დენდროპარკის ნაცვლად კორპუსები - დირსმა 7,5 ჰექტარზე მერიისგან მშენებლობის უფლება მიიღო
ფოტო: დირსი
კომპანია დირსი 2011 წელს ერთ ლარად ნაყიდი ტერიტორიის ნახევარზე დენდროპარკის ნაცვლად კორპუსებს ააშენებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერმა კახა კალაძემ 3 მაისის მთავრობის სხდომაზე მიიღო და შესაბამისი განკარგულება გამოსცა.
საუბარია, იმ ხელშეკრულების ცვლილებაზე, რომელიც კომპანიასა და მთავრობას შორის 2011 წელს გაფორმდა. ას ჯორჯიას სიმბოლურ 1 ლარად 15 ჰექტარი დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად გადაეცა. ახალი შეთანხმებით კი მას ნახევარ ტერიტორიაზე სკვერის, მეორე ნახევარზე კი კორპუსების მშენებლობის ვალდებულება ექნება. საკითხი საკრებულოს სხდომაზეც განიხილეს და დირსს 7,5 ჰექტარზე კორპუსების აშენების უფლება ოფიციალურად მიეცა.
გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხრიდან. დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.
ის ვარაუდობს, რომ თბილისის მერის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, მერიამ მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება ნახა.
თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი თავართქილაძის განმარტებით, კი მერიამ მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება და ხელშეკრულება, რომელიც გაუქმების საფრთხის წინაშე იდგა, გააცოცხლეს.
მისი თქმით, 2011-2012 წლებში კომპანია დირსთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ერთი იყო სამშენებლო ნაწილი, ხოლო მეორე ხელშეკრულება 1 ლარად გადაცემულ 15 ჰექტარზე ვრცელდებოდა. ხელშეკრულებით, დირსმა აიღო ვალდებულება რომ ერთ ლარად გადაცემულ 15 ჰექტარზე დენდროლოგიურ პარკს მოაწყობდა. ამ პროექტში კომპანიას 3 მილიონი აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა. კომპანიამ ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ქონების მართვის სააგენტოში საბანკო გარანტია 300 000 აშშ დოლარის ოდენობით წარმოადგინა.
ირაკლი თავართქილაძის თქმით, როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა დირსთან მოლაპარაკებები დაიწყო.
"კომპანიისთვის ეს კონტრაქტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებით ჰქონდა დატვირთული, ფინანსურად მომგებიანი არ იყო და ამბობდა, რომ ამ პროექტის განხორციელების ინტერესი არ ჰქონდა", - უთხრა On.ge-ს ირაკლი თავართქილაძემ.
თავართქილაძის თქმით, კომპანია მზად იყო ვალდებულებაზე უარი ეთქვა და ჯარიმა გადაეხადა.
"ჩვენ ვცადეთ ხელშეკრულების გაცოცხლება და გადავწყვიტეთ, კომპანიისთვის მიგვეცა ინტერესი, რომ ეს 3 მილიონი დოლარი მაინც დაეხარჯა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 15 ჰექტარი ორ ნაწილად გაგვეყო 7,5 ჰექტარზე დენდროლოგიური პარკი აშენდება და დაიხარჯება 3 მილიონი აშშ დოლარი, დანარჩენ 7,5-ზე კი ბინები აშენდება", - განმარტავს ირაკლი თავართქილაძე.
მისივე თქმით, ვინაიდან, ტერიტორია სიმბოლურ ფასად იყო გასხვისებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 7,5 ჰექტარზე გაშენებული საცხოვრებელი ფართის 6,5% მერიას გადმოეცემა.
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები