ვინ როგორ დახვდა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილს — შეფასებები
ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი / Facebook
"თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო", — ასე დაიბარა სამი წლის წინ თანამდებობიდან გადამდგარმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღეს, 5 მარტს ის პოლიტიკაში დაბრუნდა და ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივნად, ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად დაინიშნა. ამას წინ უძღოდა შეუთანხმებლობა პარტიაში მოსამართლეების არჩევის საკითხზე, დეპუტატების უმრავლესობიდან გადინება.
ქართული ოცნება
ქართულ ოცნებაში ღარიბაშვილის ხელახალ გამოჩენას მიესალმებიან თანაგუნდელები, მათ შორის პარტიიდან ახლადწასული დეპუტატებიც. უმრავლესობის ნაწილი ყოფილი პრემიერის "რეიტინგულობაზე" მიუთითებს და ამბობს, რომ მისდამი არსებული სიმპათია ღარიბაშვილს პარტიის მხარდაჭერების მობილიზებაში დაეხმარება. ამასთან, ისინი უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებაზე.
მიუხედავად ამისა, დეპუტატი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი "პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება" და მომავალში, შესაძლოა, უფრო მაღალ თანამდებობაზეც ვიხილოთ. ქანთარია ღარიბაშვილს "ოქროს სათადარიგოს" უწოდებს და ამბობს, რომ იგი გუნდში "თორმეტიანელების" სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს:
"ესაა ცვლილება, რომლითაც ალბათ იწყება დიდი ცვლილებები".
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის ახალ, სხვა წევრებთან ერთად შეეცდება კიდევ უფრო მეტად განავითაროს ქვეყანას:
"პირნათელი ბრუნდება გუნდში ისე, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ვერ დაისმება".
დეპუტატ გია ვოლსკის აზრით, პარტია ქართულ ოცნებაში "საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა".
"ამ ადამიანთან ერთადაც ვაშენებდით პარტიას. ირაკლი ღარიბაშვილის რესურსი გამოყენებული უნდა იყოს", — ამბობს ვოლსკი.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც მინისტრი იყო, ასევე დადებითად აფასებს ღარიბაშვილის გუნდში დაბრუნებას:
"იყო მოთხოვნა მის დაბრუნებაზე. ის შემოგვიერთდა კვლავ და არ დაგიმალავთ, რომ ამაში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივს ვხედავ მიუხედავდ ყველაფრისა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ვისთან ერთადაც ჩვენ სწორედ 2011-2012 წლებში ვიბრძოდით".
დეპუტატ არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და მათი მხარდამჭერების მობილიზებას ემსახურება. თალაკვაძეს მიაჩნია, რომ ღარიბაშვილს რეიტინგი და დღევანდელი მხარდაჭერა დაეხმარება, ქართული ოცნების ყველა მხარდამჭერი შემოიკრიბოს.
საპარლამენტო ოპოზიცია
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია "აგონიას" უწოდებს ქართული ოცნების მდგომარეობას და ამბობს, რომ ღარიბაშვილი არის სიმბოლო ყველაფერი იმის, რაც არასწორი იყო მმართველ პარტიაში:
"ანეკდოტად შეიძლება წავიდეს... ღარიბაშვილს რომ დაუძახებ დასახმარებლად, წარმოიდგინეთ, როგორ დღეში უნდა იყოს ივანიშვილი პერსონალურად, პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი მთელი გუნდი და სამწუხაროდ, სანამ მმართველობაში არიან, მთელი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას არც კი აუხსნა, რატომ წავიდა თანამდებობიდან, ყველამ იცის, რომ მისმა უფროსმა უთხრა, პოლიტიკურად გაქრიო და გაქრა. ახლა დაუძახა და ეს მოდის".
"მკვდარი სულების გაცოცხლება", — ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი.
"ქართული ოცნება არის სრულიად გაკოტრებული. ეს გამოჩნდა გუშინ, ჩანს ყოველდღიურად, როცა ყველა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის შესული ჩიხში. ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავის ვადა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმაც ქართული ოცნების სახით".
პატრიოტთა ალიანსის ლიდერს ირმა ინაშვილს დანარცენი ოპიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია:
"არასდროს დამიმალავს, რომ მე და ირაკლი ღარიბაშვილი ვიყავით თანამებრძოლები 2012 წლამდე. ის პოზიტიურ წვლილს შეიტანს ქართული ოცნების გუნდში და პოლიტიკურ პროცესებში ზოგადად".
დამოუკიდებელი დეპუტატი
პარტიიდან ახლადწასული ეკა ბესელია ღარიბაშვილის ნებისმიერ გააქტიურებას მიესალმება, თუმცა იქვე დასძენს, რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად სჭირდება სერიოზული სისტემური ცვლილებები.
"ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს", — ამბობს ბესელია.
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე გააკეთა.
ყოფილი პრემიერის გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო. ის ჯერ ორ საათზე იყო დაანონსებული, შემდეგ ექვსზე, საბოლოოდ კი გადადგომის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა 8 საათზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას და არც ის უთქვამს, ვინ შეიძლება დაიკავოს მისი თანამდებობა, თუმცა ოპონენტები მიიჩნევდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა ბევრს არაფერს შეცვლიდა.
მიუხედავად გადადგომისა, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების მიმართ მხარდამჭერ განცხადებებს ყოველთვის აკეთებდა. ის ესწრებოდა ქართული ოცნების ყრილობებსაც, ხოლო არჩევნების მეორე ტურის წინ საგანგებო განცხადებით ამომრჩეველს ქართული ოცნების მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დაიკავა, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, ანუ 2012 წლამდე, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა დროს ბანკ ქართუში, სააქციო საზოგადოება ქართუ ჯგუფში და საქველმოქმედო ფონდ ქართუში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელია პარტიის ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო.
-
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
გადახედვა
-
ახალი ნაშრომის თანახმად, პურის ხორბალი საქართველოში წარმოიშვა ახალი ნაშრომის თანახმად, პურის ხორბალი საქართველოში წარმოიშვა
გადახედვა
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი სუს-ის უფროსის მოადგილე ლევან ხარაბაძე გახდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი სუს-ის უფროსის მოადგილე ლევან ხარაბაძე გახდა
გადახედვა
-
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში — თეგეტა მოტორსში AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში — თეგეტა მოტორსში AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
-
სალომე ზურაბიშვილი: უხერხულად ხომ არ უნდა გრძნობდნენ თავს სინოდის წევრები იმას რომ უწუნებენ ისაიას, რაც პატრიარქმა 30 წლის წინ მოუწონა სალომე ზურაბიშვილი: უხერხულად ხომ არ უნდა გრძნობდნენ თავს სინოდის წევრები იმას რომ უწუნებენ ისაიას, რაც პატრიარქმა 30 წლის წინ მოუწონა
გადახედვა
-
ფინანსური წიგნიერების მხიარული გაკვეთილი სცენიდან ფინანსური წიგნიერების მხიარული გაკვეთილი სცენიდან
-
კახა კალაძე: ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით კახა კალაძე: ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე წარადგინა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე წარადგინა
გადახედვა
-
ვენეციის 61-ე ბიენალეს ჟიური სრული შემადგენლობით გადადგა ვენეციის 61-ე ბიენალეს ჟიური სრული შემადგენლობით გადადგა
გადახედვა
-
რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია
-
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ომის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ომის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ
გადახედვა
-
ლიცენზიის ვერ მოპოვების გამო, საზმაუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ვერ შეძლებს ლიცენზიის ვერ მოპოვების გამო, საზმაუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ვერ შეძლებს
გადახედვა
-
პოლონელი მამა-შვილი $2 მილიონის ღირებულების ნახატების გაყალბებისთვის გაასამართლეს პოლონელი მამა-შვილი $2 მილიონის ღირებულების ნახატების გაყალბებისთვის გაასამართლეს
გადახედვა
-
ნებისყოფის ლიმიტი — რატომ არის საღამოს ვარჯიში უფრო რთული, ვიდრე დილის? ნებისყოფის ლიმიტი — რატომ არის საღამოს ვარჯიში უფრო რთული, ვიდრე დილის?
-
MDF: AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და კახა კალაძის პოზიციებს იწონებენ MDF: AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და კახა კალაძის პოზიციებს იწონებენ
გადახედვა
-
მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანას განიხილავს მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანას განიხილავს
გადახედვა
-
ჟან კაველიე: საქართველო ბოლო წლებში პრესის თავისუფლების ინდექსში 75 ადგილით ჩამოქვეითდა ჟან კაველიე: საქართველო ბოლო წლებში პრესის თავისუფლების ინდექსში 75 ადგილით ჩამოქვეითდა
გადახედვა
-
იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ ირაკლი რუხაძე: მზია ამაღლობელს მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს სტრაბურგში, არ მიდიან იმიტომ, რომ წააგებენ
გადახედვა
-
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
-
აშშ აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებული $500 მლნ-ის კრიპტოაქტივები დააყადაღა აშშ აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებული $500 მლნ-ის კრიპტოაქტივები დააყადაღა
გადახედვა
კომენტარები