კვირის 10 მთავარი სამეცნიერო სიახლე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ (2-9 ნოემბერი)
ფოტო: NAS
ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.
1. დედამიწის ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო, აცხადებს გაერო
ფოტო: NASA
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2060 წლისთვის ანტარქტიკის თავზე არსებული ოზონის ხვრელი სრულად აღდგება. აღდგენითი პროცესების დაწყება ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადების, ანუ ოზონის შრის გამათხელებელი ნივთიერებების გამოყენების აკრძალვამ განაპირობა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vus
2. ყავის დალევა შესაძლოა ალცჰაიმერისა და პარკინსონის რისკს ამცირებდეს
ფოტო: Unsplash
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავაში შემავალი მოლეკულების გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ბეტა-ამილოიდის დალექვას ხელი შეუშალოს. ბეტა-ამილოიდი ცილაა, რომლის გადაჭარბებულ რაოდენობას ალცჰაიმერითა და პარკინსონით დაავადებულთა ტვინში ვპოულობთ.
წყარო: Independent
3. მობილურებსა და კიბოს შორის "გარკვეული კავშირი" გამოიკვეთა, ყოველ შემთხვევაში, მამალ ვირთხებში
ფოტო: HARTMAN-SIMKINS
მეცნიერებმა 2G და 3G თაობის მობილურებისთვის დამახასიათებელი რადიოსიხშირეების ძალიან მაღალი დოზის გამოყენებით კვლევაში მონაწილე მამრი თაგვების 2-3 პროცენტში ტვინის კიბოს გამოწვევა შეძლეს. 30$ მილიონიანი კვლევა, რომელიც აშშ-ს ეროვნული ტოქსიკოლოგიის სააგენტომ ჩაატარა, ათ წელიწადზე მეტხანს გაგძელდა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vtw
4. ლამების წყალობით, შესაძლოა გრიპის ვირუსის უნივერსალური ვაქცინა შეიქმნას
ფოტო: phadventure/iStock
ლამებიდან გამოყოფილი ანტისხეულებით მეცნიერებმა ერთი მრავალდომენიანი ანტისხეული შექმნეს, რომელიც გრიპის ვირუსის 60 სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ იყო ეფექტური. თაგვების ორგანიზმში კი ვაქცინის შეყვანა მეცნიერებმა ანტისხეულების შემცველი სითხის მათ ცხვირში შეშხაპუნებით შეძლეს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vr4
5. ანტარქტიკის ქვეშ მეცნიერებმა დაკარგული კონტინენტის ნარჩენებს მიაგნეს
ფოტო: ESA
თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დედამიწის ლითოსფეროს სამგანზომილებიანი რუკა შექმნეს. ლითოსფერო ქერქისა და მის ქვეშ არსებული გამდნარი მანტიისგან შედგება. მიღებული რუკებით ანტარქტიკის ქვეშ ქერქის თხელი ფენა დაფიქსირდა, რაც წარსულში არსებულ კონტინენტზე მიუთითებს.
წყარო: ScienceAlert
6. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა იმაზე მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ
ფოტო: BlackJack3D/iStoc
ახალ კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ევროკავშირში ყოველწლიურად 33 000 ადამიანს კლავს. აღნიშნული სიკვდილიანობა კი მხოლოდ ხუთი სხვადასხვა ტიპის რეზისტენტული ინფექციის შედეგია.
წყარო: ScienceAlert
7. როგორ აღმოჩნდა "უფრთო" ჩიტი შუა ოკეანეში, უკაცრიელ კუნძულზე? საიდუმლო ამოხსნილია
ფოტო: brian.gratwicke/Flickr/CC 2.0
დნმ-ის ანალიზის საშუალებით მეცნიერებმა ფრინველის ევოლუციური ისტორია შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ფრინველმა კუნძულამდე მოსაღწევად დაახლოებით 3 000 კილომეტრი დაფარა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vxq
8. კვლევა: ქალებს, რომლებსაც დილით ადრე ადგომა ურჩევნიათ, მკერდის კიბოს რისკი ნაკლები აქვთ
ფოტო: CNN
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ "დილის ადამიანებს" მკერდის კიბოს განვითარების რისკი რამდენიმე ათეული პროცენტით აქვთ შემცირებული, თუმცა ძილსა და კიბოს შორის კავშირის ზუსტი მექანიზმები კვლავ უცნობია.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vzk
9. დედამიწის გარშემო ორი ახალი "მთვარის" არსებობა დადასტურდა
ნახევარსაუკუნოვანი სპეკულაციების შემდეგ უნგრელმა ასტრონომებმა და ფიზიკოსებმა დედამიწის ორი ახალი თანამგზავრის არსებობა დაადასტურეს. ეს ორი მტვრის ღრუბელია, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 400 000 კილომეტრის დაშორებით იმყოფება.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vyy
10. კვლევა: ეზოში თამაში ბავშვებში მხედველობის პრობლემების რისკს ამცირებს
ფოტო: Andrew Seaman/Unsplash
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დროის გარეთ გატარებას ბავშვებში ახლომხედველობის განვითარების რისკების მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ ბავშვები სახლის გარეთ საკმარის დროს არ გაატარებენ, მათში მხედველობის პრობლემების განვითარების რისკი შესაძლოა 60 პროცენტამდე გაიზარდოს.
წყარო: Washington Post
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები