ვან გოგი სასოწარკვეთილებაზე, პრინციპულობასა და დიდების ძიებაზე
ფოტო: Van Gogh
ალბერ კამიუ გვაფრთხილებდა, რომ "ისინი, ვინც ბედნიერების ნაცვლად პრინციპულობას აირჩევენ, უბედურები დარჩებიან". ეს ნიშნავს, რომ ქმედითი ბედნიერების ხარჯზე გაქვავებული დოგმების ჯიუტი მორჩილება უბრალოდ არაადამიანური თვითგვემის ერთ-ერთი ფორმაა. თითქმის ერთი საუკუნით ადრე, ვინსენტ ვან გოგი (1853, 30 მარტი - 1890, 29 ივლისი) დიდი ყურადღებით უტრიალებდა ამ საკითხს წერილში, რომელსაც თავის ძმას, თეოს წერდა.
ეს წერილი მოიპოვება 800-გვერდიან საგანძურში სახელად მარად შენი: ძირითადი წერილები რომელიც, გარდა იმისა, რომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფია, მემუარი და ისტორიული წიგნია, ვან გოგის მიერ საკუთარი დანიშნულების ძიების ქრონიკაცაა.
ვან გოგი წერილს აკვარელით შესრულებული ჩანახატის აღწერით იწყებს და იქვე სანაპიროს პეიზაჟის სკეტჩსაც ურთავს. ამის შემდეგ კი განიხილავს, თუ რას ნიშნავს, იყო ჭეშმარიტად წარმატებული. ამისკენ მას თეოს მიერ აღწერილი უგზო-უკვლო, ჟინმომდგარი პარიზელი არტისტები უბიძგებენ.
სანამ ვენდელ ბერის დიდებული ნააზრევი გამოქვეყნდებოდა იმის შესახებ, რომ სიამაყე და სასოწარკვეთილება შემოქმედებითობის ორი მთავარი მტერია, მთელი საუკუნით ადრე სულ რაღაც 29 წლის ვინსენტი წერდა:
"ვინ იცის, რამდენი დანებდა სასოწარკვეთას პარიზში - მშვიდ, რაციონალურ, ლოგიკურ და საკმაოდ სამართლიან სასოწარკვეთას? ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო მყარად მჯერა, რომ წარმატებისკენ გადადგმული უკლებლივ ყველა ნაბიჯი პატივისცემის ღირსია. მჯერა იმისიც, რომ შესაძლებელია წარმატებას მიაღწო და თანაც ისე, რომ სასოწარკვეთით არ დაიწყო. თუნდაც გზადაგზა მარცხი იწვნიო და თუნდაც უიმედობა შემოგეძალოს, მთავარია ყველაფრის და მიუხედავად აღდგე და არ დაკარგო გამბედაობა მაშინაც კი, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გეგმავდი".
ვან გოგის აზრით, სწორედ ეს აცდენა აბსტრაქტულ პრინციპებსა და კონკრეტულ ქმედებებს შორის წარმოშობს იმ თავდაჯერებულ იდიოტებს, რომლებიც, გულზე მჯიღის ცემის მიუხედავად, არაფრით არ არიან სასოწარკვეთილ პარიზელ არტისტებზე უკეთესები.
"არ იფიქრო, რომ შენ მიერ აღწერილ ხალხს სიბრალულით ვუმზერ მარტო იმიტომ, რომ მათი ცხოვრება არ არის დაფუძნებული მყარ და კარგად გააზრებულ პრინციპებზე. მე უბრალოდ მგონია, რომ შედეგი უნდა იყოს მოქმედება და არა რაღაც აბსტრაქტული იდეა. პრინციპულობას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის ქმედებაში ვლინდება და მგონია, რომ სასარგებლოა ჩაუკვირდე შენს თავს და ეცადო რომ თანმიმდევრული იყო, რადგან ეს შემოქმედებით ნებელობას უფრო მტკიცეს ხდის, ხოლო გაბნეულ ქმედებებს აერთიანებს და ფორმას აძლევს. ჩემი აზრით ის ადამიანები, რომლებსაც შენ აღწერ, უფრო მეტ სიმყარეს შეიძენდნენ, თუკი უფრო აზრიანად იმოქმედებდნენ, თუმცა სხვა მხრივ, ისინი ბევრად მირჩევნია იმ ხალხს, რომლებიც ბოლო ხმაზე გაჰყვირიან საკუთარი პრინციპების შესახებ და, ამავდროულად, თითსაც არ ანძრევენ იმისთვის, რომ რამე ხელშესახები შექმნან ან თუნდაც დაფიქრდნენ მაინც ამაზე, რადგან ამ უკანასკნელთათვის უკეთილშობილესი პრინციპებიც კი ყოვლად ფუჭი და გამოუსადეგარია, მაშინ, როცა პირველნი, თუკი ოდესმე მაინც მოახერხებენ ნებისყოფის მოკრებას, დიად საქმეებს ჩაუდგებიან სათავეში. დიდება მიიღწევა არა ერთი დიდი იმპულსით, არამედ მრავალი მცირე დეტალის გაერთიანებით".
ვან გოგის წერილი თეოს, 22 ოქტომბერი, 1882
ვან გოგი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის ხელოვნება იდეების უხილავ იმპულსებს ხელშესახებ დიდებულ ერთიანობაში, რომელიც თან ამართლებს ამ იდეების არსებობას და თან განისაზღვრება კიდეც მათ მიერ.
"რა არის ნახატი? ზუსტად როგორ მოვედით აქამდე? ეს არის მცდელობა, გავანგრიოთ უხილავი რკინის კედლი, რომელიც აცალკევებს იმას, რასაც შევიგრძნობთ იმისგან, რისი შექმნაც შეგვიძლია. როგორ უნდა გავანგრიოთ ეს კედელი, თუკი რქებით დაჯახებას აშკარად არანაირი შედეგი არ მოაქვს? ჩემი აზრით, ის უნდა გავბზაროთ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და მოთმინებით ვეცადოთ მის ჩამონგრევას. მითხარი, როგორ უნდა გაუმკლავდე ამ დავალებას ისე, რომ გზად შემართება არ დაკარგო და არ მისცე მრავალ ცდუნებას უფლება, რომ საქმეს მოგწყვიტოს? გამოსავალი ცხოვრებისა და ქმედებების საკუთარი პრინციპების თანახმად მომართვაშია.
და ეს მხოლოდ ხელოვნებას არ ეხება - ყველა სხვა სფეროშიც იგივე მექანიზმი მუშაობს, რამეთუ დიდება შემთხვევითობით არ მიიღება - ის ნებისყოფის აქტია. ხოლო ის საკითხი, თავდაპირველადი ქმედებები განსაზღვრავენ ადამიანის პრინციპებს, თუ პრინციპები განაპირობებენ ქმედებებს ისეთივე უაზრო და მნიშვნელობას მოკლებული მეჩვენება, როგორიც იმის რკვევა, ჯერ ქათამი იყო თუ კვერცხი
მჯერა, რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ცდილობს თუ არა ადამიანი საკუთარი ნებისყოფისა და აზროვნების უნარის განვითარებას"
ვან გოგის წერილები კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გონების აქამდე არნახულ სურათს გვიხატავს - ეს არის კაცი, რომელმაც გონებრივ აშლილობასთან დაუსრულებელი, მტანჯველი ბრძოლის მიუხედავად მოახერხა, შეექმნა განუმეორებელი ბრწყინვალების ხელოვნების ნიმუშები და, ამასთან ერთად, დახმარებოდა მეცნიერებას, აეხსნა მოძრაობისა და შუქ-ჩრდილის საიდუმლოებები.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები