ნიკ ქეივის რჩევა 16 წლის ფანს, რომელსაც საკუთარი სხეული არ მოსწონს
ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსი, ნიკ ქეივი ბოლო პერიოდში ინტერნეტში ფანების მიერ დასმულ კითხვებს ხშირად საჯაროდ და გულახდილად პასუხობს. მაგალითად, მას სხვადასხვა დროს უსაუბრია თავისი ვაჟის გარდაცვალებაზე თუ იმ თანამედროვე კულტურულ ცვლილებებზე, რომლებიც ქალებზე დიდ გავლენას ახდენს.
ამისათვის ის ხშირად იყენებს საიტ Red Hand Files-ს პლატფორმას, სადაც ცოტა ხნის წინ მუსიკოსს ახალგაზრდა იტალიელმა ფანმა, ბარბარამ დაუსვა საკმაოდ ემოციური კითხვა საკუთარი სხეულის მიმღებლობაზე:
"საკუთარი თავი საერთოდ არ მომწონს. ვერანაირ დადებითს ვერ ვხედავ ჩემს სხეულში და სარკეში საკუთარი თავის დანახვა მძულს, რის გამოც ძალიან ვიტანჯები. მგონია, რომ ყველა ჩემზე უკეთესია, არადა 16 წლის ასაკის გათვალისწინებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცებისთვის მიმიღწევია. როგორ უნდა მოვიქცე? რა მოვუხერხო ჩემს თავს?"
ნიკ ქეივმა ეს წერილი უყურადღებოდ არ დატოვა, მეტიც, მადლობა გადაუხადა ამ "გაბედული და გულწრფელი" კითხვისთვის.
"ამის შესახებ ჩემს არაერთ ქალ მეგობარს მოვუყევი და თითოეულ მათგანზე შენმა გულახდილობამ ძალიან იმოქმედა. მათ ისიც ზუსტად გაიგეს, თუ რა გაწუხებს შენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სარკეში საკუთარი ანარეკლის პირისპირ მარტო არ ხარ."
ფოტო: Paul Bergen / Redferns / Getty
ამის შემდეგ მომღერალმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:
"ამ კითხვამ საკუთარ სიყმაწვილეში დამაბრუნა, როცა ჩემი გარეგნობა სულაც არ მომწონდა. ამის გამო ულმობელი სარკის წინ მდგარმა თინეიჯერობა კოშმარულად გავატარე. ვშიშობ, უნდა გითხრა, რომ ეს მუდმივი თვითკრიტიკულობა ასაკთან ერთად არ გაქრება, უბრალოდ შემდეგში უფრო მეტად შეგეძლება მისი მართვა. ეს დღეებია ძირითადად სასტუმროებში ვცხოვრობ და როცა ყოველ ღამით სხვადასხვა აბაზანაში შევდივარ, სადაც უზარმაზარი მართკუთხა სარკე და უმოწყალო, კაშკაშა განათებაა, ვდგები სარკის წინ და ჩემს ყოვლად უმწეო და დაუცველ თავს შევცქერი."
ნიკ ქეივი, რომელიც გასულ წლებში ღიად და საჯაროდ საუბრობდა შვილის გარდაცვალებისგან მიღებულ ტრავმაზე, 16 წლის ბარბარასაც ურჩევს, რომ ჩვენი მოწყვლადობა "არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც სისუსტე ან სირცხვილი. ჩვენ უნდა ვცადოთ საკუთარი თავების გაძლიერება სასტიკი, დაუნდობელი და გამკიცხავი სამყაროს წინააღმდეგ".
ფოტო: Anton Corbijn
"ბარბარა, ძალიან მიხარია, რომ 16 წლის ასაკში უკვე მოახერხე მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთება, რადგან ხშირად სწორედ ეს გვეხმარება, რომ ყურადღება იმაზე ფიქრის ნაცვლად, თუ როგორ გამოვიყურებით, სხვა რამეზე გადავიტანოთ. სიამაყის მარცვლები, რომლებიც შენს სიტყვებში ჩანს, არის ის, რაც საკუთარ თავში უკეთესობის აღმოჩენაში დაგეხმარება. შენი ტკივილით სავსე კითხვა თავის თავშივე ამავდროულად დიდი იმედის მატარებელია".
"პარადოქსულია, მაგრამ ამ საოცარი მგრძნობელობითა და დაუცველობით სავსე შენი კითხვა სწორედ უსაზღვრო სიძლიერის მაჩვენებელია, რაც შენს პიროვნებაზე კარგად მეტყველებს. რაღაც ძალიან მშვენიერი ბრწყინავს ამ ერთი შეხედვით უბედურ სიტყვებს შორის. შენს სხეულში, რომელშიც "რაიმე დადებითს ვერ ხედავ", უჩვეულოდ მამაცი, პატიოსანი და გამჭრიახი გულია".
ეს საოცრად ემოციური წერილი 62 წლის მომღერალმა ამ სიტყვებით დაასრულა: "თავს გაუფრთხილდი, ეძებე უფრო მეტი მშვენიერება, ინსპირაცია, ურთიერთობები და სანდო მეგობრები".
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები