მთვრალი კაცი, ლამა, მაჩვი და ქაფქეიქი - Apple 158-მდე ახალ ემოჯის ამატებს
ფოტო: Emoji-Tastic
ტრადიციულად, iOS-ის ყველა განახლებას თან ახალი ემოჯიები ახლავს, გამონაკლისი არც ამ ოპერაციული სისტემის ბოლო განახალება, iOS 12.1 ყოფილა. მასში 158 ახალი ემოჯია, რომელთა შორის შეხვდებით სალათის ფურცელს, მაჩვს, მთვრალ კაცს, ადამიანის ფეხს და სხვებს.
ყველაზე დიდი ყურადღება 158-დან ერთმა, არც მეტი, არც ნაკლები, მთვრალმა ემოჯიმ დაიმსახურა.
ეს ის ემოჯია, რომელიც ღამის ორ საათზე ბართან მოგიჯდებათ, უკუღმა დალაგებული წინადადებებით თქვენს გაცნობას შეეცდება, შემდეგ კი თმაზე ლუდს გადაგასხამთ. სავარაუდოა, რომ მას ყველაზე ხშირად პარასკევსა და ვიქენდზე გამოიყენებთ, მისი საშუალებით, არაფხიზელ მდგომარეობაში გადამხდარი ისტორიების მეგობრებისთვის მოყოლა ერთიორად გაგიადვილდებათ.
ასევე განახლებულია ტელეფონის ემოჯიც, რომელსაც ახლა არა iPhone 6-ის, არამედ iPhone X-ის ფორმა აქვს. ახალი ემოჯიების პრეზენტაცია პირველად 17 ივლისს, ემოჯის მსოფლიო დღეზე მოხდა.
ფოტო: Emojipedia
"ემოჯიებს დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები იყენებენ. iOS 12.1-ში კი ჩვენ დავამატეთ ისეთი სიმბოლოები, რომლებიც ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვაში დაეხმარებათ", - აცხადებენ Apple-ში.
ემოჯი უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ენად არის დასახელებული. TalkTalk Mobile-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 72-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ემოციების გამოხატვა ემოჯის სიმბოლოებით უფრო უადვილდებათ, ვიდრე ტექსტით.
ყოველდღიურად ფეისბუქზე დაახლოებით 60 მილიონი ემოჯი ზიარდება. Emoji Tracker-ის მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად გამოყენებული ემოჯი ლათინური ასოების სიმბოლოა, რომელიც რამდენიმე თვეა არავის გამოუყენებია, ხოლო ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიმბოლო კი გაცინებული ემოჯია, რომელსაც სიცილისგან ცრემლები მოსდის.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები