ეს ტატუ სისხლში შაქრის მომატებისას ფერს იცვლის
ათასობით წელია, რაც ტატუ კაცობრიობის არსებობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, იყო დრო, როდესაც სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ ადამიანების სტატუსის განსაზღვრაშიც კი დაგეხმარებოდათ.
აი, დღეს კი ტატუ ძირითადად საკუთარი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა და განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს.
თუმცა, ტატუს მოყვარულებისთვის დღეს კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს. მეცნიერებმა შექმნეს ტატუ, რომელიც ფერს თქვენს ორგანიზმში ქიმიური შემადგენლობის მიხედვით იცვლის.
საქმე ის არის, რომ მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის დახმარებითაც სპეციალური სითხით მოხატული გამოსახულების შეფერილობა ადამიანის სისხლის შემადგენლობაზე არის დამოკიდებული.
ეს სითხე სხვადასხვა საღებავებისგან შედგება, რომლებიც ადამიანის მეტაბოლიზმზე რეაგირებენ. უფრო კონკრეტულად კი სამ სხვადასხვა მაჩვენებელზე — მჟავიანობა, გლუკოზა და ცილა ალბუმინზე.
ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარებმა ღორის სხეული სამ სხვადასხვა ფერში მოხატეს, თითოეული მათგანი კი შეფერილობას ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მიხედვით იცვლიდა.
იმისათვის, რომ ტატუს ფერით ადამიანებს სრული სურათი დაენახათ, მეცნიერებმა სპეციალური აპლიკაციაც შექმნეს, რომელიც ფერებს კითხულობს და საჭიროების შემთხვევაში ჯანრთელობის გაუარესების შესახებაც გვამცნობს.
კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Angewandte Chemie International Edition-ში გამოქვეყნდა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ინოვაციური ტატუ, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ჯანმრთელობის მუდმივ გაკონტროლებაში დაეხმარებათ.
ფოტო: Yetisen et al. / Angewandte Chemie International Edition, 2019
მჟავიანობის განმსაზღვრელი ტატუ თუ ღია ყვითელი გახდა, ნიშნავს, რომ სისხლში მისი მაჩვენებელი ძალიან დაბალია, გალურჯების შემთხვევაში კი პირიქით - მაღალი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკუქცევადი მხოლოდ pH-ის ტატუა და, რა თქმა უნდა, თუ ტატუ მხოლოდ ერთჯერადად მოქმედებს, ეს დიდად პრაქტიკული არ არის. მეცნიერების თქმით, სინთეტური რეცეპტორების შექმნით შესაძლებელი იქნება, რომ დანარჩენი ორი "სენსორიც" უკუქცევადი გახდეს. თუმცა, მათი თქმით, ეს მომავალში ჩატარებული კვლევებით დადგინდება.
გლუკოზის განმსაზღვრელი საღებავი, ამავე ნივთიერების მაღალი შემცველობის შემთხვევაში ღია მწვანედან, მუქ მწვანე ფერში გადადის.
ხოლო, სისხლში ალბუმინის შემცველობის გამოსაცნობად მისი განმსაზღვრელი საღებავი ყვითელის ნაცვლად, მუქ მწვანე შეფერილობას იღებს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები