წიგნის გამომცემელთა ასოციაცია და მწერალთა სახლი #არაინტელექტისოკუპაციას კამპანიას უერთდებიან
ფოტო: საავტორო უფლებათა ასოციაცია
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და მწერალთა სახლი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მხარდაჭერას უცხადებენ.
ოფიციალურ განცხადებებში, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და ზოგადად, ხელოვნების სფეროში არსებულ რუსულ საფრთხეებზეა საუბარი. ისინი კამპანიას - #არაინტელექტისოკუპაციას უერთდებიან და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
“არ დავუშვათ ქართული სახელოვნებო სივრცის რუსეთის ხელში აღმოჩენა!“, - ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებაში.
“გვსურს ასოციაციას სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ლიტერატურის მოღვაწეებს და არა მარტო მათ, მოვუწოდოთ კამპანიაში ჩაერთონ. მხოლოდ საზოგადოების სიმტკიცით და ერთიანობით შევძლებთ რუსული აგრესიის შეკავებას. ერთად ვუთხრათ არა, ინტელექტის ოკუპაციას!”, - ვკითხულობთ მწერალთა სახლის ოფიციალურ განცხადებაში.
საინფორმაციო კამპანია - არა ინტელექტის ოკუპაციას, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ რუსული აგრესიის შეჩერების მიზნით წამოიწყო.
რუსული მხარე საქართველოში, საავტორო უფლებებში გავლენის მოპოვებას 2017 წლიდან ცდილობს, როდესაც რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP) და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი IP CHAIN დააფუძნა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ღიად აკონტროლებს კონფედერაციის წევრ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსია) შეგროვებულ ჰონორარსა და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციას.
საქართველო საავტორო უფლებების კუთხით, რეგიონში უპირობო ლიდერია, რაც ოკუპანტ ქვეყანას გარკვეული მიზეზების გამო არ აწყობს. საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმატებული მუშაობიდან გამომდინარე რუსეთმა მასზე კონტროლის აღების მიზნით, ასოციაციის ევრაზიულ კავშირში გაერთიანება მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა GCA–იმ არ დააკმაყოფილა.
რუსეთის მიერ დაფუძნებულ ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე უარის მიღების შემდეგ, რუსეთმა ასოციაციის დასუსტება და ქართულ ხელოვნებაზე გავლენის მოპოვება გადაწყვიტა. რუსეთის ავტორთა საზოგადოების მხარდაჭერთ შექმნილი ორგანიზაციის და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი მომღერლების, დავით ხუჯაძისა და აჩი ფურცელაძის მეშვეობით, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას ცდილობს.
რუსული მხარდაჭერის მქონე, ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია, ქართველ მუსიკოსებს ასოციაციაში გაწევრიანების მიზნით ხშირად მიმართავს. თუმცა ქართველი მუსიკოსები ამ ფაქტს არასერიოზულს უწოდებენ და კოლეგებს დაფიქრებისკენ მოუწოდებენ.
საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერესების გატარება უკვე არსებული სისტემისთვის გამოუსწორებელი დარტყმის მიყენებას და ქვეყნის იმიჯის შელახვას ნიშნავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო ასრულებს ევროპის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. სწორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები