ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტმა დროულად უნდა იმსჯელოს — კოალიცია
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პარლამენტს მოუწოდებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა გამოიწვიოს.
არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის 14 მაისს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა მოთხოვნით, შეისწავლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი.
კოალიციის განცხადებით, ზაზა ხარებავას არჩევის პროცესში დარღვეულია კანონის მოთხოვნები, რამდენადაც მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა.
"კანონის თანახმად, არასამეწარმეო იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაცია კი კანონის ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს", — ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია "წევრად არჩევა ან დანიშვნა კანონით დადგენილი წესის დარღვევით".
"მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ჩანს ზაზა ხარებავას წარდგენისა და წევრად არჩევის პროცესში კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარლამენტს ამ დრომდე არ უმსჯელია 2019 წლის 14 მაისს რეგისტრირებულ განცხადებაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურებს. კოალიციის განცხადებით, იმისთვის, რომ ამ პროცესის კანონიერებას საფრთხე არ შეექმნას, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში უნდა გადაწყვიტოს ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი.
"საკითხის გარკვევამდე მოვუწოდებთ ზაზა ხარებავას საკუთარი ნებით ჩამოცილდეს საკითხის განხილვებსა და კენჭისყრებში მონაწილეობა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს, 7 ივნისს, გაიმართება კონკურსში მონაწილე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის სხდომა, რომელსაც რამდენიმე ეტაპად მოყვება ფარული კენჭისყრები საბჭოში. საბოლოოდ, გასაუბრებებისა და პროცედურით გაწერილი ეტაპების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს წარუდგენს.
უზენაესის მოსამართლეობის კონკურსი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა პირმა გამოთქვა. მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუიო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე. გარდა ამისა, უზენაესის მოსამართლეობა სურს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანიას.
2018 წელს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ სიაში მოსამართლეობის 10 კანდიდატი იყო, მათ შორის, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია. ამჟამინდელ კონკურსში გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე მონაწილეობას აღარ იღებენ. გიორგი მიქაუტაძე კი რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.
გარდა ამისა, ძველი სიიდან მსურველებს შორის არიან მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი. ნინო სამნიძე და გიორგი თავაძე მონაწილეობას არ იღებენ.
2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. კრიტიკა ორ ძირითად საკითხს ეხებოდა:
- კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე შერჩეული 10 კანდიდატი;
- ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გაძლიერების საფრთხე.
უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, პროტესტის ნიშნას ქართული ოცნებაც დატოვეს. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ 10-კაციანი სიის დამტკიცებას ქართული ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებდა.
იუსტიციის საბჭომ სია პარლამენტიდან გამოითხოვა. ქართულმა ოცნებამ კი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურების კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. კანონი პარლამენტმა პირველ მაისს დაამტკიცა. სწორედ, აღნიშნულ კრიტერიუმებისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის კანდიდატები და შემდგომ, პარლამენტს წარუდგინოს.
ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები