აგვისტოს თვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენები (ფოტოები)
გასული თვე სამეცნიერო კვლევებითა და სიახლეებით საკმაოდ დატვირთული გახლდათ. სტატიაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც აგვისტოს სამეცნიერო სიახლეებს ასახავს.
ლავის ტბა
ფოტო: Baz Ratner / Reuters
მჭახე წითელი ლავის ბუშტები მსოფლიოს ყველაზე აქტიური ვულკანის კრატერშია გადაღებული. ნიირაგონგოს მთა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობს და მისი სიმაღლე 3 000 მეტრს სცდება. 1880 წლიდან მოყოლებული ეს ვულკანი დაახლოებით 30-ჯერ ამოიფრქვა. ბოლო დიდი ამოფრქვევა 2002 წელს დაფიქსირდა, თუმცა მაშინ იგი მისივე კრატერის საზღვრებს არ გასცდენია. მოთუხთუხე ლავა ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მარსის ველი
ფოტო: NASA / JPL / University of Arizona
წითელ პლანეტაზე 1 კმ სიგანის კრატერი ნასას ხომალდზე, Mars Reconnaissance Orbiter-ზე დამაგრებულმა კამერამ, HiRISE-მა გადაიღო. კრატერი ზარქას ველზე მდებარეობს. მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მისი დეტალური შესწავლა საშუალებას მისცემთ უკეთ გაერკვნენ თუ როგორ იმსხვრევა და იშლება ქანები მარსზე.
ხოჭო ახლო კადრში
ფოტო: David Spears
ხოჭოს (Tribolium confusum) ახლო კადრით პორტრეტის ავტორი დევიდ სპირსია. ეს ფოტო მან ელექტრონული მიკროსკოპირების შემდგომ მიღებული სურათის გაფერადებით მიიღო. ამ ნამუშევრისთვის სპირსი Royal Photographic Society-ს მიერ წლის ფოტოგრაფების სექციაშია ნომინირებული. ხოჭოს ეს სახეობა ფქვილისა და მარცვლეულის მავნებელ-პარაზიტს წარმოადგენს.
მყინვართან გამომშვიდობება
ფოტო 1: NASA / ფოტო 2: EPA
18 აგვისტოს ისლანდიელმა მეცნიერებმა სამგლოვიარო პროცესია გამართეს მყინვარ ოუკჯოკულის პატისაცემად, რომელიც ერთ დროს მთა ოკის ზედაპირს ფარავდა. მოცემულ მომენტში მყინვარი თითქმის სრულად გალღვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ისლანდიის დასავლეთით მდებარე ეს მყინვარი 40 კვადრატული კილომეტრის ფართობზე იყო განფენილი, მაგრამ მან მყინვარის სტატუსი დაკარგა და 2014 წელს მკვდრად გამოცხადდა. სატელიტიდან გადაღებულ ამ ფოტოებზე აღბეჭდილია ყინულის საფარი 1986 წელს (მარცხნივ) და ამჟამად, 2019 წელს (მარჯვნივ). სამგლოვიარო მემორიალურ დაფაზე გაფრთხილებაა ამოტვიფრული: უახლოეს მომავალში სხვა მყინვარებიც, სავარაუდოდ, იგივე ბედს გაიზიარებენ.
მანათობელი ზვიგენი
ფოტო: David Gruber
კატისებრი ზვიგენის (Scyliorhinus retifer) ეს სახეობა ბიოფლუორესცენციულია — მისი კანი ოკეანის ლურჯ სინათლეს შთანთქავს და მას უფრო გრძელ ტალღოვან სინათლედ აქცევს, რის შედეგადაც მის სხეულზე სხვადასხვა ფორმის მანათობელი ანარეკლები ისახება. ეს მხოლოდ სხვა ზვიგენებისთვის არის შესამჩნევი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ფლუორესცენციული მოლეკულები ქერცლში არსებულ აქამდე უცნობ მცირე მეტაბოლურ მოლეკულათა ოჯახს განეკუთვნებიან და მათ სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ იმუნური პასუხის გაცემაში. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ისინი ანტიმიკრობული მოქმედებითაც ხასიათდებიან.
ტელესკოპის აწყობა
ფოტო: NASA / Chris Gunn
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) შექმნის პროცესმა საკვანძო ეტაპი გადალახა. მეცნიერებმა ჰაბლის მემკვიდრე ტელესკოპის ყველა კომპონენტი ერთად შეკრიბეს და ის ერთ მთლიან კონსტრუქციად აქციეს. ტელესკოპის ორბიტაზე გაშვება 2021 წელს იგეგმება.
ასევე იხილეთ:
ტყის უმოწყალო ჩეხვა
ფოტო: Copernicus Sentinel data [2015-2019] / Pierre Markuse
თანამგზავრიდან გადაღებული ეს ფოტოები ბრაზილიის შტატ რონდონიაში, 48 კვადრატული კილომეტრის ფართობზე მიმდინარე ინტენსიურ ტყის ჩეხვის პროცესს თვალსაჩინოს ხდის. ბოლო 4 წლის განმვალობაში ამ ტერიტორიაზე ჯუნგლების ჩეხვა და გადაწვა განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს — ტერიტორიები სასოფლო სამეურნეო სივრცეებისთვის თავისუფლდება.
ასევე იხილეთ:
ვარსკვლავური შოკური ტალღა
ფოტო: NASA / JPL-Caltech
გიგანტური ვარსკვლავი Zeta Ophiuchi ჩვენს მზესთან შედარებით 20-ჯერ უფრო მეტად მასიური და 800 000-ჯერ უფრო კაშკაშაა. ეს გიგანტი 24 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება კოსმოსში, რა დროსაც წარმოქმნის დარტყმით ტალღას — მანათობელი ტალღები ცხელი ვარსკვლავური ქარისა და ირგვლივ არსებული მტვრის შეჯახებით წარმოიქმნება. სურათი ნასას Spitzer Space Telescope-ის ინფრაწითელი კამერით გადაიღეს.
Starhopper
ფოტო: SpaceX
SpaceX თავისი პროტოტიპი რაკეტის Starhopper -ის წარმატებული სატესტო ფრენით კიდევ უფრო მიუახლოვდა კომერციული ფრენების განხორციელების იდეას. კომპანია აღნიშნულის დაწყების თარიღად 2021 წელს მოიაზრებს. Starhopper -ის სატესტო ფრენა ტეხასის შტატში, ბოკა-ჩიკაში 27 აგვისტოს შედგა. რაკეტა 150 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა, გვერდითი ფრენის მანევრები შეასრულა და 1 წუთში უკან დაეშვა. SpaceX გააგრძელებს თავისი ხომალდის დახვეწას და განახლებას.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები