კიდევ უფრო სწრაფი და დახვეწილი - HUAWEI-მ ახალი Mate20 სერია წარადგინა
ფოტო: Huawei
16 ოქტომბერს HUAWEI-მ ლონდონში პრემიუმ კლასის ორი ახალი სმარტფონი, Mate20 და Mate20 Pro წარადგინა. ახალი ფლაგმანები ყველაზე დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური სმარტფონებია, რაც კი HUAWEI-ს აქამდე შეუქმნია.
"HUAWEI Mate20 სერია შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მომხმარებლის საუკეთესო "მეგობარი“. ის აღჭურვილია განახლებული ხელოვნური ინტელექტით, მძლავრი ელემენტითა და შთამბეჭდავი კამერებით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ სრულყოფილ ცხოვრებას ეზიარონ“, - აღნიშნა HUAWEI-ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ.
Kirin 980
ფოტო: Huawei
Mate20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში ამ დროისთვის ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით - Kirin 980-ით. ახალი პროცესორი მის წინამორბედზე 20%-ით უფრო ეფექტური და 40%-ით უფრო სწრაფია. მასში ასევე ჩამონტაჟებულია ახალი თაობის ბირთვი, რომელიც მის წინამორბედზე 75%-ით უფრო ძლიერი და 58%-ით უფრო ეფექტურია. ჯამში ახალი პროცესორის წყალობით სმარტფონის გრაფიკული შესაძლებლობები 46%-ით არის გაუმჯობესებული.
ჩიპში ჩაშენებული სპეციალური "ორმაგი ტვინის" (NPU) წყალობით, მის ხელოვნურს ინტელექტის შეუძლია ჭკვიანურად გაანაწილოს პროცესორის წინაშე არსებული დავალებები, რაც სმარტფონის მოხმარებას ერთიორად უფრო სწრაფს ხდის. ორმაგი NPU-ს გამოყენებით სმარტფონს წუთში 4 500-მდე გამოსახულების ამოცნობა შეუძლია.
Leica-ს სამმაგი კამერა
ფოტო: Huawe
ახალ სმარტფონში არსებული სამივე ძირითადი კამერა Leica-სთან თანამშრომლობით არის შექმნილი. HUAWEI Mate20 Pro აღჭურვილია 40 მეგაპიქსელიანი ძირითადი, 20 მეგაპიქსელიანი ფართო ხედვის (16mm) და 8 მეგაპიქსელიანი ტელე-ფოტო ლინზის მქონე კამერით. ახალ სმარტფონს ფოკუსის დაჭერა ლინზიდან 2.5 სანტიმეტრის დაშორებითაც კი შეუძლია.
Mate20 სერიას ასევე გააჩნია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პორტრეტული ფერადი რეჟიმი. მას შეუძლია სურათში სასურველი ობიექტი ფერადი დატოვოს, ხოლო მის გარშემო არსებული სივრცე კი შავ-თეთრი გახადოს.
ფოტო: Huawei
აღნიშნულ ლინზათა ერთობლიობა საშუალებას იძლევა, რომ საკუთარი სმარტფონით მივიღოთ ისეთივე გამოსახულება, როგორიც პროფესიული ფოტოაპარატით გადაღების დროს.
ახალი ოპერაციული სისტემა
ფოტო: Engadget
Mate20 აღჭურვილია Android Pie-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემით, EMUI 9.0-ით. მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ეკრანზე მარტივი შეხებით სმარტფონის ყველა მთავარი სამუშაო თუ გასართობი ფუნქციით ისარგებლონ. EMUI 9.0-ს მოჰყვება GPU Turbo 2.0, რაც თამაშებს დამატებითი მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ოპერაციულ სისტემაში ასევე ჩაშენებულია ფუნქცია HiVision, რომლის წყალობითაც სმარტფონის კამერას ცნობილ ღირშესანიშნაობებისა და ნახატების ამოცნობა და მათზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. HiVision გვაწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის კალორიების ოდენობის შესახებაც.
უძლიერესი ელემენტი და უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგია
ფოტო: Huawei
HUAWEI-ს ახალ ფლაგმანებში შევხვდებით 4200-მილიამპერიან ელემენტსა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც სულ რაღაც 30 წუთში ტელეფონის ელემენტის 70%-მდე შევსებაა შესაძლებელი.
სმარტფონს უსადენო დატენვის საშუალებაც აქვს, მაგრამ გარდა საკუთარი თავისა, მას 4 200 მილიამპერიანი ელემენტით სხვა, უსადენო დატენვის ფუნქციის მქონე სმარტფონების დატენვაც შეუძლია.
4.5G LTE და უსწრაფესი WiFi
Mate20 Pro მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც 4.5 LTE ქსელის მხარდაჭერა აქვს, რაც საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლებმა 1.4 გბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარით ისარგებლონ. მას ასევე აქვს მსოფლიოში უსწრაფესი WiFi კავშირი.
Mate20 Pro-ს აქვს 3D Face Unlock მხარდაჭერა, რისი საშუალებითაც სმარტფონს მომხმარებლის ამოცნობა წამის მეათედებში შეუძლია. 3D სენსორის მქონე კამერის სისტემა ტელეფონის წინა მხარესაა განთავსებული.
ტელეფონში გამოყენებულია სპეციალური გამძლე მინა, რომელზეც თითის ანაბეჭდები არ რჩება.
ქართველი მომხმარებლებისთვის ზურმუხტისფერი HUAWEI Mate20 Pro სულ ცოტა ხანში იქნება ხელმისაწვდომი.
HUAWEI-ს სმარტფონები და სერვისები 170-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მას მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი იყენებს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი, რომლის კვლევითი და განვითარების ცენტრებიც აშშ-ში, გერანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთში და ჩინეთშია განთავსებული, ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები