რა უნდა თქვათ, რომ სხვებს დააჯეროთ, რომ რობოტი არ ხართ?
ფოტო: sarah5/iStock
თუ ცდილობთ, რომ სხვას დააჯეროთ, რომ თქვენ ნამდვილად ადამიანი ხართ, რას ეტყოდით მას? ალბათ რაიმეს ემოციებზე ან გრძნობებზე. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები უფრო მეტად დაგიჯერებენ, თუ ისეთ სიტყვებს ახსენებთ, როგორიც მაგალითად განავალია.
ტურინგის ტესტი ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც ვსაზღვრავთ რამდენად კარგად შეუძლია რობოტს ადამიანის მსგავსად აზროვნება. ტურინგის ტესტის ყველაზე მარტივი მაგალითი ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანს შორის წერილობითი საუბარია, თუ ადამიანი ვერ ხვდება, მისი მოსაუბრე კომპიუტერია თუ ნამდვილი ადამიანი, კომპიუტერი ტესტს წარმატებით აბარებს.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 1 089 ადამიანმა მიიღო. მათ სთხოვეს დაესახელებინათ სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავდა ჩვენში ადამიანობას.
მონაწილეთა 47 პროცენტის მიერ არჩეული სიტყვები ისეთ საკითხებთან იყო კავშირში, როგორიც ემოციები, ფიქრი და გონებაა. ყველაზე პოპულარული სიტყვა კი სიყვარული იყო, რომელიც პასუხების 14 პროცენტს შეადგენდა.
კვლევის შემდეგ ეტაპში დამატებით 2 405 ადამიანი ჩაერთო. მეცნიერებმა ნათქვამი სიტყვები შემთხვევითობის პრინციპით წყვილებად დაალაგეს - მაგალითად ბანანი და სევდა, რის შემდეგაც მონაწილეებს უთხრეს, რომ ერთი მათგანი ადამიანის მიერ იყო ნათქვამი, ხოლო მეორე კი - რობოტის.
მონაწილეებს ევალებოდათ, გამოეცნოთ რომელი სიტყვა იყო ადამიანის მიერ ნათქვამი. ყველაზე ნაკლები ხმა სიტყვა "რობოტმა" მიიღო, რაც მოსალოდნელი იყო, თუმცა გასაკვირი ის სიტყვაა, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, "განავალია."
ამას შეიძლება ის ფაქტი იწვევდეს, რომ სხვადასხვა ტაბუირებული სიტყვები ადამიანებში ძლიერ ემოციებს აღძრავს.
"ისეთი სიტყვები, როგორიც არის სიყვარული, პატიება და თანადგომა ადამიანებში ძლიერ ემოციებს იწვევს და ისინი მაღალ კოგნიტურ შესაძლებლობებთანაა კავშირში. თუმცა კვლევაში დავადგინეთ, რომ ადამიანებში ზოგჯერ უფრო ძლიერ ემოციებს ტაბუირებული სიტყვები აღძრავს," - ამბობენ კვლევის ავტორები.
ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ახლა უკვე ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, რომ ეს ინფორმაცია წაიკითხოს და ადამიანების შეცდომაში შესაყვანად ახალი სიტყვების გამოყენება დაიწყოს. ამიტომ შეიძლება ეს კვლევა ტურინგის ტესტის დროს ადამიანისა და რობოტის გარჩევაში არ გამოგვადგეს, თუმცა ის გვაწვდის ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ადამიანები საკუთარ თავს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები