარეობა დეტალურად აღწერა და სამეფო ინტრიგებიც შემოგვინახა.
გასულ თებერვალს ტოკიოში 72 წლის კაცმა თავის სახლში აღმოაჩინა პატარა წიგნი, რომელიც სიუჟეტურად მურასაკი შიკიბუს ჩანაწერებს ჰგავდა. მას შემდეგ ექსპერტები ამ ხელნაწერს თვეების განმავლობაში შეისწავლიდნენ და მხოლოდ ცოტა ხნის წინ, 10 ოქტომბერს დაადასტურეს ოფიციალურად, რომ ის ნამდვილად ამ ცნობილი წიგნის ერთ-ერთი თავია.
72 წლის Motofuyu Okochi დაკარგულ თავთან ერთად, რომელიც სწორედ თავად აღმოაჩინა
ფოტო: KYODO
ეს დაკარგული ნაწილი თვრამეტი წლის უფლისწული გენჯის შეხვედრას აღწერს მურასაკისთან, რაც სიუჟეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია.
სამწუხაროდ, წიგნის ორიგინალმა ხელნაწერმა ჩვენამდე ვერ მოაღწია: მანამდე ნაპოვნი 54 თავი და ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი კიდევ ერთი თავიც სხვადასხვა დროს გადამწერების მიერ შესრულებული ტექსტებია. ამ ნაწერების ავთენტურობას ექსპერტები სტილით, თხრობის მანერითა და სიუჟეტთან თავსებადობით აფასებენ.
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი მკითხველებისთვის, რადგან ეს ეპოქალური ნაწარმოები ქათულ ენაზე პირველად სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები