translate.ge: საავტორო უფლებათა ასოციაცია, ამჯერად, ინგლისური სიტყვების წაშლას ითხოვს
ფოტო: MakeUseOf
ონლაინლექსიკონმა translate.ge-მ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ისიდორე გვარჯალაძის ოჯახი მათი ლექსიკონის საიტიდან ამოღების შემდეგ, ინგლისური სიტყვების ამოღებას მოითხოვს.
საიტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისიდორე გვარჯალაძის ოჯახი საავტორო უფლებების ასოციაციასთან ერთად, translate.ge-ს იმ პოსტის წაშლას სთხოვენ, სადაც გვარჯალაძეების ოჯახთან არსებულ დავაზეა საუბარი.
"წინააღმდეგ შემთხვევაში ცილისწამებაზე სასამართლოში ჩივილს გეგმავენ",- ნათქვამია გაცხადებაში.
On.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საავტორო უფლებების ასოციაციას დაუკავშირდა. როგორც ასოციაციაში განგვიცხადეს translate.ge-მ საჩივრის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა და გვარჯალაძეების ოჯახი საიტიდან არა ინგლისური სიტყვების, არამედ ლექსიკონის სტრუქტურის ამოღებას ითხოვს.
"ლექსიკონის ავტორების ოჯახი ლექსიკონის სტრუქტურის დარღვევაზე ჩივის. translate.ge-ს არ უნდა ჰქონდეს სტრუქტურა იმ ფორმით, როგორც ეს გვარჯალაძეებმა მოიფიქრეს. ლექსიკონი შედგენილი ნაწარმოებია და საავტორო უფლება შედგენაზე და განლაგებაზე ვრცელდება და არა სიტყვებზე. საიტმა ამოიღო განმარტებები და დატოვა სტრუქტურა. ჩვენ ამ სტრუქტურის ამოღებას ვითხოვთ. ერთი სიტყვა ბევრი პოზიციითაა წარმოადგენილი და ამ სიტყვების განლაგების სტრუქტურა გვარჯალაძეების მოფიქრებულია", - განუმარტეს On.ge-ს საავტორო უფლებათა ასოციაციაში.
ონლაინლექსიკონ translate.ge-ზე 70 000-ზე მეტი სიტყვა წაიშალა. კომპანიამ, განმარტების მიზნით, განცხადება გამოაქვეყნა და გადაწყვეტილება საავტორო უფლებების ასოციაციასთან წაგებული სამართლებრივი დავით ახსნა.
იმისთვის, რომ translate.ge-მ ფუნქციონირება შეძლოს ისიდორე გვარჯალაძის მიერ 1975 წელს შექმნილი ლექსიკონის გამოსაყენებლად ყოველთვიურად 300 ლარი და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 13 400 ლარიანი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
სასამართლოს მიერ დადგენილი თანხა მას შემდეგ შემცირდა, რაც მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. translate.ge-მ კი გადაწყვიტა ყოველთვიურად 300 ლარი არ გადაიხადოს და სადავო სიტყვები ლექსიკონის ბაზიდან ამოიღო.
translate.ge-სა და გვარჯალაძეების მემკვიდრეებს შორის დავა 2015 წლიდან მიმდინარეობდა. სასამართლო დავა ორი წელი გაგრძელდა.
ამავე თემაზე:რატომ წაიშალა translate.ge-ის ბაზიდან 70 ათასი სიტყვა
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები