შავი ისევ ელეგანტურია - სარაჯიშვილმა ახალი უნიკალური კონიაკი წარადგინა
ფოტო: სარაჯიშვილი
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქართულმა ალკოჰოლურმა ბრენდმა, სარაჯიშვილმა, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი გამოუშვა. VSOP Black - ელეგენტურ ბოთლში ჩამოსხმული კონიაკი 24 დეკემბრის ღონისძიების მთავარი გმირი იყო, რომლის დასაგემოვნებლადაც სარაჯიშვილს უამრავი სტუმარი ეწვია.
შავი, როგორც ყოველთვის, ისევ ელეგანტური ფერია. პრეზენტაციაზე მისული სტუმრების უმრავლესობა სპეციალურად შავ სამოსში იყო გამოწყობილი. მათ ჰარმონიულად ეხამებოდათ ამავე ფერის ინტერიერის დიზაინი, რომელიც სპეციალურად შეირჩა ბრენდის ახალი პროდუქტის წარმოსაჩენად.
ახალი სასმელის პრეზენტაცია სარაჯიშვილის 4 ნომერში გაიმართა და მას საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ესწრებოდნენ. მსახიობები, ბიზნესმენები, სპორტსმენები, დიზაინერები, პოლიტიკოსები - ყველას, ვისაც ხარისხიანი და გემოვნური თვისებებით გამორჩეული ალკოჰოლური სასმელი უყვარს. სტუმრებს შორის იყვნენ ძმები არველაძეები, მსახიობი ანა ტყებუჩავა, პოლიტიკოსი არჩილ თალაკვაძე, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე და სხვა ცნობილი ადამიანები.
ფოტო: Marketer
ღონისძიებაზე მუსიკალურ განწყობას გიორგი ცაგარელი და ორკესტრი სტინგი, ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, ელენე კალანდაძე და დიჯეი დავით მაჩაიძე ქმნიდნენ. სწორედ მათი მუსიკის ფონზე გამოჩნდა დარბაზში სარაჯიშვილის ახალი ალკოჰოლური სასმელი, რომლის დიზაინიც ისე გამოიყურება, რომ მაშინვე მოგჭრიდათ თვალს. თუმცა დიზაინი არ არის მისი ერთადერთი ღირსება, გემო იმდენად მომნუსხავი აქვს, რომ ერთი დაგემოვნებით შეგიყვარდებათ.
"სარაჯიშვილი" VSOP Black მუხის კასრში დაყოვნებული მუქი ქარვისფერი სითხეა, რომელშიც მკვეთრი და რბილი გემოები ერთმანეთს ეზავება. მისი დახვეწილი, შავი ფერის ბოთლი სპეციალურად არის შერჩეული, რათა სითხე საიმედოდ დაიცვას მზის სხივებისგან. VSOP Black-ის გემოები მიღებულია საუკეთესო ჯიშის ქართული ყურძნისგან და ის მოიცავს საცავ N8-ში დაცული სპირტებს, რომელთაგან უძველესი 12 წლისაა.
"ეს არის კლასიკური ხაზის ახალი დამატება, სპეციალური ედიშენი. VSOP-ის ხაზში ემატება ეს პროდუქტი. ეს იქნება ძალიან ახალი და განსაკუთრებული პროდუქტი საქართველოს ბაზრისთვის. ბოთლი, კონიაკისთვის განსხვავებულია და არის შავი, შესაბამისად, სითხეც განსხვავებულია და იქნება ძალიან გემრიელი დასალევი. ისეთი საცავი ავარჩიეთ, სადაც უფრო მეტი მზე ხვდება და უფრო მეტი სითბო არის, შესაბამისად, მეტ დანაკარგს იძლევა დაძველების პროცესში, მაგრამ ინტენსივობა უფრო მეტია და დასალევადაც უფრო გემრიელია. აქ არის 10 წლიანი დაძველების კონიაკი და არის რამოდენიმე რეგიონის ნაზავი. შეფუთვაზე იმუშავა ჩვენმა ბრენდ დირექტორმა არჩილ გოგელიამ. ვფიქრობთ, ძალიან მოეწონება ჩვენს მომხმარებელს. იცით, რომ "სარაჯიშვილი" ტრადიციული ბრენდია, მაგრამ ფეხს ვუწყობთ სიახლეებს და შემოგვაქვს ისეთი პროდუქტი, რომ თანამედროვე ბზარს მოერგოს", - განაცხადა ზურაბ ბუბუტეიშვილმა, სარაჯიშვილის აღმასრულებელმა დირექტორმა.
VSOP Black-ის შექმნისას სპეციალური საცავი და ტექნოლოგია იყო შერჩეული, რათა მზის სხივებს უნიკალური კონიაკის გემოვნურ თვისებებზე არ ემოქმედა. ამის შესახებ მთავარმა ტექნოლოგმა, დავით აბზიანიძემ გვიამბო.
"აქვს რბილი ჰარმონიული გემო. ფერად სითხეებს არ უყვარს მზის სხივი, ამიტომ მისი დაძველებისთვის სპეციალური საცავი შევარჩიეთ. აქ განსაკუთრებულ პროდუქტს, ნიმუშებს ვინახავთ. შავ ბოთლში განგებ არის, რადგან დაცულია მზის სხივების პირდაპირი მოხვედრისაგან, შესაბამისად, დაძველების სიდა პროცესები ძალიან ინტენსიურად მიდის. მომხმარებელს მართლაც ძალიან დიდი და განსაკუთრებული სიამოვნება ელოდება", - თქვა მან.
VSOP Black ქსელში იანვრიდან სრულად ჩაეშვება და მისი ფასი თაროზე 100 ლარი იქნება.
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა



კომენტარები