დარქნეტი, პირადი სივრცე და ღორის გრიპი დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში
ფოტო: Alessandro Lucioni
დემნა გვასალიამ თავისი ბრენდის Vetements-ის შემოდგომა ზამთრის 2019-2020 წლის კოლექცია პარიზში, ევოლუციის მუზეუმში [Grande Galerie de l'Évolution] წარადგინა. მეცხრამეტე საუკუნის დარბაზში ცხოველთა სხვადასხვა სახეობების 7 000-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი.
"ანტისოციალური", — ასე ჰქვია გვასალიას კოლექციას, რომელიც სოციალური მედიის ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებს ეძღვნება.
გვასალია, რომელიც ხალხს პოდიუმიდან ესაუბრება, ხშირად იყენებს წარწერებს თავის შემოქმედებაში. ის ადამიანებს ახსენებს იმას, რაც დაივიწყეს, ან უყვება ისტორიას — რომელიც არ იციან. ამჯერად გვასალიას მთავარი თემაა დარქნეტი, ადამიანების ბნელი მხარე და პირადი სივრცე.
პირველი მოდელი, რომელმაც დანარჩენი კოლექციის წარდგენამდე მაყურებელი თავის შავ როლინგზე არსებული წარწერით "გააფრთხილა", სტივ ჯობსს ეძღვნება:
"გაფრთხილება! ის რისი მოწმენიც გახდებით, უსიამოვნო იქნება. შოკშიც კი ჩაგაგდებთ. ესაა ადამიანების ბნელი მხარე, რომელსაც ცენზურა გიმალავთ. თუმცა, ჩვენ გიჩვენებთ. ამ ყველაფრის ნახვაზე რისკს საკუთარ თავზე იღებთ".
"ჩვენი ინსპირაცია ინტერნეტი და მისი მუშაობის პრინციპი იყო. ჩვენ მის მხოლოდ 20%-ს ვეცნობით. მის მიღმა ხდება ის, რის შესახებაც არ იცით. არც მე ვიცი. ჩვენ მოვიძიეთ ის ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ გავიდნენ დარქნეტზე. არ ვიცოდი, მაგრამ იქ შეგიძლია იყიდო ნარკოტიკები, იარაღი, ადამიანები, ბავშვები. ყველაფერი რაც გინდა და ამაში ბიტკოინსაც გადაიხდი. ეს სიგიჟეა, რადგან დიდი თავისუფლება გაქვს, როცა არავინ გხედავს, შენ იდენტურობაც კი არ გაგაჩნია", - ამბობს გვასალია Vogue-თან საუბრისას.
დარქნეტი ე.წ. ღრმა ვების [Deep Web] ნაწილია, ამ ტერმინით მოიხსენიებენ სხვადასხვა დაფარული საიტების ან ქსელების ერთობლიობას, რომელიც სტანდარტული ბრაუზერებით ან შეერთებით, მიუწვდომელია. ყველაზე ხშირად, დარქნეტში გულისხმობენ Tor ქსელს, სადაც კრიმინალები არალეგალურ ვაჭრობას და სხვა საქმიანობას ეწევიან.
"ჩვენ მას [სიბნელეს] ვერ გავექცევით, თუმცა ინფორმირებულნი უნდა ვიყოთ", - დასძენს დიზაინერი.
ჩვენებაზე დამსწრეთა მოსაწვევებზე ცხოველების ფერადი ილუსტრაციები იყო, რადგან, როგორც გვასალია ამბობს, დარქნეტიდან გამოწერილ პროდუქციაზე ყუთებსა და კონვერტებს მსგავსი ნახატები აქვს. აქ თითოეულ ცხოველს თავისი მნიშვნელობა აქვს.
ფოტო: Vetements / Instagram
ცხოველების ფერადი ილუსტრაციები გვხვდება კოლექციაშიც.
ერთი შეხედვით, ვეტმოს მოდელები მეამბოხე თინეიჯერებს ჰგვანან, რომლებიც ანარქიასაც კი უპირისპირდებიან ამობრუნებული ლოგოთი.
თუმცა, ისინი სახეს მალავენ.
"ჩვენი პირადი უსაფრთხოება დაცული არაა. როცა საჯარო ტრანსპორტში ვარ და მობილურში რაღაცას ვაკეთებ, ხშირად ვამჩნევ, რომ ადამიანები მასში იყურებიან, ან სურათებს მიღებენ", - ამბობს გვასალია.
სახეზე ჩამოფარებული ჩადრითა...
...და სახეზე ჩამოფარებული ჰუდით.
მაისურებზე უამრავი სიმბოლოა, მათ შორისაა ინტერპოლის "გაყალბებული" ლოგოც.
"შექმნილია ევროპაში".
"დღეს ჩემი დაბადების დღეა და საჩუქრად მხოლოდ ვეტმოს ძვირიანი ჰუდი მივიღე".
ამ მაისურით დასცინის გვასალია მისი ბრენდების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
"კორპორატიული ჟურნალები ისევ ტეხავს, თან ძალიან" — წერია ერთ-ერთ მაისურზე. მსგავსი წარწერის მაისური ეცვა კურტ კობეინს 1992 წელს Rolling Stone-ის ყდაზე.
პრეზიდენტი, კაპიტოლიუმის ფონზე.
ისევე, როგორც წინა წარდგენაზე, საქართველოსთვის აქტუალური თემები ვეტმოს ახალ კოლექციაშიც გამოჩნდა. მათ შორის ღორის გრიპი, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
"ღორის გრიპს გადავურჩი და ვეგანი გავხდი".
გეცნობათ დიდი ზომის "დუტის" ქურთუკი?
ან ყვავილებიანი ჩითის კაბები?
"მესმის რატომ არ არის ადამიანების სახეზე ბედნიერება. მე მესმის მათში არსებული ამბოხის. ეს სამყაროს საერთო პრობლემაა, რადგან ის გაყოფილია მდიდრებად და ღარიბებად. ეს მესამე მსოფლიო ომია. ან რაც გინდათ, ის უწოდეთ", - ამბობს გვასალია.
ნახეთ ვეტმოს შემოდგომა ზამთრის 2019-2020 კოლექცია სრულად.
ერთი რამ ფაქტია — დემნა გვასალია ადამიანებს მათ ენაზე ესაუბრება. მან მოდა ისევ აქცია ხელოვნებად, რომელსაც მეტყველებისა და ამბის თხრობის უნარი აქვს.
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
























კომენტარები