23 ნოემბერი, Flamingo ჰაუს მუსიკის 1-დღიანი ფესტივალი
ფოტო: Flamingo
Flamingo ხელოვნების პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. მისი მიზანია, საქართველოში ახალი სივრცეები შექმნას ხელოვნებისათვის. ამავე სახელით გამოდის ორენოვანი გაზეთიც, რომლის ფურცლებზეც გამორჩეულად ნიჭიერ ქართველ მხატვრებსა თუ მუსიკოსებს ნახავთ.
23 ნოემბერს Flamingo ჰაუს მუსიკის 1-დღიან ფესტივალს აწყობს, თუმცა ეს მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება არ იქნება. აბრეშუმის ქარხანაში მისულ მსმენელს აუდიო და ვიზუალური ხელოვნების საინტერესო სინთეზი დახვდება: ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ქართველი ხელოვანების ინსტალაციები.
რაც შეეხება ლაინაფს - ჰაუს მუსიკის მსმენელებისთვის ეს სახელები ნაცნობი იქნება:
Flamingo Stage
KEVIN SAUNDERSON - ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დეტროიტული ტექნოს და ჩიკაგოს ჰაუს ჟღერადობის შექმნასა და განსაზღვრაში. მისი შემოქმედება 80-იან წლებში იწყება ტექნოს ორ გიგანტთან, Juan Atkins-თან და Derrick May-სთან კოლაბორაციით.
DELANO SMITH - ჩიკაგოში დაბადებული და დეტროიტში გაზრდილი, ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი. ადრეული 80-იანებიდან ის ჯერ დეტროიტის ცნობილი კლუბების რეზიდენტი იყო, ხოლო მოგვიანებით მისმა მუსიკამ და დინამიურმა სეტებმა, რომელიც დისკო/ფანქ/ჰაუს ჟღერადობაზე იყო ორიენტირებული, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი Mixmode Recordings-ზე გამოიცემოდა, ხოლო ლეიბლ Sushitech-თან კოლაბორაციის შემდეგ ის Panorama Bar-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულარული აქტი გახდა.
Flamingo stage ასევე უმასპინძლებს დეტროიტის პირველ ლედად წოდებულ K-HAND -ს რომელმაც შეძლო კაცებით დომინირებულ ინდუსტრიაში თავისი სრულიად უნიკალური ნიშა შეექმნა და მსოფლიოსთვის ჰაუს მუსიკის სრულიად ახლებური ჟღერადობა შეეთავაზებინა. პროდიუსერი, რომელმაც კარიერის ადრეულ ეტაპზევე უარი თქვა Jeff Mils-ის Underground Resistance-ის შეთავაზებაზე და თავად დააფუძნა საკუთარი ლეიბლი Acacia Records, რათა დამოუკიდებლად გაეკვალა გზა მუსიკაში. K-HAND გახლავთ პირველი დეტროიტელი არტისტი, რომელიც ლეგენდარულ Warp Records-სა და !K7-თან თანამშრომლობდა.
PIOTR BEJNAR - თანამედროვე ელექტრონული მუსიკის გამორჩეული ექსპერიმენტატორი პოლონეთიდან, რომელიც ცოცხალი შესრულებისას წარმოუდგენელ ტექნიკებს იყენებს განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად. მას არაერთხელ გამოუყენებია საკუთარი და მსმენელის გულისცემა მუსიკალური რითმის შესაქმნელად. OTAKE Records-ის დამფუძნებლის ცოცხალი შესრულებები მსმენელის ჩართულობითა და მოულოდნელი ექსპერიმენტებით გამოირჩევა.
წარმოშობით კანადელი, ამჟამად კი ეგვიპტეში მცხოვრები ტექნო სცენის ახალი სახე DINA, რომელიც აქტიურად იყენებს 3D მეფინგსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს მგრძნობიარე გარემოს შესაქმნელად, რითიც თანდათან იპყრობს ინდუსტრიის ყურადღებას. მას უკვე არაერთი სეტი აქვს შესრულებილი სცენის ისეთ დიდ ფიგურებთან ერთად როგორიცაა Kanding Ray, Chez Damier და სხვები.
მათთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება, ქართველი DJ და პროდიუსერი, Kat records - ის წევრი Hatsval.
Exhibition Stage
ეზოს სივრცე უმასპინძლებს ქართველი არტისტების ინსტალაციების გამოფენას, რომლის მიზანია ხელოვნების ეს დარგი გააერთიანოს და სინთეზში მოიყვანოს ელექტრონულ მუსიკასთან.
სცენას დაიკავებს ქართველი მუსიკოსი, ლეიბლ PalmsStructure-ის დამფუძნებელი DJ SendNudes. მის ლეიბლზე დარელიზდა, ქართველი გამორჩეული მუსიკოსების: Hamatsuki, Will Gates, Toke, levan Shanidze და სხვა ტრეკები.
WILL GATES - ქართველი Dj და პროდიუსერი, რომელსაც გამოშვებული აქვს სოლო EP (TBA). მისი მუსიკალური მიმართულება ორიენტირებულია acide house, Chicago house და techno ჟღერადობაზე.
ZURKIN - ქართული ელექტრონული მუსიკალური კულტურის გამორჩეული არტისტი და VODKAST RECORDS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
A.Tabukashvili - ტექნო სცენის გამორჩეული და ელექტრონული კულტურის ერთ-ერთი პიონერი მუსიკოსი, კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი და მუსიკალური პროექტის Greenbeam & Leon-ის წევრი. Exhibition Stage-ზე იგი წარსდგება პროექტ A.Tabukashvili-ით, რომელიც დაფუძნებულია Electro და Dub Techno ჟღერადობაზე.
LIVE (set) Series
ანუშკა ჩხეიძე - 20 წლის მუსიკოსი, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული ხმის ჟღერადობით. ანუშკამ რამოდენიმე წელი გაატარა მუსიკალურ სკოლაში, სადაც ის პატარა სამლოცველოში მღეროდა. იქ მან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და სწორედ ეს გახდა მისი შთაგონების წყარო შემდგომ მუსიკალურ კარიერაში. ამჟამად, ანუშკა არის CES Records- ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი.
SAPHILEAUM - ახალგაზრდა დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, რომლის მუსიკაც გამოირჩევა ემბიენთ ჟღერადობით. მისი შთაგონების წყარო ლოკალური სცენა, ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენებია. SAPHILEAUM-ის სადებიუტო EP "As If Rivers Could Speak" 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ CONTROLLED VIOLENCE-ზე გამოიცა. მისი ნამუშევრები ასევე გამოქვეყნებულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITE, OSLATED, LETT RECORDS, STRUCTURAL REALISM (PALMSTRUCTURE-ის სუბლეიბლი) და SOUL GATHERING.
მასთან ერთად Live Set-ით წარსდგება ქართველი DJ და პროდიუსერი WROM_AKA_ANTIPPROJECT.
თარიღი: 23 ნოემბერი 13:00 - 24 ნოემბერი 09:00
მისამართი: აბრეშუმის ქარხანა, მ. კოსტავა #59
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ
გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები