რატომ უნდა ვისაუბროთ კიბოზე
ფოტო: Kimberly Carney
რამდენად ხშირად გინახავთ სელფი ქიმიოთერაპიიდან? ალბათ - არც ისე ხშირად. კიბოზე საუბრები როგორც წესი, საჯარო სივრცის მიღმა, სახლებში ან საავადმყოფოებში მიმდინარეობს, დიაგნოზზე კი ხშირად მხოლოდ ჩურჩულებენ.
რამდენიმე თვის წინ ფეისბუქზე მაკიაჟისა და თავის მოვლის ჯგუფში ერთმა გოგომ საკუთარი ისტორიის გაზიარება დაიწყო. თითო სელფი - ქიმიოთერაპიის თითო სესიიდან და მოკლე მინაწერი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჯგუფის ყველა წევრი თავს ადევნებდა ექვსი კვირის განმავლობაში მეტასტაზების თანდათანობით ქრობის პროცესს და გზას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი გადის, ოღონდ - ჩუმად.
"ვიდრე მე აღმოვჩნდებოდი ამ პრობლემის წინაშე, ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, რომელთაც იგივე გადახდათ. იმდენად იყვნენ ჩაკეტილები, დათრგუნულები და ყველაფრისგან მოწყვეტილები, რომ მე არ მინდოდა, იგივე გზა გამევლო და გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერთან განსხვავებული მიდგომა უნდა მქონოდა. ამ ბრძოლაში არ უნდა ვყოფილიყავი მარტო და დამემტკიცებინა, რომ მიუხედავად ურთულესი მომენტებისა, ცხოვრება გრძელდება. ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ისევ ისეა, ჩვენ ისევ ის ადამიანები ვართ, ვინც აქამდე ვიყავით. უნდა მომეყოლა ყოველი დღე ადამიანებისთვის, გამეზიარებინა გამოცდილება, უბრალოდ იმედი მიმეცა, მომესმინა მათთვის. დიაგნოზის პირველსავე დღიდან დავიწყე ამაზე საუბარი ყველასთან: უცნობთან და ნაცნობთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ექიმებთან, რომ სოციუმის აზრი უნდა შეგვეცვალა ამ და მსგავს დაავადებებთან დაკავშირებით, ყველას ერთად. მარტო ამას ვერასოდეს შევძლებდი", - ამბობს 32 წლის მარიამი.
"არსებობს უამრავი სქრინინგ ცენტრი და კარგი ექიმი, უბრალო გამოკვლევა სულ 30-40 წუთს მოითხოვს, ეს დრო წელიწადში ერთხელ ყველამ უნდა დავუთმოთ საკუთარ თავს"
"როცა მარტო დავრჩი ამ ყველაზე რთული სიტყვების მოსასმენად, ძალიან შეშინებული ვიყავი და მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ექიმის დამოკიდებულება და გამჭრიახობა უმნიშვნელოვანესია პაციენტისთვის. პირველად დიაგნოზი გავუზიარე ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომელმაც იმ მომენტიდანვე ყველა საქმე გადადო და მითხრა, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს, ამ ყველაფერს ერთად დავამარცხებთო. პირველი დღიდან ჩემ გვერდითაა და ფაქტობრივად ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს დღემდე. ასეთ დროს პასუხისმგებლობა გიჩნდება და როცა ხედავ, როგორ იბრძვიან სხვა ადამიანები შენი სიცოცხლისთვის, თავს უფლებას აღარ აძლევ, დანებდე და ფარ-ხმალი დაყარო. ამიტომაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა პაციენტის ირგვლივ მყოფი ადამიანების განწყობას. შემდეგ იყო დედა, ყველაზე მძიმე წუთები ზუსტად ამ დროს მქონდა, მაგრამ თვითონვე მითხრა, რომ პანიკაში ჩავარდნის არც დრო იყო და არც საჭიროება და მას შემდეგ ყოველ წამს ცდილობს, ის უდიდესი ძალა მომცეს, რისი მატარებელიც თვითონაა. შემდეგ იყო ოჯახის დანარჩენი წევრები და სოციალური ქსელი. ჩემს პირველსავე წერილს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწერდნენ და ახლაც მწერენ სრულიად უცხო ადამიანები, ვინც ეს გზა უკვე გამოიარა. მიზიარებენ რჩევებს, გამოცდილებას, რომელიც იმდენად დამეხმარა, რომ ამის წარმოდგენა იმ ადამიანისთვის, ვისაც თავად არ გაუვლია, მსგავსი პერიოდი ფაქტიურად შეუძლებელია. ჩემთვის ეს დაავადება ვერ აღმოჩნდა საკმარისად ვერაგი, იმდენი მზე და სითბო შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში ამ ადამიანების სახით"
ვარდისფერი ქოლგების ხეივანი ბულგარეთში, სოფიაში. ინსტალაცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება
ფოტო: STOYAN NENOV / REUTERS
რატომ ასაიდუმლოებენ ადამიანები დიაგნოზს და მასთან ბრძოლის მეთოდებს? მარიამის თქმით, უამრავ ანონიმურ წერილს იღებს ქალებისგან, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობას ოჯახთან, სამსახურში და მეგობრებთან სხვადასხვა მიზეზით მალავენ. მათ ეშინიათ, რომ შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ, ან საყვარელმა ადამიანებმა აღარ ისურვონ მათთან კონტაქტი. არსებობს ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული წინასწარგანწყობებიც: ადამიანები ფიქრობენ, რომ არასრულფასოვნები ხდებიან.
