აღმოჩენილია ახალი მარტივი რიცხვი, რომელიც 22 მილიონზე მეტი ციფრისგან შედგება
ფოტო: agsandrew / Shutterstock
დასაწყისში, ჰუმანიტარი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ავხსნით, რომ მარტივი რიცხვი ეწოდება რიცხვს, რომელიც იყოფა მხოლოდ ერთზე და საკუთარ თავზე. მაგალითად, 13.
“პფფფ… დიდი ამბავი... ახალი მარტივი რიცხვი”, ალბათ გაიფიქრეთ.
არადა, მართლაც დიდი ამბავია
პირველი რამდენიმე მარტივი რიცხვის პოვნა ძალიან ადვილია - 1, 2, 3, 5, 7, 11, 13 და ა.შ. თუმცა რიცხვების ზრდასთან ერთად, მარტივი რიცხვები უფრო და უფრო იშვიათდება და მათი პოვნა ძალიან რთული ხდება. მაგალითისთვის, ამ ახლადაღმოჩენილ რიცხვს მეცნიერები და მათი გამომთვლელი სადგურები რამოდენიმე წლის განმავლობაში ეძებდნენ. მისი სიდიდე კი წარმოსადგენადაც კი ძნელია.
ეს ახალი რეკორდული რიცხვი იწყება ციფრებით - 300376 და ამ ციფრების მერე მოდის 22 მილიონ 338 ათას 604 ციფრი და მთავრდება ასე - 436351.
ამ უზარმაზარი რიცხვის ამობეჭდვა რომ ერთ მილიმეტრიანი ფონტით სცადოთ, ამობეჭდილი ქაღალდი დაახლოებით 22,5 კილომეტრის სიგრძის იქნება. ამ რიცხვის დასასახელებლად შეგიძლიათ მისი ნიკ-ნეიმი გამოიყენოთ:
274,207,281-1
ანუ რომ აიღოთ რიცხვი 2, საკუთარ თავზე გაამრავლოთ 74 მილიონ 207 ათას 281-ჯერ და მერე ერთი გამოაკლოთ. უფრო მოკლედ კი M74207281-ს უწოდებენ.
ეს მარტივი რიცხვი მერსენის რიცხვია, ისევე როგორც 9 სხვა უდიდესი მარტივი რიცხვი, რადგან იგი მერსენის პროექტის ფარგლებში იქნა ნაპოვნი, რომელში მონაწილეობაც ყველას შეუძლია.
რიცხვიც მერსენის ერთ-ერთი მოხალისის, კურტის კუპერის უნივერსიტეტში ჩართულმა კომპიუტერმა იპოვნა.
“ნუ, კარგი, მერე რა?!” გაიფიქრეთ ალბათ ისევ.
მერე ის, რომ შეიძლება არ იცით, მაგრამ მარტივი რიცხვები თქვენი პირადი უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.
ის, რომ ონლაინ რაღაცებს ყიდულობთ, საკრედიტო ბარათებს იყენებთ, თქვენი მეილი თუ ფეისბუქ ანგარიში დაცულია და თქვენი პირადი ინფორმაცია უსაფრთხოდ მიდი-მოდის ინტერნეტში - ყველაფერ ამაში მარტივი რიცხვები გვეხმარებიან.
ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ - როდესაც ბანკში ანგარიშს ხსნით, ბანკი თქვენ ანგარიშს სახელად არქმევს რაღაც ძალიან დიდ რიცხვს (დავარქვათ ამ რიცხვს “ანგარიშის სახელი”), რომელიც ორი მარტივი რიცხვის ნამრავლია. ეს ორი მარტივი რიცხვი იცით მარტო თქვენ (თქვენმა პლასტიკურმა ბარათმა) და ბანკმა. როდესაც რაიმე ტრანზაქციას ასრულებთ, ინტერნეტში ყველას დასანახად გადაიცემა თქვენი “ანგარიშის სახელი”. ჰაკერებიც ხედავენ მას, მაგრამ თქვენი ანგარიშიდან თანხას ვერ იპარავენ, რადგან ამისთვის მათ დასჭირდებათ იპოვნონ რომელი მარტივი რიცხვების ნამრავლია ეს თქვენი “ანგარიშის სახელი”. ამ მარტივი რიცხვების გასაგებად მათ უნდა აიღონ თქვენი “ანგარიშის სახელი” და დაიწყონ მისი დაშლა მარტივ მამრავლებად. მარტივი რიცხვების დიდი რაოდენობისა და თქვენი “ანგარიშის სახელი” რიცხვის სიდიდის გამო, ეს პროცესი საშუალოსტატისტიკურ ჰაკერს თავის კომპიუტერზე გაეწელება ათასობით წელიწადი. ასე გვიცავენ მარტივი რიცხვები ჩვენ და ჩვენს მიერ ნაშოვნ ფულებს.
კომპიუტერული ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, რთულდება მათ მიერ გამოყენებული დაშიფრვის ტექნოლოგიები და გვიწევს უფრო და უფრო დიდი “ანგარიშის სახელი” რიცხვების აღება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი მარტივი რიცხვი გვეცოდინება, მით მეტი შანსია, რომ ციფრული დაშიფრვა უფრო და უფრო რთული გახდეს.
მართალია, ეს ახლადაღმოჩენილი მარტივი რიცხვი ჯერჯერობით დაშიფრვის ტექნოლოგიებში ვერ გამოგვადგება, რადგან უაზროდ დიდი რიცხვია, მაგრამ ის აუცილებლად გამოგვადგება ტექნოლოგიური პროცესის კვალდაკვალ, განსაკუთრებით კი კვანტური კომპიუტერების შექმნის შემდეგ, რომლებისთვისაც თანამედროვე დაშიფრვის პროტოკოლების გატეხვა ძალიან ადვილი იქნება.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები