სად იყვნენ არასამთავრობოები 2012 წლამდე? — მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას ტოკ-შოუ არჩევანში პასუხობს და აინტერესებს, "სად იყვნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები 2012 წლამდე".
დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსით მას აქვს უფლება, დაიცვას მოსამართლეები, რომელთაც აცვიათ მანტიები და ამის საშუალებას კანონი უზღუდავს.
"მოსამართლეებს უშუალოდ არ შეუძლიათ, თავი დაიცვან და ჩვენ გვაკისრია ფუნქცია, რომ დავიცვათ სისტემის ინტერესები და დავიცვათ თითოეული მოსამართლე ამგვარი თავდასხმებისგან და, თუ საჭიროა, იმავე მეთოდებით დავუპირისპირდეთ ოპონენტებს, რომლებიც ლანძღავენ სასამართლო ხელისუფლებას", — განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
მისივე თქმით, მესამე სექტორი მოსამართლეების დიდ ნაწილს უკავშირებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და თავადაც აინტერესებს, რას აკეთებდა არასამთავრობო სექტორი 2012 წლამდე.
გვრიტიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობოების მხრიდან სასამართლო სისტემაზე თავდასხმა დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც შეიცვალა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე. დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ნინო გვენეტაძემ, როგორც ჩანს, ვერ გაამართლა მესამე სექტორის მოლოდინი.
"ნინო გვენეტაძემ მხარდაჭერა სასამართლო კორპუსში ვერ მოიპოვა. ამის პარალელურად გამოიკვეთა, რომ ლევან მურუსიძე გახდა ლიდერი. ამ ადამიანმა, ლევან მურუსიძემ, როგორც ლიდერმა, პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, თავის გარშემო შემოიკრიბა მოსამართლეები. არასამთავრობოებმა ნახეს, რომ რეალურად სასამართლო ხელისუფლება შედგა ქვეყანაში", — განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც არასამთავრობოები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ის და მისი კოლეგები გამწესებულები იყვნენ მოსამართლეებად სააკაშვილის დროს, რატომ ავიწყდებათ მათ, რომ ეკა გიგაურს სწორედ ამ დროს მიენიჭა კაპიტნის წოდება.
"მე არ ვარ ჩვეულებრივი მოსამართლე და თავს არ ვიქებ, რატომ ვამბობ, ნაზი ჯანეზაშვილს საკუთარი აზრი არ აქვს მეთქი? იმიტომ, რომ გადმოიღო ლექსიკა დათო ჭიჭინაძის და სხვების", — განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
"ეს ადამიანები არიან პოლიტიკოსები და იმ მესიჯბოქსებით საუბრობენ, რომლითაც საუბრობს ქართული ოცნება," — ასე ეხმაურება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს არასამთავრობო სექტორთან მიმართებით ტოკ-შოუ არჩევანში.
ეკა გიგაური აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ამ მოსამართლეების ლექსიკა.
"შევხედოთ, მაგალითად, ჩემს ფეისბუქს, ის თითოეულ პოსტზე კომენტარს მიწერს გაუგებარი ტერმინოლოგიით. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მოსამართლეს შეუძლია, ამ ტერმინოლოგიით ისაუბროს და ასე წეროს. თავიდან მეგონა, რომ სამთავრობო ტროლები იყო", — განაცხადა გიგაურმა.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ცდილობენ, რომ როგორმე შეიყვანონ კლანის წევრები უზენაეს სასამართლოში და ამის უკან დგას ქართული ოცნება.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, არჩევანის ეთერში დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს აკრიტიკებს.
"ბატონი გვრიტიშვილი სამაგალითო მოსამართლე იქნებოდა საბჭოთა სამართალში, საბჭოთა სასამართლო სისტემაში იმიტომ, რომ მას არასდროს არ აკანკალებია ხელი, არ შეცბუნებულა არასდროს, ხომ არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, სხვისი უფლება შეილახოს," — ამბობს მშვენიერაძე.
მშვენიერაძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა უმრავლესობა - 9 წევრი, პირდაპირ არის ჩინჩალაძის ყოფილი თანაშემწე.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ბატონი მიხეილ ჩინჩალაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ბატონი დიმიტრი გვრიტიშვილი, ყველაზე დიდი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არის ბატონი ვასილ მშვენიერაძე, საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარე არის ბატონი სერგო მეთოფიშვილი. კლანზე როცა ვლაპარაკობთ ჩვენ, ეს არის კლანი, ეს ადამიანები არიან ერთმანეთთან გადაჯაჭვული ადამიანები", — განაცხადა მშვენიერაძემ.
თავად დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო სისტემაში მუშაობა ნაციონალური მოძრაობის მმმართველობის დროს დაიწყო. 2012 წლამდე, 2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2007 წელს მუშაობდა თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წელს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2015 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.
2012 წელს დიმიტრი გვრიტიშვილის გადაწყვეტილებით კონტროლის პალატამ 5 მილიონამდე ლარით კანონიერად დააჯარიმა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია შპს მენეჯმენტ სერვისი. ადვოკატები ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე მოსამართლის აცილებასაც ითხოვდნენ. ეკა ბესელიამ მოსამართლეს უწოდა არაობიექტური, მიკერძოებული და იგი დაადანაშაულა ფორმალური სასამართლოს მოწყობაში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიციელებმა სცემეს იმდროინდელ ოპოზიციონერ აქტივისტს, დაჩი ცაგურიასა და მის მეგობარს. ცაგურიას ინტერსებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი იყო.
ცაგურიას ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, წინასწარ იყო ცნობილი, მოსამართლე რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდა. მოსამართლემ კოჟორიძეს პოლიციელისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცა. მოსამართლე გვრიტიშვილმა დაკავებულები დამნაშავედ სცნო და 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები