რომან გოცირიძე

26 Jul. 2019, 16:58

რუსთავი 2 ყველაზე კარგი იყოო რომ ამბობდნენ, 4,5 მილიონი ჰქონდა შევარდნაძის პერიოდში საბიუჯეტო დავალიანება. მაშინ საკრებულოში ვიყავი მე. თბილისის ბიუჯეტი იყო 55 მილიონი. წარმოუდგენლად დიდი ვალი ჰქონდა რუსთავი 2-ს. მისი ღირებულება იყო ნული. საქართველოს ბიუჯეტი იყო 900 მილიონი. შემდეგ იმ ხელისუფლებამ ეს ვალი რუსთავს, ცუდად თუ კარგად, ჩამოაწერა. ხელისუფლებამ გაგიჩინათ თქვენ ქონება. ეს არის სამწუხარო სურათი. ამის შემდეგ რაღაც ეტაპზე კვლავ მოხდა ვალების ჩამოწერა და ამ 2-წლიანი ყადაღის შემდეგ რუსთავი 2-ს ორ მილიონამდე აქვს ვალი. დღეს თქვენ რუსთავი 2-ში არაფერი არ გხვდებათ, თუ ისევ ხელისუფლებამ არ ჩამოაწერა... რუსთავი 2-ის ქონების შეფასების და პრეტენზიების, რომ ამდენი გადაგვიხადეს, თუ იმდენი გადაგვიხადეს, ის, რომ ვიღაცას 50 მილიონი უღირდა, 3-ჯერ იყო ნაპატიები სახელმწიფოსგან.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში შეხვედრისას მიმართა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