"სანამ ჩვენს ქვეყანაში არ დაიმსხვრევა მსგავსი უვიცობით გამოწვეული შეხედულებები, ეს პრობლემა იარსებებს მუდმივად და შესაბამისად იარსებებენ ადამიანები, რომლებიც აირჩევენ გამუდმებით ჩრდილში ყოფნას, ერთ ოთახში გამოკეტილები, შარფების, ქუდების, სათვალეების მიღმა. მე ვიცი, რას ნიშნავს შიშთან მარტო ცხოვრება. ავტოპალპაციით აღმოჩენილი კვანძის არსებობიდან სამი თვე მოვანდომე გადაწყვეტილების მიღებას, ექიმთან მივსულიყავი და ეს სამი თვე იყო სრული აგონია, სრული ქაოსი, სრული უიმედობა, თვალებით ვემშვიდობებოდი ჩემს შვილებს, ვერ ვხედავდი მათ მომავალს, საერთოდ ვერ ვხედავდი მომავალს და მინდა ყველას, განურჩევლად ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცი, რამდენად ახალგაზრდაა, ვუთხრა: როცა საკუთარი სხეული მოგვცემს ნიშანს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, არ დავიწყოთ ინტერნეტის საშუალებით თვითდიაგნოსტიკა, არ გამოვუტანოთ საკუთარ თავებს განაჩენი. ამისათვის საჭიროა მოვუსმინოთ საკუთარ სულს და სხეულს, დავუმეგობრდეთ, ვესაუბროთ, აღმოვაჩინოთ, რა სჭირდებათ".
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მარიამმა საკუთარი ისტორიის გასაჯაროება გადაწყვიტა, პრევენციის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმაა.
"ხშირად სწორედ ოჯახი უკრძალავს პაციენტს საჯაროდ საკუთარ მდგომარებაზე საუბარს და არამარტო ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში"
"არსებობს უამრავი სქრინინგ ცენტრი და კარგი ექიმი, უბრალო გამოკვლევა სულ 30-40 წუთს მოითხოვს, ეს დრო წელიწადში ერთხელ ყველამ უნდა დავუთმოთ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ პრევენცია არის ფუნდამენტალური, ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა სახის პათოლოგიასთან ბრძოლაში. რაც უფრო ადრე გვეცოდინება ამა თუ იმ პრობლემის არსებობის რისკების შესახებ, მეტი გზა იქნება გადარჩენისთვის. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემს მდგომარეობაშია, ან რაღაცას ეჭვობს, ეშინია, ვერ ბედავს, აუცილებლად იპოვონ ძალა, რომელიც სპეციალისტამდე მიიყვანს. მე გაცილებით კარგად ვიგრძენი თავი უკვე მზა დიაგნოზის მიღების შემდეგ, ვიდრე მანამდე, იმიტომ, რომ არ არსებობს იმაზე მეტად საშინელი შეგრძნება, ვიდრე ეჭვია. სამწუხაროდ, ძუძუს კიბოს შემთხვევაში სტატისტიკურად ამ სახის პათოლოგია ძალიან გაახალგაზრდავდა. ადრე თუ ქალების უმეტესობა ორმოც წელს ზემოთ ავადდებოდა სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა პათოლოგიებით, დღევანდელ პერიოდში ამ ასაკმა კატასტროფულად იკლო. ამიტომ ყველა გოგონა უკვე 25 წლის ასაკიდან ყოველ წელიწადს უნდა მიდიოდეს სქრინინგ ცენტრში თავის დაზღვევის მიზნით. სამი თვის დაკარგვამ მე მიმიყვანა მარჯვენა ძუძუს ინვაზიური კარცინომას მესამე სტადიამდე, თავის ოცდათორმეტი მეტასტაზური კვანძით. ეს იყო უდიდესი შეცდომა საკუთარი თავის და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების წინაშე. ზუსტად ეს იყო მიზეზი, რის გამოც ვიფიქრე, რომ საუბრისას მხოლოდ ოჯახის წევრებითა და მეგობრებით არ უნდა შემოვფარგლულიყავი. მინდოდა, ეს ყველაფერი შემეცვალა, როგორც ჩემზე ადრე შეცვალეს ჩემმა ახალმა მეგობრებმა, ჩემს შემდეგ კი შეცვლიან სხვები და ასე გამუდმებით.
სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ იცის, როგორ მოიქცეს, როცა სხვა ადამიანს რაიმე ავადმყოფობა ან პათოლოგია აღმოაჩნდება. ხშირად სწორედ ოჯახი უკრძალავს პაციენტს საჯაროდ საკუთარ მდგომარებაზე საუბარს და არამარტო ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ადამიანებს არ გვიძებნია ჩვენ-ჩვენი ავადმყოფობები, არ გვდომებია ავად გახდომა, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ჩვენ ყველამ ერთად საკუთარ თავს უნდა ვაიძულოთ მსგავს მძიმე თემებზე საუბარი, რაც შეიძლება ხშირად მეტი ინფორმაცია მივიღოთ ერთმანეთისგან, მეტი გამოცდილება, უნდა შევცვალოთ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც თვლის, რომ სახლებში უნდა გამოვიკეტოთ, პირბადე ავიკრათ. ეს არ მოხდება და ეს აუცილებლად, აუცილებლად შეიცვლება".
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. შეგიძლიათ თქვენი წვლილი ამ საქმეში თუნდაც ამ სტატიის გაზიარებით შეიტანოთ.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან

კომენტარები