ვუდი ალენის ცოლი დუმილს არღვევს — ის, რაც ვუდის დაემართა უსამართლობაა
საკუთარი შვილობილის გაუპატიურებაში დადანაშაულებული რეჟისორის, ვუდი ალენის ცოლი სუნ ი პრევინი ხანგრძლივ დუმილს აძლევს და გახმაურებულ საქმეზე Vulture-სთან საუბრობს.
სუნ ი ამბობს, რომ დილან ფეროუს ყველა ბრალდებები ტყუილია, ამ ყველაფრის უკან კი ვუდის ყოფილი ცოლი, მსახიობი მია ფეროუ დგას.
"ის, რაც ვუდის დაემართა ერთი დიდი უსამართლობაა. მია ფეროუმ, ჰოლივუდში აგორებული კამპანია #MeToo გამოიყენა და დილანი მსხვერპლად აქცია, რაც რეალობა სულაც არ არის. ყველაზე სამწუხარო კი ამ ამბავში ის არის, რომ ამიერიდან ყველა ამ ისტორიას უსმენს და იჯერებს", - ამბობს პრევინი.
გარდა ამისა, სუნ ი თავის ბავშვობასაც იხსენებს და ამბობს, რომ მია ფეროუ საშინელი დედა იყო და ხშირად მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდა.
"ის [მია ფეროუ] ფეხებით მიჭერდა და მეუბნებოდა, რომ როცა სისხლი ტვინს მიაწვებოდა, უფრო ჭკვიანი გავხდებოდი. მდიდრული ცხოვრება არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა მას ჰქონა. მია ხსირად მიმეორებდა, თუ როგორ გამიმართლა, რომ მიშვილა. დედაჩემს "მეძავს" ეძახდა და მიმეორებდა, რომ მისი სისხლი გენებში მქონდა", - ყველა სუნ ი.
შეგახსენებთ, რომ ვუდი ალენი და მისი შვილობილი, სუნ ი ერთმანეთზე 1997 წელს დაქორწინდნენ, თუმცა წინ ამას დიდი სკანდალი უძღოდა. მია ფეროუმ პრევინის შიშველი ფოტო ალენის უჯრაში იპოვა და ამაზე საჯარო განცხადებაც გააკეთა.
რაც შეეხება ალენს, 82 წლის რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი საქმიანობისთვის დროებით თავი დაენებებინა.
როგორც ცნობილია, რეჟისორის გადაწყვეტილების მიზეზი დილან ფეროუს ბრალდებებია, რომელიც ჰოლივუდში კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ალენის ბოლო ფილმი A Rainy Day In New York, რომელშიც მთავარ როლებს სელენა გომეზი და ტიმოთი შალამე ასრულებენ, შესაძლოა, აღარ გამოვიდეს.
ფილმის დისტრიბუციის უფლება თავიდანვე კომპანია ამაზონმა შეიძინა, თუმცა ამჯერად ამბობენ, რომ ფილმი ან საერთოდ არ გამოვა, ან მისი ჩვენება აქტიური პიარის გარეშე მოხდება.
რაც შეეხება დილან ფეროუს ბრალდებებს, ის მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა.
"ვუდი ალენის რომელი ფილმი მოგწონთ ყველაზე მეტად? სანამ მიპასუხებდეთ, გეტყვით: შვიდი წლის რომ ვიყავი, როცა ვუდი ალენმა ხელი ჩამკიდა და ჩვენი სახლის მეორე სართულზე, ჩაბნელებულ, საკუჭნაოსმაგვარ სხვენში ამიყვანა. მითხრა, იატაკზე დაწექი და შენი ძმის სათამაშო მატარებლით ითამაშეო, შემდეგ კი ჩემზე იძალადა. სანამ ამას აკეთებდა მესაუბრებოდა, მეჩურჩულებოდა, რომ კარგი გოგო ვარ, რომ ეს ჩვენი საიდუმლო იქნებოდა, მპირდებოდა, რომ პარიზში წამიყვანდა და თავისი ფილმების ვარსკვლავად მაქცევდა. მახსოვს, როგორ მივჩერებოდი მატარებელს, სხვენს რომ წრეებს არტყამდა. სათამაშო მატარებლების დანახვისას ახლაც ცუდად ვხდები", - წერს ღია წერილში დილან ფეროუ.
ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომელმაც 1993 წელს ვუდი ალენს ფეროუსთან ურთიერთობისას აყვანილ ორ და ერთ ბიოლოგიურ შვილზე მეურვეობა არ მისცა.
ფეროუსა და ალენს 13-წლიანი ურთიერთობისას ბიოლოგიური შვილი რონან ფეროუ შეეძინათ, რომელიც ახლა გამომძიებელი ჟურნალისტია. მან ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოაშკარავებას ხელი შეუწყო.
1997 წელს ვუდი ალენმა მია ფეროუს მიერ წარსულში ნაშვილები სუნ-ი პრევინი შეირთო ცოლად. მასთან ურთიერთობა ალენმა ჯერ კიდევ ფეროუსთან თანაცხოვრებისას დაიწყო.
1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ დილან ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, რონანმა და მიამ ოქროს გლობუსი გააკრიტიკეს, დილანმა კი ნიუ-იორკ ტაიმსში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალენის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
ვუდი ალენმა დილანს ასევე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული წერილით უპასუხა, ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ დილანს სექსუალური ძალადობა მია ფეროუმ შთააგონა, რადგან მისი და პრევინის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
ამავე თემაზე:
- ქეით უინსლეტი: ვწუხვარ, რომ ვუდი ალენთან მუშაობის სურვილით დაბრმავებულმა, ფეროუს ხმა ვერ გავიგე
- ვუდი ალენის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, შესაძლოა, მისი ახალი ფილმი აღარ გამოვიდეს
- დაიან კიტონი ვუდი ალენზე: ის ჩემი მეგობარია და მისი მჯერა
- კოლინ ფერტი ამბობს, რომ აღარასდროს ითანამშრომლებს ვუდი ალენთან
- ვუდი ალენის შვილის, დილან ფეროუს ღია წერილი
- Call Me by Your Name-ის მსახიობმა, ვუდი ალენის ფილმიდან აღებული ჰონორარი Time's Up-ს გადაურიცხა
- ვუდი ალენის ფილმში მიღებულ ჰონორარს, რებეკა ჰოლი Time's Up-ს გადაურიცხავს
- Lady Bird-ის რეჟისორი ამბობს, რომ ვუდი ალენთან აღარასდროს ითანამშრომლებს
- დილან ფეროუ იმედოვნებს, რომ Time's Up კამპანია ვუდი ალენსაც შეეხება
- ელენ პომპეო ვუდი ალენს აკრიტიკებს და მსახიობებს მოუწოდებს, მასთან აღარ ითანამშრომლონ
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები